ლოცვანი
აპლიკაცია

მეორე ნეშტთა, თავი 4

1

გააკეთა სპილენძის სამსხვერპლო; სიგრძით ოცი წყრთა, სიგანით - ოცი წყრთა, სიმაღლით - ოცი წყრთა.

2

ჩამოასხა სპილენძის ზღვა, სრულიად მრგვალი, იგი კიდით კიდემდე ათი წყრთა იყო. სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, ოცდაათი წყრთა ძაფი სწვდებოდა გარს.

3

მის ქვეშ, ირგვლივ, ხარების გამოსახულებები იყო შემორტყმულნი, ზღვას ათ წყრთაზე გარს ევლებოდა მასთან ერთად ჩამოსსმული ხარების ორი რიგი.

4

იგი თორმეტ ხარზე იდგა: სამი ჩრდილოეთით იყურებოდა, სამი დასავლეთით იყურებოდა, სამი სამხრეთთი იყურებოდა, სამი აღმოსავლეთით იყურებოდა. ზღვა ზედ ედგათ და გავები ყველას შიგნით ჰქონდათ მიქცეული.

5

სისქე ერთი მტკაველი ჰქონდა: კიდეები თასის კიდესავით ჰქონდა გაკეთებული და გაშლილ შროშანს ჩამოჰგავდა. სამიათას ბათს იტევდა.

6

გააკეთა ათი საბანელი; ხუთი მარჯვენა ფრთაზე დადგა, ხუთი - მარცხენა ფრთაზე, რომ მათში თვითონაც განბანილიყვნენ და აღსავლენი საკლავიც ამოევლოთ.

7

გააკეთა ათი ცალი ოქროს სასანთლე მათი წესის შესაფერისად და ტაძარში დადგა; ხუთი მარჯვენა ფრთაზე, ხუთიც მარცხენა ფრთაზე.

8

გააკეთა ათი ტაბლა და ტაძარში დადგა. ხუთი მარჯვენა ფრთაზე, ხუთიც მარცხენა ფრთაზე. გააკეთა ასი ცალი ოქროს სასხურებელი.

9

გააკეთა მღვდელთა ეზო, დიდი ეზო, ეზოს კარები და სპილენძით მოჭედა მათი კარები.

10

ზღვა მარჯვენა ფრთაზე დადგა, სამხრეთ-აღმოსავლეთით.

11

გააკეთა ხურამმა ქვაბები, აქანდაზები, სასხურებლები. მოამთავრა ხურამმა სამუშაო, რომელსაც სოლომონს უკეთებდა ღვთის სახლში.

12

ორი სვეტი, ბუღაურები, სვეტისთავზე დასადგმელი ბალიშებითურთ, ორი ცხაური სვეტებზე დასადგმელი, ბუღაურების დასაფარავად,

13

ოთხასი ბროწეული ორი ცხაურისთვის, ორ-ორი რიგი ბროწეულებისა ორთავე ცხაურისთვის, სვეტებზე დასადგმელი, ბუღაურების დასაფარავად.

14

გააკეთა კვარცხლბეკები, კვარცხლბეკებზე საბანლები გააკეთა.

15

მის ქვეშ ერთი ზღვა და თორმეტი ხარი.

16

ქვაბები, აქანდაზები, ჩანგლები და ყველა სხვა ჭურჭელი, რაც კი ხურამმა სოლომონს გაუკეთა უფლის სახლისათვის, მბზინვარე სპილენძისა იყო.

17

იორდანეს მიდამოებში ჩამოასხა ისინი მეფემ, თიხნარ ნიადაგზე, სუქოთსა და ცერედას შორის.

18

გააკეთა სოლომონმა ყველა ეს ჭურჭელი ძალზე ბევრი, ისე, რომ გაურკვეველი იყო სპილენძის წონა.

19

გააკეთა სოლომონმა ყველა ის ჭურჭელი, რაც კი ღვთის სახლშია: ოქროს სამსხვერპლო, ოქროსავე ტაბლები, რომელზედაც საკურთხი პური ეწყო;

20

მთლიანი ოქროს სასანთლეები და მისი ლამპრები, რათა აენთოთ ისინი დაბირის წინ, წესისამებრ.

21

ოქროს ყვავილები, ლამპრები და მაშები - მთლიანი ოქროსგან,

22

დანები, სასხურებლები, კოვზები, საცეცხლურები მთლიანი ოქროსაგან; ასევე ტაძრის კარები: წმიდათაწმიდაში შესასვლელი შიდა კარებიც და ტაძრის საწმიდარში შესასვლელი კარებიც ოქროსი იყო.

1

და ქმნა საკურთხეველი რვალისა, ოც წყრთა სიგრძე და ოც წყრთა სივრცე და სიმაღლე მისი ათ წყრთა.

2

და ქმნა ზღუაჲ იგი რვალისა დასხმით ათ წყრთა საზომი მისი მრგვალი გარემო და ხუთ წყრთა სიმაღლე და გარემო ოცდაათ წყრთა.

3

და მსგავსება ზვარაკთა ქუეშე მისა გარემოს ათსა წყრთასა და გარემოადგს საბანელსა მას გარემო, რამეთუ გარემოადნეს ზუარაკნი იგი გარემოდნობასა მას მისსა, ოდეს იქმოდეს მათ.

4

რამეთუ ყუნეს ათორმეტ ზუარაკნი და სამნი იგი ხედვიდეს ჩრდილოთ კერძო, და სამნი იგი ხედვიდეს მზისა დასავლად, და სამნი იგი ხედვიდეს სამხრად, და სამნი იგი ხედვიდეს მზისა აღმოსავლით. და ყო ზღუა იგი მათ ზედა და იყუნეს თავნი მათნი გამართ და ბოლოები მათი შემართ

5

და იყო სიზრქე ზღჳსა მის ციდა ერთ და ბაკონი მისნი, ვითარცა ბაკო სასუმელისა გამოქანდაკებულ მცენარედ სახედ შროშნისა და შთაისხის საწყაული სამ ათასი.

6

და აღასრულა და ქმნა ათი იგი საბანელი და დადგა ხუთი იგი მარჯვენით და ხუთი იგი მარცხენით განრცხად მათ შიგა საქმე იგი ყოვლად დასაწველად და გამოწმედად და მათ შინა და ზღუაჲ იგი საბანელად მღდელთა მას შიგა.

7

და ქმნნა სასანთლენი ოქროსანი ათნი მსგავსად სამართლისავე მათისა და დადგნა ტაძარსა მას შინა, ხუთნი მარჯვენით და ხუთნი მარცხენით.

8

და ქმნა ლანკნები ათი ოქროსა და დადგნა იგინი ტაძარსა მას შინა. ხუთი მარჯვენით და ხუთი მარცხენით და ქმნა ფიალები ოქროსა ასნი.

9

და ქმნა ეზო იგი მღდელთა და ეზო იგი დიდი და კარები ეზოსა, კარები მათი მორჩუნვილნი რვალითა.

10

და ზღუაჲ დადგა კიდით კერძო ტაძარსა მას მარჯვენით მზისა აღმოსავლით წინაუკუნ.

11

და ქმნა ქირამ ფუცხუები და საცეცხურები და ლანძჳ იგი საკურთხევლისა და ყოველი ჭურჭელი მისი. და აღასრულა ქირამ საქმედ ყოველი საქმარი სამსახურებელი, რომელი უქმნა სოლომონ მეფესა სახლისათჳს უფლისა,

12

ორნი იგი სუეტნი მათ ზედა გოლოლათნი და ხარისხნი და სუეტთა ზედა სამაგდრები ქოთარეთსა მას და თავთა ზედა სასვეტთა მათ ორთასავე ორი ბადისსახე დაფარვად თავთა მათ ქოთარეთთასა, რომელი-იგი თავთა მათ ზედა სუეტთასა.

13

და ეჟუნები ოქროსა ოთხასი ესხა ორთა მათ ბადეთა და ორი სახე მროწეულაკები თჳთო მას ბადესა ესხა დასაფარველად ორთა მათ გოლოლათთა ქოთარეთთასა, რომელი-იგი იყუნეს ზედა კერძო სუეტთა მათ

14

და მექონოთთა მათ ქმნნა ხარისხნი ათნი. საბანელნი იგი, რომელ ქმნა მექონოთთა მათ ზედა,

15

და ზღუაჲ იგი ერთი და ზვარაკები იგი ათორმეტი ქუეშე მისსა.

16

და ფერჴთ სადგმელი და აღსაპყრობელნი და სიავები და ფუცხუები და ყოველი სამსახურებელი ჭურჭელი მათი, რომელ ქმნა ქირამ და აღმოართვა იგი მეფესა სოლომონს ტაძრად უფლისა, წმიდისაგან რვალისა,

17

რომელი გამოადნო მეფემან ადგილსა იორდანისასა, სიზრქესა ქუეყანისასა, სახლსა სოქოთისსა და შორის სადათასა.

18

და ქმნა სოლომონ ყოველივე ჭურჭელი სიმრავლედ ფრიად, რამეთუ არა დააკლდა სასწორი რვალისა.

19

და ქმნა სოლომონ ყოველი ჭურჭელი სახლისა უფლისა საკურთხეველი ოქროსა და ტაბლები და მას ზედა პური შესაწირავისა,

20

და სასანთლები მათ ზედა სანათებელად მსგავსად სამართლისა და წინაშე პირსა დაბირისასა ოქროსაგან წმიდისა,

21

და მარწუხნი მათნი და სანთელნი მათნი,

22

და ფიალები და ფილები (!) და საცეცხურები ყოველივე ქმნა ოქროსაგან წმიდისა, და კარი იგი შინაგანი სახლისა მის წმიდისა წმიდათასა კართა ტაძრისა და მის სახლისათანი ოქროსანი.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536