ლოცვანი
აპლიკაცია

მეორე ნეშტთა, თავი 14

1

ასას დროს ათ წელიწადს მოსვენებული იყო იუდას ქვეყანა. კეთილად და სწორად იქცეოდა ასა უფლის, თავისი ღმერთის თვალში.

2

მოშალა უცხო სამსხვერპლოები და გორაკები, შემუსრა კერპები და აჩეხა აშერები.

3

უბრძანა იუდას გამოეძია უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, და შეესრულებინა მისი რჯული და მცნებები.

4

მოშალა იუდას ყველა ქალაქში გორაკები და მზის სვეტები. მოისვენა სამეფომ მის წინაშე.

5

ააგო იუდაში ციხე-ქალაქები, რადგან მოსვენებული იყო ქვეყანა და არც ომი არ ჰქონია იმ წლებში, რაკი უფალმა სიმშვიდე მისცა.

6

უთხრა იუდას: ავაშენოთ ეს ქალაქები და გალავანნი, კოშკები, კარიბჭეები და ბურჯები შემოვავლოთ. ქვეყანა კვლავ ჩვენს ხელშია, რადგან გამოვიძიეთ უფალი, ღმერთი ჩვენი. გამოვიძიეთ და ირგვლივ სიმშვიდე გვიბოძა. დაიწყეს შენება და ხელი მოემართათ.

7

ასას ჯარი ჰყავდა: სამასი ათასი ფარითა და შუბით შეიარაღებული კაცი იუდადან და ორას ოთხმოცი ათასი ფარით შეიარაღებული და მშვილდოსანი კაცი ბენიამინიდან. ყველანი მაგარი ვაჟკაცები იყვნენ.

8

წამოვიდა მათ წინააღმდეგ ზერახ ქუშელი ათასი ათასიანი ჯარით, სამასი ეტლით და მერეშას მოადგა.

9

გამოვიდა ასა მის წინააღმდეგ. საბრძოლველად დაეწყვნენ ცეფათას ხეობაში, მარეშას მახლობლად.

10

შეჰღაღადა ასამ უფალს, თავის ღმერთს და უთხრა: უფალო, განა შენგან არ არის შეწევნა ძლიერისა და უძლურისა? შეგვეწიე უფალო, ღმერთო ჩვენო, რადგან შენზე ვართ მონდობიღ:ნი და შენი სახელით გამოვედით ამ ურდოს წინააღმდეგ. უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩვენი, ვერ გაგიძლოს კაცმა!

11

შემუსრა უფალმა ქუშელნი ასასა და იუდას წინაშე და გაიქცნენ ქუშელნი.

12

გაედევნა ასა და ხალხი, მასთან რომ იყო, გერარამდე. დაეცნენ ქუშელნი, არავინ გადარჩენილა ცოცხალი,

13

აიკლეს გერარის ქალაქები ირგვლივ, რადგან უფლის შიში იყო დაცემული მათზე. გაძარცვეს ყველა ქალაქი, რადგან იქ ბევრი იყო საძარცვი.

14

აიკლეს საქონლის არვები, უამრავი ცხვარი და აქლემი გამოირეკეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ.

1

და მოკუდა აბია მამათა მისთა თანა და დაფლეს იგი ქალაქსა დავითისასა. და მეფობდა ასა, ძე მისი, მის წილ და დღეთა ასასიასთა დამშჳდნა ქუეყანა ათ წელ.

2

და ქმნა კეთილი სიწრფოება წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა.

3

და ჰრქუა იუდასა გამოძიებად უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა, რათა ჰყოფდენ შჯულთა მცნებათა უფლისათა.

4

და განაშორა ქალაქთაგან იუდასთა საგებელები და კერპები, და აშენა ქალაქები ზღუდოვანი შენნი, ვითარცა ერთისა მათგანისანი, და იტყოდა კეთილსა მეფისათჳს.

5

რამეთუ დამშჳდნა ქუეყანა და არა იყო ბრძოლა მათ წელთა შინა, დაუცხრო მათ უფალმან.

6

და ჰრქუა მეფემან ასა იუდას: ვაშენო ქალაქები ესე და მოვადგათ ზღუდე და გოდლები და ბჭეები და მოქლონები, ვიდრე-ესე ქუეყანასა ამას უფლობთ, რამეთუ, ვითარცა გამოვიძიეთ უფალი ღმერთი ჩუენი, გამოგჳძინა ჩუენცა და განგჳსუენა ჩუენ გარემოთაგან და წარგჳმართა ჩუენ.

7

და იყო ერი ასასი ჭურვილი და ფაროსანი, რომელთა აქუნდა ფარი და ლახუარი ქუეყანასა იუდისასა სამასი ათასი და ქუეყანასა ბენიამენისასა მშჳლდოსან-კაპარჭოსანი ორას ოთხმეოცი ათასი, ესე ყოველი მბრძოლნი ძლიერებისანი.

8

და მოვიდა მათ ზედა ზარე ეთიოპელი ერითა ათასითა ათასეულითა და ეტლებითა სამასითა და მოვიდა ვიდრე მარესადმდე.

9

და განვიდა ასა მიგებებად მისა და ეწყო მას ჴევსა მას ჩრდილოთ კერძო მარესასა.

10

და ღაღად-ყო ასა უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა და თქუა: უფალო, არა-რა შეუძლებელ არს შენ მიერ განრინებად მრავალთა და მცირეთა და აწ განმაძლიერენ ჩუენ, უფალო ღმერთო ჩუენო, რამეთუ ჩუენ შენ გესავთ და სახელითა შენითა მოვედით სიმრავლესა ამას დიდსა ფრიად; უფალო, ღმერთო ჩუენო, ნუ განძლიერდებინ შენდა მიმართ კაცი

11

და მოსრნა უფალმან ეთიოპელნი წინაშე იუდასა და ივლტოდეს ეთიოპელნი.

12

და დევნა-უყო ასა და ერმან მისმან ვიდრე გედორადმდე და დაეცნეს ეთიოპელნი, ვიდრე არღარა იყო შეწევნა, რამეთუ შეიმუსრნეს წინაშე უფლისა და წინაშე ძლიერებისა მისისა, და წარმოიღეს ნატყუენავი მრავალი.

13

და მოსრეს დაბნები მათი გარემო გედორსა და იყო მათ ზედა განკრთომაჲ უფლისა მიერ და წარმოტყუენეს ყოველი ქალაქები მათი, რამეთუ მრავალი ნატყუენავი იყო მათი

14

და კარვები მონაგებთა, და ამაზონელნიცა იგი მოსწყჳდნეს და წარმოასხეს ცხუარი ფრიად და აქლემები მრავალი, და მოიქცეს და მოვიდეს იერუსალიმდ.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536