ლოცვანი
აპლიკაცია

მეორე ნეშტთა, თავი 15

1

ყაზარია ყოდედის ძეზე ღვთის სული გადმოვიდა.

2

გაეგება იგი ასას და უთხრა: ყური დამიგდეთ, ასა, მთელო იუდავ და ბენიამინო, უფალი თქვენთან არის როცა თქვენ მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ, იპოვით. თუ თქვენ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ.

3

დიდხანს იყო ისრაელი ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, მღვდლისა და რჯულის გარეშე.

4

გასაჭირში იყო და მოუხმო უფალს, ისრაელის ღმერთს. ეძებდნენ მას და აპოვნინა თავი.

5

იმჟამად არ ჰქონდა მშვიდობა არც გამომსვლელს და არც შემსვლელს, რადგან დიდი შფოოი იყო ატეხილი იმ ქვეყნების მთელ მოსახლეობაში.

6

ხალხი ხალხს ებრძოდა, ქალაქი - ქალაქს, რადგან ღმერთმა შეაშფოთა ისინი ყოველგვარი გასაჭირით.

7

თქვენ კი გამტკიცდით და ნუ დაუძლურდება თქვენი ხელები, რადგან თქვენი საქმისაებრ მოგეზღვებათ.

8

როცა ასამ მოისმინა ეს სიტევები და ყოდედის ძის წინასწარმეტყველება, გამხნევდა და აღმოფხვრა სიბილწენი იუდასა და ბენიამინის ქვეყნიდან, აგრეთვე იმ ქალაქებიდან, ეფრემის მთაზე რომ დაიპყრო. განაახლა უფლის სამსხვერპლო, უფლის სტოას წინ რომ არის.

9

შემოიკრიბა მან მთელი იუდა და ბენიამინი, ეფრემისგან, მენაშესგან და სიმონისგან წამოსულ ხიზნებთან ერთად, რადგან მრავალნი გადავიდნენ მის მხარეზე ისრაელიდან, რაკი დაინახეს, რომ მასთან იყო უფალი.

10

ასას მეფობის მეთხუთმეტე წელს, მესამე თვეში შეიყარნენ იერუსალიმს.

11

მსხვერპლად შესწირეს უფალს იმ დღეს მოტანილი ნადავლიდან შვიდასი ხარ-ძროხა და შვიდასი ცხვარი.

12

აღთქმა დადეს, რომ ეძიათ უფალი, მამა-პაპათა ღმერთი, მთელი გულითა და სულით.

13

ყველა ვინც არ ეძიებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, უნდა მომკვდარიყო, დიდი იქნებოდა თუ პატარა, კაცი თუ ქალი.

14

ეფიცებოდნენ უფალს დიდის ხმითა და ღაღადით, საყვირებითა და ბუკებით.

15

ხარობდა მთელი იუდა ამ ფიცის გამო, რადგან მთელი გულით შეჰფიცეს, მთელი გულმოდგინებით ეძებდნენ მას და მან აპოვნინა თავი. უბოძა უფალმა მათ სიმშვიდე ირგვლივ.

16

მაყაქას, მეფე ასას დედასაც კი, დედოფლობა ჩამოართვა, რადგან აშერისათვის კერპი ჰქონდა გაკეთებული. აჩეხა ასამ მისი კერპი, ნაფოტებად აქცია და კედბონის ხევში დაწვა.

17

ისრაელში კი არ მოუშლიათ გორაკები. მხოლოდ ასას გული იყო სრულად მინდობილი უფლისადმი მთელი მისი სიცოცხლე.

18

შეიტანა ღვთის სახლში მამამისის და თავისი შეწირული ნივთები - ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი.

19

ომი აღარ მომხდარა ასას მეფობის ოცდამეათე წლამდე.

1

და აზარიას ზედა, ძისა ადიდისა, იყო სული უფლისაჲ.

2

და განვიდა შემთხუევად მეფისა ასასა და ყოვლისა იუდისასა და ბენიამენისა და თქუა: ისმინეთ ჩემი ასა და ყოველმან იუდამან და ბენიამინ, უფალი თქუენთანა ამისთჳს, რამეთუ იყვენით თქუენ მის თანა. და უკუეთუ ეძიებდეთ მას, გეპოოს იგი თქუენ და, უკუეთუ დაუტეოთ იგი, დაგიტევნეს მანცა თქუენ

3

და იყუნენ დღენი ისრაჱლისანი მრავალ ღმრთისა მიერ ჭეშმარიტისა და არა მღდელისა ჩუენებითა და არცა შჯულითა.

4

მოიქცენ იგინი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ეპოვოს მათ.

5

და მას ჟამსა შინა არა იყოს მშჳდობა შემავალისა და გამომავალისა, რამეთუ განკჳრვება იყოს ყოველსა ზედა სოფლებსა.

6

და ჰბრძოდის თესლები თესლებსა და ქალაქი ქალაქსა, რამეთუ ღმერთმან განაკრთნეს იგინი ყოვლითა ჭირითა.

7

და თქუენ განძლიერდით. და-ნუ ეხსნებიედ ჴელნი თქუენნი, რამეთუ არს სასყიდელი საქმისა თქუენისა.

8

და ვიდრეცა ესმნეს სიტყუანი ესე და წინაწარმეტყუელებაჲ აზარიას წინაწარმეტყუელებისა მეფესა და ყოველსა მას ერსა, განძლიერდა ასა და განაბნია საძაგელები იგი ყოვლისაგან ქვეყანისა იუდასა და ქალაქთაგან, რომელნი დაიპყრნა მთასა მათ ეფრემისასა და განაახლა საკურთხეველი უფლისაჲ, რომელ იყო წინაშე ტაძარსა უფლისასა

9

და შეკრიბა მეფემან იუდა და ბენიამენი და მწირნი იგი, რომელნი მწირობდეს მათ შორის ეფრემითგან და მანასეთ და სჳმეონით, რამეთუ შემოერთნეს მას და მოადგეს მრავალნი ისრაჱლისაგანნი, რაჟამს იხილეს მათ, რამეთუ უფალი ღმერთი მისი მის თანა არს.

10

და შეკრბეს იერუსალჱმად თუესა მესამესა მეთხუთმეტესა წელსა მეფობისა ასასასა.

11

შეწირა უფლისა მას დღესა შინა ნატყუენავისა მისგან, რომელი მოიღო, ზუარაკი შჳდასი და ცხოვარი შჳდი ათასი.

12

და განვიდა აღთქმით გამოძიებად უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა.

13

რამეთუ ყოველი, რომელი არა ეძიებდეს უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, მოკუდეს ჭაბუკთაგან მოხუცებულადმდე მამაკაცთაგან დედაკაცადმდე.

14

და ფუცეს უფალსა ჴმითა დიდითა და საყჳრებითა და ნესტჳთა რქისათა.

15

და განიხარა ყოველმან იუდამან ფიცისა მისთჳს, რამეთუ ყოვლითა გულითა მათითა ფუცეს და ყოვლითა ნებითა მათითა ეძიებდეს უფალსა და ეპოვა მათ და დაუმშჳდა მათ უფალმან ყოველი გარემო.

16

მააქა, დედა მისი, გარდაადგინა, რათა არა იყოს იგი ასტრატესა და აფროდიტესა მსახურ, და მოსრა კერპები იგი და დაწვა ჴევსა მის ნაძუთასა.

17

ხოლო მღდელნი იგი არა განაშორნა, მერმე იყუნეს ვეღარა იუდასა შორის და ისრაჱლსა, არამედ გული ასასი არა იყო სავსე ყოველთა დღეთა მისთა.

18

შეიღო სიწმიდე დავითის, მამისა თჳსისა, და სიწმიდე უფლისა ღმრთისა ვეცხლი, ოქრო და ჭურჭელი.

19

და ბრძოლა არავინ იყო მისა, ვიდრე ოცდამეათხუთმეტედ წლამდე მეფობისა მისისა.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536