ლოცვანი
აპლიკაცია

ტობითი, თავი 9

1

მოუხმო ტობიამ რაფაელს და უთხრა:

2

ყაზარია, ძმაო, წაიყოლე თან მსახური ბიჭი და ორი აქლემი და გაემგზავრე მიდიის რაგეში გაბაელთან და წამოიღე ვერცხლი, და ისიც მოიწვიე ქორწილში.

3

რადგან დამაფიცა რაღუელმა, არ წავიდე.

4

მამაჩემი კი ითვლის დღეებს და, თუ დიდხანს დავყოვნდები, დიდად შეწუხდება.

5

გაემგზავრა რაფაელი, მივიდა გაბაელთან და მისცა მას ხერწერილი. მან კი გამოიტანა დაბეჭდილი ქისა და ჩააბარა მას.

6

განთიადზე დაადგნენ ორივენი გზას და მივიდნენ ქორწილში. აკურთხეს მათ ტობია და მისი ცოლი.

1

მაშინ მოხადა ტობია რაფაელსა, ჰრქუა მას: ძმაო აზარია, გევედრები, რათა მისმინო.

2

წარიბენ ამიერ ორნი აქლემნი და ოთხნი მონანი და წარვედ რაგად გაბაელისასა [!] და მიეც მას ჴელით-წერილი ესე, და მიიღე მისგან ვეცხლი იგი და მოიყვანე იგიცა შენ თანა ქორწილსა ამას.

3

ჰრაგუელ ფუცა არა განტევება ჩემი ათოთხმეტ დღე, რათა ვიყოფოდი მე მათ თანა და ვერ ჴელ-მეწიფების შეურაცხ-ყოფად ფიცი მისი.

4

5

მაშინ წარემართა რაფაელ და მონანი იგი მის თანა რაგად და მივიდეს გაბაელისა. და წარვიდა ხუჟიკეთს და პოვა რაგოელ და დაადგრეს მუნ. და მისცა რაფაელ ჴელით-წერილი იგი გაბაელს და მოუღო მას ვეცხლი იგი ყოველი.

6

და არს იგი მუნ და ხადეს მასცა ქორწილსა მას, და მოვიდა იგიცა. და აღდგა ტობია და გაგაელ ამბორს-უყო. და გაბაელ იტირა და აკურთხევდა ღმერთსა.

1234567891011121314