ლოცვანი
აპლიკაცია

ტობითი, თავი 12

1

მოუხმო ტობითმა ტობიას, თავის ძეს, და უთხრა: გადაუხადე შვილო გასამრჯელო შენს მეგზურს, ზედმეტიც ეკუთვნის.

2

მიუგო: მამაჩემო, არ ვიზარალებ, იმის ნახევარიც რომ გადავუხადო, რაც მივიღე.

3

აკი მშვიდობით მომიყვანა შენთან, ცოლიც განმიკურნა, ვერცხლიც მომიტანა და შენც განგკურნა.

4

თქვა მოხუცმა: ღირსია.

5

მოუხმო ანგელოზს და უთხრა: აიღე გასამრჯელოდ ნახევარი ყოველივე იმისა, რაც მოიტანეთ და წადი მშვიდობით.

6

მაშინ მოუხმო ანგელოზმა ორივეს ფარულად და უთხრა: აკურთხევდეთ ღმერთს და აღიარებდეთ მას, ადიდებდეთ და აღიარებდეთ ყოველი არსების წინაშე, რომელიც კი თქვენთან ერთად შეუქმნია. კარგია ღვთის კურთხევა და მისი სახელის განდიდება. მოწიწებით გააცხადეთ ღვთის საქმეები და ნუ დაიზარებთ მის სამადლობელს.

7

კარგია მეფის საიდუმლოს შენახვა, მაგრამ ღვთის საქმეთა გამოცხადება დიდებით ხამს. ქმენით სიკეთე და ბოროტება ვერ მოგაგნებთ თქვენ.

8

სიკეთეა ლოცვა მარხვით, მოწყალებით და სამართლიანობით. სჯობს მცირედი და სამართლიანობით, ვიდრე მრავალი და უსამართლობით. უმჯობესია მოწყალების გაღება, ვიდრე ოქროს დაუნჯება.

9

მოწყალება ხომ სიკვდილისგანაც იხსნის კაცს და განწმედს ყოველგვარი ცოდვისგან. მოწყალების გამღებნი და სიმართლის მყოფელნი სიცოცხლით აღივსებიან,

10

ხოლო ცოდვილნი თავისი თავის მტრები არიან.

11

არაფერს დაგიმალავთ, აკი ვთქვი: კარგია მეფის საიდუმლოს შენახვა, მაგრამ ღვთის საქმეთა განცხადება დიდებით ხამს.

12

რომ ლოცულობდით შენ და შენი რძალი სარა, მე აღვავლინე თქვენს ლოცვებზე შეხსენება წმიდის წინაშე. როცა მარხავდი მკვდრებს, მაშინაც შენი თანამდგომი ვიყავი.

13

რომ არ დაიზარე, ადექი და მიატოვე შენი სუფრა, რათა წასულიყავი მიცვალებულის გასაპატიოსნებლად, არ დაფარულა ჩემთვის შენი სიქველე, არამედ მეც შენთან ვიყავი.

14

ახლა მომავლინა მე ღმერთმა შენი და შენი რძლის სარას განსაკურნავად.

15

მე ვარ რაფაელი, ერთი იმ შვიდ წმიდა ანგელოზთაგანი, რომელნიც აღავლენენ წმიდათა ლოცვებს და ამაღლდებიან წმიდის დიდების წინაშე.

16

შეძრწუნდნენ ორივენი და ქვედაემხნენ, რადგან შეიპყრო ისინი შიშმა.

17

უთხრა მათ რაფაელმა: ნუ გეშინიათ, მშვიდობა იყოს თქვენდა. აკურთხევდეთ ღმერთს უკუნისამდე.

18

რადგან ჩემი წყალობით კი არა, ჩვენი ღვთის ნებით ვარ მოვლენილი, ამიტომ აკურთხევდეთ მას უკუნისამდე.

19

ყოველდღე გეცხადებოდით, მაგრამ არც მიჭამია, არც მისვამს. მხოლოდ ხილვით მხედავდით.

20

ახლა კი, მადლობდეთ ღმერთს, რადგან ავდივარ მასთან, ვინც მომავლინა. წიგნში ჩაწერეთ ყოველივე, რაც გადაგხდათ.

21

ადგნენ და მეტად აღარ უხილავთ იგი.

22

აღიარებდნენ ღვთის საქმეს, დიადს და საოცარს, თუ როგორ გამოეცხადა მათ უფლის ანგელოზი.

1

ჰრქუა ტობი ძესა თჳსსა ტობიას: მივსცეთ სასყიდელი კაცსა მას, რომელი წარვიდა შენ თანა და მერმე შე-ვე-ღა-ვსძინოთ სასყიდელსა ზედა მისსა.

2

და ჰრქუა ტობია მამასა თჳსსა: მამაო, რაოდენიცა მივსცეთ მას სასყიდელი, არა დამჭირდეს, დაღათუ ზოგი მივსცეთ ყოვლისა მისგანი, რომელი მოვიღე ჩემ თანა.

3

მე მან დამიცვა გზასა ზედა და ცოლი ჩემი განკურნა. არა მევნების, რაოდენი-რა მივსცეთ მას.

4

ხოლო ტობი თქუა: სამართლად ჯერ-არს მიცემად მას ზოგი ყოვლისა მისგან, რომელი გაქუნდა და მოვიდა შენ თანა.

5

და მოხადა ანგელოზი იგი და ჰრქუა მას: მიიღე ზოგი ყოვლისა მისგან, რომელი მოიღე და მოხუედ ცოცხლებით სასყიდლად შენდა, და წარვედ ცოცხლებით თჳსა ადგილად.

6

მაშინ მოუწოდა რაფაელ ორთა მათ თჳსაგან და ჰრქუა მათ: ღმერთსა აკურთხევდით, და მას ადიდებდით წინაშე ყოველთა კაცთა, რომელი ქმნა თქუენ თანა კეთილ არს კურთხევა ღმრთისა და ამაღლებაჲ სახელისა მისისა. სიტყუათა ღმრთისათა მიუთხრობდით პატიოსნად.

7

საიდუმლო მეფისა კეთილ არს დამალვად, ხოლო საქმენი უფლისა ღმრთისანი - მითხრობად პატიოსნად. იქმოდეთ კეთილსა და ბოროტმან არა გპოვნეს თქვენ.

8

კეთილ არს ლოცვა მარხვასა თანა და მოწყალებაჲ სიმართლესა თანა. უფროს ამათ ორთასავე უმჯობეს არს მოწყალებაჲ, ვიდრე დაუნჯებასა ოქროსასა,

9

რამეთუ მოწყალებაჲ სიკუდილისაგან იჴსნის და განწმედს ყოვლისაგან ცოდვისა, რომელი ჰყოფდეს მოწყალებასა, განძღეს ცხორებითა.

10

ხოლო რომელნი იქმან ცოდვასა და სიცრუესა, იგინი მბრძოლნი არიან თჳსისა ცხორებისანი.

11

ხოლო აწ გითხრა თქუენ ყოველივე ჭეშმარიტი, არა დავფარო თქუენგან სიტყუაჲ.

12

ოდეს-იგი ილოცევდით შენ და სარა, სძალი შენი, შეისმეს ლოცვანი ორთანივე წინაშე ღმრთისა და საცნაურ იქმნნეს საქმენი შენნი და მწყალობელობანი შენნი, რომელთა იქმოდე მკუდართა მათ ზედა.

13

და ოდეს-იგი აღსდეგ ტაბლისაგან და შემოსე მკუდარი, და მოიწია შენ ზედა განსაცდელი,

14

მაშინ მომავლინა მე ღმერთმან განკურნებად შენდა და სარაჲსა, სძლისა შენისა.

15

მე ვარ რაფაელ, ერთი შჳდთაგანი წმიდათა ანგელოზთა, რომელნი შესწირვენ ლოცვასა წმიდათასა და შევლენან წინაშე დიდებასა წმიდისასა

16

და შეძრწუნდეს ორნივე იგი და დაცჳვეს პირსა ზედა თჳსსა, რამეთუ. შეეშინა ფრიად

17

და ჰრქუა მათ რაფაელ: ნუ გეშინინ! მშჳდობაჲ იყოს თქუენდა, ხოლო ღმერთსა აკურთხევდით უკუნისამდე.

18

არა ჩემითა მადლითა, არამედ ნიჭითა ღმრთისა თქუენისათა მოვედ, რამეთუ აკურთხევდით მას უკუნისამდე.

19

ყოველთა დღეთა გეჩუენებოდე თქუენ და არა ვჭამდ, არცა ვსუემდ, არამედ ხილვით ხოლო ხედვიდით თქუენ.

20

და აწ აუარებდით ღმერთსა თქუენსა, რამეთუ აღვალ მომავლინებელისა ჩემისა უფლისა. და დაწეროთ წიგნსა ყოველი ესე, რომელიცა შეგემთხჳა თქუენ.

21

და აღ-რა-დგეს და არღარა იხილეს იგი.

22

და აღუარებდეს იგინი საქმეთა მათთა დიდ-დიდთა და საკჳრველებათა მისთა და ვითარ-იგი ეჩუენა მათ ანგელოზი ღმრთისა.

1234567891011121314