ლოცვანი
აპლიკაცია

ქებათა-ქება სოლომონისა, თავი 8

1

ნეტავ ჩემი ძმა ყოფილიყავი, დედაჩემის ძუძუნაწოვი! გარეთ გიპოვნიდი, გაკოცებდი და არ დამძრახავდნენ.

2

წაგიძღვებოდი და, ვინც გამზარდა, დედაჩემის სახლში შეგიყვანდი, სურნელოვან ღვინოს - ჩემი ბროწეულის წვენს შეგასმევდი.

3

მისი მარცხენა ჩემს თავქვეშ იქნებოდა, მარჯვენა მომეხვეოდა მისი!

4

გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!

5

ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, თავისი მეტრფის მხარს დაყრდნობილი? ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე შენ. იქ გშვა დედამ შენმა, იქ გშვა მშობელმა შენმა.

6

დამდევდი, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი შენს მკლავზე; რადგან ძლიერია სიკვდილივით სიყვარული, სასტიკია ჯოჯოხეთივით შური; არმური მისი ცეცხლის არმურია, უფლის ალი.

7

ვერ დაშრეტს სიყვარულს წყალი მრავალი და მდინარე ვერ წარხოცავს მას. კიდეც რომ გასცეს კაცმა სახლის მთელი დოვლათი სიყვარულის წილ, მაინც არ ასცდება სიძულვილი.

8

პატარაა დაი ჩვენი და ჯერ არ დამჩნევია ძუძუები. რა ვუყოთ ჩვენს დას იმ დღეს, როცა დაუდგება ნიშნობის ჟამი?

9

ზღუდე რომ იყოს, ვერცხლის ქონგურებს დავუშენებდით; კარი რომ იყოს, ნაძვის ფიცრებს მივუდგამდით.

10

მე ზღუდე ვარ და გოდლებივით მაქვს ძუძუები. ახლა კი მოწიფული ვჩანვარ მის თვალში.

11

ჰქონდა ბაალ-ჰამონში ვენახი ხოლომონს და ჩააბარა მცველებს ვენახი. თითოეულს ათასი მოჰქონდა ვერცხლი ყურძნის სანაცვლოდ.

12

ჩემი ვენახი კი ჩემს წინაშეა. ათასი შენია, სოლომონ, ორასი - ნაყოფთა მცველების.

13

ბაღების მკვიდრო, მეგობრები ისმენენ შენს ხმას - მასმინე მეცა!

14

გაიქეცი, მეტრფევ ჩემო! ემსგავსე ნიამორს ანუ ირმის ნუკრს, სურნელოვან მთებზე მოარულთ.

1

ვინ მოგცნეს შენ, ძმისწულო ჩემო, წოვნად ძუძუნი დედისა ჩემისანი? გარე გპოვე, ამბორს- გიყავ შენ, და არა შეურაცხ-გყავ.

2

მოგეხჳე შენ და შეგიყვანე სახლსა დედისა ჩემისასა და საუნჯეთა მუცლადმღებელისა ჩემისათა. და გასუა შენ ღჳნისაგან სულნელთასა, სინედლისაგან ბროწეულთა ჩემთასა.

3

მარცხენე მისი თავსა ზედა ჩემსა და მარჯუენე მისი გარემომეხჳა მე.

4

გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა მიმართ და ძლიერებათა მიმართ აგარაკისათა, უკუეთუ აღსდგეთ და აღადგინოთ სიყუარული, ვიდრემდისცა ენებოს.

5

ასულნი და დედოფალნი ეტყჳან: ვინ არს ისი აღმომავალი უდაბნოთ? დავამტკიცოთ იგი სიყვარულსა მისსა ზედა; ვაშლსა ქუეშე განგაღჳძე შენ. მუნ ელმოდა შენთჳს დედასა შენსა, მუნ ელმოდა მშობელსა შენსა. დამდვეს მე, ვითარცა საბეჭდავი გულსა ზედა შენსა, ვითარცა საბეჭდავი, მკლავსა ზედა შენსა,

6

რამეთუ მტკიცე არს, ვითარცა სიკუდილი, სიყვარული. ფიცხელ არს, ვითარცა ჯოჯოხეთი, შური; გარემოჲს მისსა კლდე, გარემოჲს მისსა კლდე ცეცხლისაჲ, ცეცხლისა ალთა მისთაჲ.

7

წყალსა მრავალსა ვერ ძალ-უც დაშრეტა სიყვარულისა. მდინარენი ვერ წარღუნიან მას, უკუეთუ მისცეს კაცმან ყოველი ცხორებაჲ თჳსი სიყვარულსა, შეურაცხ-ყონ იგი შეურაცხებით

8

ქალწულნი იტყჳან: ჯ დაჲ ჩუენი მცირე არს და ძუძუნი არა ასხენ, რაჲმე უყოთ დასა ჩუენსა დღესა, რომელსა ითქუას მისსა მიმართ?

9

უკუეთუ ზღუდე არს, აღვაშენნეთ მას ზედა აღსამატებელნი ვეცხლისანი და, უკუეთუ კარი არს, დავამსჭუალოთ მას ზედა ფიცარი ნაძჳსაჯ.

10

სძალმა იკადრა და ეტყჳს: მე - ზღუდე და ძუძუნი ჩემნი - გოდოლნი. მე ვარ წინაშე თუალთა მისთა, ვითარცა მპოვნელი მშჳდობისა.

11

ვენაჴი იყო სოლომონისი ვევლამონოს.

12

ვენაჴი ჩემი ჩემდა წინაშე ჩემსა, მამაკაცი არს ჟამსა მისსა ათასის ვეცხლის, ათასნი - სალმონს და ორასნი - მცველთა ნაყოფისა მისისათა,

13

რომელი მჯდომარე არს მტილთა შინა, მოყუასნი მოელოდეს: ჴმაჲ შენი მასმინე!

14

ივლტოდე, დისწულო ჩემო, და ემსგავსე ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ღელოვანთასა.

12345678