ლოცვანი
აპლიკაცია

იოანეს გამოცხადება, თავი 10

1

ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი ძლიერი, რომელსაც ემოსა ღრუბელი; თავს ცისარტყელა ედგა და მისი სახე იყო როგორც მზე, ფეხები კი - როგორც ცეცხლის სვეტნი.

2

ხელთ ეპყრა გადაშლილი წიგნი: მარჯვენა ფეხი ზღვას დააბჯინა, ხოლო მარცხენა - მიწას,

3

და წარმოსთქვა მგრგვინავი ხმით, როგორც ბუხუნებს ლომი; და როცა დაიგრგვინა, შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა.

4

და როცა შვიდმა ქუხილმა გაიღო თავისი ხმა, მე დავაპირე წერა, მაგრამ ჩამესმა ხმა ზეცით, რომელმაც მითხრა: დაბეჭდე, რაც თქვა შვიდმა ქუხილმა, და ნუ დაწერ.

5

ხოლო ანგელოზმა, რომელიც ვიხილე ზღვასა და ხმელზე მდგარი, თავისი ხელი აღაპყრო ზეცად,

6

და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე, რომელმაც შექმნა ცა და ყოველივე ციური, მიწა და ყოველივე მიწიერი, ზღვა და ყოველივე ზღვიური, რომ უკვე აღარ იქნება დრო.

7

არამედ იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ.

8

ავიღე წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბილა პირში, მაგრამ, როდესაც შევჭამე, გაამწარა ჩემი მუცელი.

9

ხოლო მან მითხრა: კვლავინდებურად გმართებს წინასწარმეტყველება ხალხთა და ერთა, ენათა და მეფეთათვის.

1

და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, გარდამომავალი ზეცით, და ემოსა ღრუბელი; და ირისე, რომელ არს მშჳლდი ცისაჲ ბერძლებრ, იყო თავსა ზედა მისსა; და პირი მისი, ვითარცა მზე; და ფერჴნი მისნი, ვითარცა სუეტნი ცეცხლისანი.

2

და აქუნდა ჴელთა მისთა წიგნი განღებული. და დადვა ფერჴი მისი მარჯუენე ზღუასა ზედა და მარცხენე - ქუეყანასა ზედა.

3

და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა, ვითარცა ლომი რაჲ ყჳრინ. და რაჟამს ჴმა-ყო, თქუნეს შჳდთა ქუხილთა ჴმანი მათნი.

4

და რაჟამს თქუეს შჳდთა მათ ქუხილთა, მეგულებოდა წერად. და მესმა ჴმაჲ ზეცით, რომელი მეტყოდა: დაჰბეჭდე, რაჲ-ეგე თქუეს შჳდთა მათ ქუხილთა, და ნუ დასწერ.

5

და ანგელოზმან მან, რომელი-იგი ვიხილე ქუეყანასა ზედა და ზღუასა ზედა მდგომარე, აღიღო ჴელი თჳსი მარჯუენე ზეცად

6

და ფუცა მისა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, რომელმან დაჰბადა ცაჲ და რაჲ არს მას შინა, და ქუეყანაჲ და რაჲ არს მას შინა, და ზღუაჲ და რაჲ არს მას შინა, ვითარმედ: ჟამი არღა იყოს.

7

არამედ დღეთა მათ ჴმისა მეშჳდისა ანგელოზისა, რომელსა ეგულების დაცემად საყჳრისა, და აღესრულა საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, ვითარცა ახარა მონათა თჳსითა წინაჲსწარმეტყუელთა.

8

და აღვიღე წიგნი იგი ჴელთაგან ანგელოზისათა და შევჭამე. და იყო პირსა შინა ჩემსა ტკბილ ვითარცა თაფლი. და რაჟამს შევჭამე იგი, დაამწარა მუცელი ჩემი.

9

და მრქუა მე: ჯერ-არს შენდა კუალად წინაწარმეტყუელებაჲ ერთა ზედა და წარმართთა და ენათა და მეფეთა ქუეყანისათა.

12345678910111213141516171819202122