ლოცვანი
აპლიკაცია

ნეემია, თავი 7

1

კედელი რომ აშენდა, კარები ჩავაყენე და კარისმცველნი, მგალობელნი და ლევიანნი განვაწესე.

2

ვუბრძანე ხანანის, ჩემ ძმას, და ხანანიას, იერუსალიმის ციხისთავს, რომელიც მართალი და სხვებზე მეტად ღვთისმოშიში კაცი იყო.

3

ვუთხარი, რომ იერუსალიმის კარიბჭეები არ გაეღოთ, ვიდრე მზე არ დააცხუნებდა, და დაეხურათ და ჩაეკეტათ კარები, ვიდრე იდგებოდნენ; მცველები იერუსალიმის მკვიდრთაგან დაეყენებინათ, თითოეული თავის საგუშაგოზე, თითოეული თავისი სახლის წინ.

4

ქალაქი ფართო და დიდი იყო, ხალხი კი ცოტა იყო მასში და არც სახლები იყო აშენებული.

5

ღმერთმა გულში ჩამიდო, რომ დიდებულები, თავკაცები და ხალხი აღსანუსხავად შემეკრიბა. ვიპოვნე პირველმოსულთა საგვარტომო ნუსხა, მასში ჩაწერილნი იყვნენ:

6

ქვეყნის ის მკვიდრნი, რომელნიც ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფის მიერ გადასახლებულ ტყვეთაგან წამოვიდნენ და იერუსალიმში და იუდაში დაბრუნდნენ, თავ-თავიანთ ქალაქებში.

7

აგრეთვე ისინი, ვინც ზერუბაბელთან, იესოსთან, ნეემიასთან, ყაზარიასთან, რაყამიასთან, ნახამანთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაყანასთან ერთად მოვიდნენ. ისრაელის ხალხის კაცთა რიცხვი იყო:

8

ფარყოშის ძენი - ორიათას ასსამოცდათორმეტი,

9

შეფატიას ძენი - სამას სამოცდათორმეტი,

10

არახის ძენი - ექვსას ორმოცდათორმეტი,

11

ფახათ-მოაბის ძენი, იეშუაყისა და იოაბის ძეთაგან - ორიათას რვაას თვრამეტი.

12

ყელამის ძენი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი.

13

ზათუს ძენი - რვაას ორმოცდახუთი,

14

ზაქაის ძენი - შვიდას სამოცი,

15

ბინუის ძენი - ექვსას ორმოცდარვა,

16

ბებაის ძენი - ექდსას ოცდარვა,

17

ყაზგადის ძენი - ორიათას სამას ოცდაორი,

18

ადონიკამის ძენი - ექვსას სამოცდაშვიდი,

19

ბიგვაის ძენი - ორიათას სამოცდაშვიდი,

20

ყადინის ძენი - ექვსასორმოცდათხუთმეტი.

21

აცერის ძენი, ხიზკიას სახლიდან - ოთხმოცდათვრამეტი,

22

ხაშუმის ძენი - სამას ოცდარვა,

23

ბეცაის ძენი - სამას ოცდაოთხი,

24

ხარიფის ძენი - ასთორმეტი,

25

გაბაონის ძენი - ოთხმოცდათხუთმეტი,

26

ბეთლემელი და ნეტოფელი კაცები - ასოთხმოცდარვა,

27

ყანათოთელი კაცები - ასოცდარვა,

28

ბეთ-ყაზმავეთელი კაცები - ორმოცდაორი,

29

კირიეთ-იეყარიმელი, ქერიფელი და ბეეროთელი კაცები - შვიდას ორმოცდასამი,

30

რამელი და გაბაყელი კაცები - ექვსას ოცდაერთი,

31

მიქმასელი კაცები - ასოცდაორი,

32

ბეთ-ელელი და ჰაღაიელი კაცები - ასოცდასამი,

33

ნებო-ახერელი კაცები - ორმოცდათორმეტი,

34

სხვა ყელამის ძენი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი,

35

ხარიმის ძენი - სამასოცი,

36

იერეხოს ძენი - სამას ორმოცდახუთი,

37

ლოდის, ხადიდის და ონოს ძენი - შვიდას ოცდაერთი,

38

სენაას ძენი - სამიათას ცხრაას ოცდაათი,

39

მღვდლები: იედაყიას ძენი იესოს სახლიდან - ცხრაას სამოცდაცამეტი,

40

იმერის ძენი - ათას ორმოცდათორმეტი,

41

ფაშხურის ძენი - ათას ორას ორმოცდაშვიდი,

42

ხარიმის ძენი - ათას ჩვიდმეტი,

43

ლევიანები: იესოს ძენი, კადმიელის სახლიდან, ჰოდეკას ძეთაგან - სამოცდათოთხმეტი,

44

მგალობელნი: ასაფის ძენი - ას ორმოცდარვანი,

45

კარისმცველნი: შალუმის ძენი, აცერის ძენი, ტალმონის ძენი, აკუბის ძენი, ხაციტას ძენი და შობაის ძენი - ას ოცდათვრამეტი,

46

ნეთინელნი: ციხას ძენი, ხასუფას ძენი, ტაბაყოთის ძენი,

47

კეროსის ძენი, სიყას ძენი, ფადონის ძენი,

48

ლებანას ძენი, ხაგაბაბას ძენი, შალმაის ძენი,

49

ხანანის ძენი, გიდელის ძენი, გახარის ძენი,

50

რეაიას ძენი, რეცინის ძენი, ნეკოდას ძენი,

51

გაზამის ძენი, ყუზანის ძენი, ფასეახის ძენი,

52

ბასაის ძენი, მეყუნიმის ძენი, ნეფიშსიმის ძენი,

53

ბაკბუკის ძენი, ხაკუფას ძენი, ხარხურის ძენი,

54

ბაცლითის ძენი, მეხიდას ძენი, ხარშას ძენი,

55

ბარკოსის ძენი, სისრას ძენი, თამახის ძენი,

56

ნეციახის ძენი, ხატიფას ძენი,

57

სოლომონის მორჩილთა ძენი, სოყაის ძენი, სიფერეთის ძენი, ფერიდას ძენი,

58

იაყლას ძენი, დარკონის ძენი, გიდელის ძენი,

59

შეფატიას ძენი, ხატილის ძენი, ფოქერეთ-ჰაცება იმის ძენი, ამონის ძენი.

60

შეწირულნი და სოლომონის მორჩილთა ძენი სულ სამას ოთხმოცდათორმეტნი იყვნენ.

61

აჰა, თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბ-ადონიდან და იმერიდან გამოსულნი, რომელთაც აღარ შეეძლოთ რაიმე ეთქვათ თავიანთ მამისსახლზე და მოდგმაზე, ისრაელიდან იყვნენ თუ არა,

62

დელაიას ძენი, ტობიას ძენი და ნეკოდას ძენი - ექვსას ორმოცდაორი.

63

მღვდელთაგან: ხობაიას ძენი, ჰაკოცის ძენი და ძენი ბარზილაისა, ბარზილაი გალაადელის ასულთაგანი რომ შეირთო და მათ სახელზე დაეწერა.

64

ეძებეს მათ თავიანთი სია საგვარტომო ნუსხაში, მაგრამ ვერ იპოვნეს, ამიტომაც გაათავისუფლეს მღვდლობიდან.

65

განმგებელმა ისინი გააფრთხილა, რომ წმიდათა წმიდადან არ ეჭამათ, ვიდრე მღვდელი არ დადგებოდა ურიმითა და თუმიმით.

66

მთელ კრებულში ერთიანად ორმოცდაორი ათსამასსამოცნი იყვნენ,

67

ყმებისა და მხევლების გარდა; ისინი სულ შვიდიათას სამას ოცდაჩვიდმეტნი იყვნენ. მათგან ორას ორმოცდახუთი მგალობელი ქალი და კაცი იყო.

68

მათ ჰყავდათ შვიდას ოცდათექვსმეტი ცხენი, ორას ორმოცდახუთი ჯორი,

69

ოთხას ოცდათხუთმეტი აქლემი და ექვსი შვიდას ოცი სახედარი.

70

ზოგიერთმა მამისსახლის თავკაცმა სამუშაოსთვის მესაწირავი გაიღო; თირშათამ შესწირა საგანძურს ათასი დრაქმა ოქრო, ორმოცდაათი თასი, ხუთას ოცდაათი სამღვდელო კვართი.

71

მამისსახლის თავკაცთაგან საგანძურს შესწირეს სამუშაოსთვის ოცი ათასი დრაქმა ოქრო და ორიათას ორასი მინა ვერცხლი.

72

დანარჩენმა ხალხმა შესწირა ოციათასი დრაქმა ოქრო, ორი ათასი მინა ვერცხლი და სამოცდაშვიდი სამღვდელო შესამოსელი.

73

დაიწყეს ცხოვრება მღვდლებმა, ლევიანებმა, კარისმცველებმა, მგალობლებმა, მდაბიორებმა, შეწირულებმა და მთელმა ისრაელმა თავიანთ ქალაქებში. დადგა მეშვიდე თვე და ისრაელიანები თავიანთ ქალაქებში იყვნენ.

1

და იყო. რაჟამს აღაშენა ზღუდე იგი, აღვმართენ ბჭენი მისნი, და დადგეს მეკარენი და შემასხმელნი ფსალმუნთანი და ლევიტელნი იგი.

2

და ვამცენ ანანიას და ძმათა ჩემთა - ანანია მთავარი ზედა იერუსალჱმისა, რამეთუ იგი იყო კაცი ჭეშმარიტი, მოშიში ღმრთისაგან მრავალთა უფროს.

3

და ვარქუ მას: ნუ განაღებ ადრე ბჭეთა იერუსალჱმისათა ვიდრე აღმოსლვადმდე მზისა და ვიდრე ყოველთა ეღჳძისღა, დაჴშნედ ბჭენი იგი კლიტითა, დაკრძალნედ იგინი და დადგედ მჴუმილავნი ბჭეთა თანა მკჳდრთა იერუსალჱმისათა, კაცი საჴუმილავსა თჳსსა, კაცი თჳთეულად სახლსა თჳსსა

4

რამეთუ ქალაქი ესე დიდ არს და ფართო, და ერი მცირედ არს მას შინა, და არა ყოველი ტაძარი აღშენებულ არს.

5

და შთააგდო ღმერთმან გულსა ჩემსა, და შევკრიბენ პატიოსანნი იგი და მთავარნი და ერი იგი ყოველნი შესაკრებელსა ერთსა და ვპოვე წიგნი ერთი ნათესავთა რიცხჳ, რომელნი გამოსრულ იყვნეს პირველ ტყუეობისაგან, და იყო მას შინა წერილი ესრეთ:

6

ესე არიან შვილნი, რომელნი გამოვიდეს ტყუეობისაგან, რომელნი სხემ-ყუნა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონელმან, და მოიქცეს იერუსალჱმდ და ურიასტანად კაცი ქალაქად თჳსად,

7

რომელნი მოვიდეს ზორაბაბელის თანა და იისუს და ნეემიას თანა, აზარიანისა და ელმეა, ნაემანი, მარდოქე, ბაჰალასან, მარასფარათ, ეზრა, ბაუიგეა, ნაუმ, ბაანა, მაფარ - კაცნი ერისა ისრაჱლისანი.

8

ძენი ფოროსისნი: ორათას ასსამეოცდაათორმეტ.

9

ძენი საფატისნი, სამასსამეოცდაათორმეტ.

10

ძენი ერასისნი: ექუსასერგასისდაორი.

11

ძენი ფათამოაბისნი, ძეთა მათ იუსასთა და იოაბისთა: ორ ათას ორასდაათურამეტ.

12

ძენი ელამისნი: ათას ორასერგასისდაოთხი.

13

ძენი ზათურისნი: რვაასორმეოცდახუთი.

14

ძენი ზაქაისნი: შვიდასსამეოც.

15

ძენი ბანუვასნი: ექუსასორმეოცდარვა.

16

ძენი ბიბეისნი: ექუსასორმეოცდარვა.

17

ძენი აზისნი: ორ ათას სამასოცდაორი.

18

ძენი ადონიკამისნი: ექუსასერგასისდაშვიდი.

19

ძენი ბაზუვეისნი: ორ ათას სამეოცდაშვიდ.

20

ძენი ადინასნი: ექუსასერგასისდაოთხ.

21

ძენი ატტერისნი, ძენი ეზეკიასნი: ოთმეოცდაათურამეტ.

22

ძენი ასუმისნი: სამასოცდარვა.

23

ძენი ბეასისნი: სამასოცდაოთხნი

24

ძენი არიბისნი: ასათორმეტ.

25

ძენი გაბაონისნი: ოთხმეოცდაათხუთმეტი.

26

27

ძენი ბეთლემისნი: ასოცდასამი. ძენი ლეფუტანისნი: ერგასისდაექუსი.

28

ძენი ანათოთისნი: ასოცდარვა კაცი, ბეთაზმასნი: ორმოცდაორი.

29

კაცნი კარიათირიმისნი, ქაფირა და ბეროთ: რვაასორმეოცდასამი.

30

კაცნი არამისნი და გაბაისნი: ექუსასოცდაერთი.

31

კაცნი მააქემარისნი: ასოცდაორი.

32

კაცნი ბეთელისნი და არაისნი ასოცდასამი.

33

კაცნი ნაბლაჲსნი: ასერგასისდაორი. კაცნი მაკებოისნი: ასერგასისდაექუსი.

34

კაცნი ელამისნი: ათას ორასერგასისდაოთხ.

35

ძენი ერამისნი: სამასდაოც

36

ძენი იერიქოვისნი: სამასორმეოცდახუთი.

37

ძენი ლოდისნი ადიდ და ანონ: შჳდასოცდასამი.

38

ძენი ანონისნი: სამ ათას ასოცდაათი.

39

და მღდელნი იგი ძენი ოვიდასნი და სახლისა მის ისოსი: ცხრაასსამეოცდაათცამეტ.

40

ძენი ემეირისნი: ათასის ერგასისდაორი.

41

ძენი ფასეურისნი: ათასორასორმეოცდაშჳდი.

42

ძენი ერამისნი: ათას და ათჩჳდმეტ. და ლევიტელნი იგი:

43

ძენი ისუჲსნი, კადიმელ, ძეთა მათგან.

44

ძენი ასაფისი: ასორმოცდარვა.

45

და მეკარენი იგი ძენი ელომაასნი, ძენი ატტერისნი, ძენი ტემეონისნი, ძენი ავუბისნი, ძენი ატიტასნი, ძენი საბეისნი: ასოცდაათრვამეტნი.

46

და ნათანიმაელნი იგი: ძენი სილაასნი და ძენი ასაფისნი, ძენი ტაბაოთისნი.

47

ძენი სარიასნი, ძენი სიაასნი, ძენი ფასნისნი, ძენი ლაბანისნი, ძენი ადაბასნი, ძენი აკუდისნი, ძენი ოტასნი, ძენი ვეტარისნი, ძენი აგაბისნი, ძენი სელემისნი.

48

49

ძენი ანანისნი, ძენი გადელისნი, ძენი გაარისნი

50

ძენი რეასნი, ძენი ჰარსონისნი, ძენი ნეკოდაისნი.

51

ძენი გეეზაბისნი. ძენი ოზიასნი, ძენი ფისუისნი.

52

ძენი ბესეისნი, ძენი მეიონომისნი, ძენი ნეფოაჲსნი.

53

ძენი ბაბუვისნი, ძენი აქეფასნი, ძენი არურისნი

54

ძენი ასალოთისნი, ძენი მედადისნი, ძენი ადასანისნი.

55

ძენი ბარკუსესნი, ძენი სისარისნი, ძენი თემანისნი.

56

ძენი ნესიასნი, ძენი სარიფოსნი.

57

ძენი მონათა მათ სოლომონისანი: ძენი სუტისნი, ძენი საფარათისნი, ძენი ფერედასნი.

58

ძენი იეალესნი, ძენი დორკონისნი, ძენი გადელლისნი.

59

ძენი საფატიასნი, ძენი ეტემიისნი, ძენი ფაქარატისნი, ძენი საბაიმისნი, ძენი ლეიმისნი.

60

ყოველნი ნათანიმელნი და ძენი მონათა მათ სოლომონისანი: სამასოთხმეოცდაათორმეტ.

61

და ესენი იყუნეს, რომელნი გამოვიდეს თელმელექით: თელასარა, ქერობე, ეროკ, ემერ და ვერ უძლეს თხრობად სახლი მამათა თჳსთა, ვერცაღა ნათესავისა თჳსისათჳს, ისრაჱლისაგანნი იყუნეს.

62

ძენი დალაიასნი, ძენი ბუვასნი, ძენი ტობიასნი, ძენი ნეკუდასნი ექუსასორმეოცდაორი.

63

და მღდელთა მათგანნი: ძენი ებეასნი. ძენი აკუმისნი, ძენი ელისასნი, რამეთუ მოიყვანა ცოლი ასულთა მათგან ბერზელის გალადიტელისათა და სახელ-ედვა სახელისაებრ მისისა.

64

ამათ მოიძიეს აღწერად ნათესავთა რიცხჳსა მათისა და არა იპოვა, განიყენნეს მღდელთა მათგან.

65

და ჰრქუა მათ ათერსასთა: ნუ ჭამედ იგინი სიწმიდისა მისგან წმიდათასა, ვიდრემდის აღდგეს მღდელი და განანათლნეს იგინი განცხადებულად.

66

და იყო ყოველი იგი ერი კრებულისა მის ოთხი ბევრი ორ ათას და სამეოც.

67

გარნა მონანი და მჴეველნი მათნი, რომელნი იყუნეს შჳდ ათას სამასოცდაშჳდმეტი, რომელნი იყუნეს შემსხმელნი ფსალმუნთანი, მამანი და დედანი ორასორმეოცდახუთი.

68

და ცხენები -- შჳდასოცდაათექუსმეტ და ჯორები მათი - ორასორმეოცდახუთი.

69

აქლემები მათი - ოთხასოცდაათხუთმეტი და ვირები მათი - ექუსი ათას შჳდასოც.

70

და მფლობელთა მათ მამათმთავართაებრ მათ მისცეს საქმესა მას და ათერსათა მისცა ფასი ოქროსა ათასოდენ, პინაკები - ერგასის და კვართი სამღდელო - ოცდაათ.

71

მფლობელთა მათ მამათმთავართა მისცეს ფასი საქმარად ოქრო ორი ბევრი, ვეცხლი ბევრი, ქანქარი - ორ ათას ორასი.

72

და სახლმან მან ერმან მისცეს ორი ბევრი დრაჰკანი, და ჭურჭელი ვეცხლისა. ორ ათას ოდენ და კვართები სამღდელო სამეოცდაშჳდი.

73

და სხდეს მღდელნი იგი ლევიტელნი და მეკარენი და შემასხმელნი ფსალმუნთანი და ერისაგანნი იგი და ნათანელნი იგი და ყოველი ისრაჱლი ქალაქებსა თჳსსა.

12345678910111213