ნეემია, თავი 11
ერისმთავრები იერუსალიმში დასახლდნენ: დანარჩენმა ხალხმა წილი ყარა, რათა ათიდან ერთი იერუსალიმში - წმიდა ქალაქში, შეეყვანათ საცხოვრებლად, ხოლო ცხრანი სხვა ქალაქებში.
ხალხმა დალოცა ყველა ისინი, ვინც თავისი ნებასურვილით დასახლდა იერუსალიმში.
აჰა, ის ოლქის მთავრები, იერუსალიმში რომ დასახლდნენ. იუდას ქალაქებში თავ-თავიანთ სამკვიდრებლებში და ქალაქებში ცხოვრობდნენ ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები, შეწირულნი და სოლომონის მორჩილთა შთამომავალნი.
იერუსალიმში ცხოვრობდნენ იუდიანთაგან და ბენიამინთაგან; იუდიანთაგან: ყათაია ყუზიას ძე, ზაქარიას ძე, ამარიას ძე, შეფატიას ძე, მაჰალალიელის ძე - ფარეციანთაგან.
მაყასეია ბარუქის ძე, ქოლ-ხოზეს ძე, ხაზაიას ძე, ყადაიას ძე, იოიარიბის ძე, ზაქარიას ძე, ჰაშილონის ძე.
ფარესიანები, იერუსალიმში რომ ცხოვრობდნენ, რიცხვით ოთხას სამოცდარვანი იყვნენ - მამაცი მოყმენი.
აჰა, ბენიამინიანები: სალუ მეშელამის ძე, იოყედის ძე, ფედაიას ძე, კოლაიას ძე, მაყასეიას ძე, ითიელის ძე, ესაიას ძე.
მის შემდეგ გაბაი, სალაი, რიცხვით ცხრაას ოცდარვა.
იოელ ზიქრის ძე იყო მათი ხელისუფალი; იუდა ჰასენუიას ძე მეორე კაცი იყო ქალაქში.
მღვდელთაგან: იედაყია იოიარიბის ძე, იაქინი,
სერაია ხილკიას ძე, მეშელამის ძე, ცადოკის ძე, მერაიოთის ძე, ახიტუბის ძე, ღვთის სახლის წინამძღვარი.
მათი ძმები, რომელნიც სახლის სამსახურს ეწეოდნენ, რიცხვით რვაას ოცდაორნი იყვნენ. ყადაია იეროხამის ძე, ფელალიას ძე, ამცის ძე, ზაქარიას ძე, ფაშხურის ძე, მალქიას ძე,
და მისი ძმები - მამისსახლთა თავკაცები, ორას ორმოცდაორნი იყვნენ. ყამაშსაი ყაზარელის ძე, ახაზაის ძე,- მეშილმოთის ძე, იმერის ძე.
მათი ძმები, მამაცი ვაჟკაცები, ას ოცდარვანი იყვნენ. მათი ხელისუფალი იყო ზაბდიელ ჰაგედოლიმის ძე.
ლევიანთაგან: შემაყია ხაშების ძე, ყაზრიკამის ძე, ხაშაბიას ძე, ბენის ძე,
შაბთაი და იოზაბადი - ღვთის სახლის გარე საქმეების გამრიგე ლევიანთა თავკაცთაგან.
მათანია მიქას ძე, ზაბდის ძე, ასაფის ძე, ლოცვისას სადიდებლის მთავარი დამწყები, ბაკბუკია, მისი მეორე ძმა, ყაბდა შამუაყის ძე, გალადის ძე, იედუთუნის ძე.
წმიდა ქალაქში სულ ორას ოთხმოცდაოთხი ლევიანი იყო.
კარისმცველნი: ყაკუბი, ტალმონი და მათი ძმები, კარიბჭეებს რომ იცავდნენ, ას სამოცდათორმეტნი იყვნენ.
დანარჩენი ისრაელიანები და ლევიანები იუდას ყველა ქალაქში ცხოვრობდნენ, თავ-თავიანთ სამკვიდროებში.
შეწირულნი ყოფელში ცხოვრობდნენ; შეწირულთ ციხა და გიშფა ადგნენ თავს.
ლევიანთა ხელისუფალი იერუსალიმში იყო ყუზია ძე ბანისა, ძე ხაშაბიასი, ძე მათანიასი, ძე მიქასი, იმ ასაფიანთაგან, რომელნიც მგალობლებად იყვნენ ღვთის სახლის სამსახურში.
რადგან მეფის ბრძანება იყო მათზე, ყოველდღიური სარჩო იყო მგალობელთათვის დაწესებული.
ფეთასია მეშაბელის ძეს, ზარას იუდას ძის ძეთაგანს, ყველა სახალხო საქმე მეფის მიერ ჰქონდა მინდობილი.
თავიანთ სოფლებში და ყანებში იუდიანთაგან ცხოვრობდნენ კირიათ-ჰაარბაყში და მის დაბა-სოფლებში, დიბონში და მის დაბა-სოფლებში, იეკაბცელში და მის სოფლებში,
იეშუაყში, მოლადაში, ბეთ-ფალეტში,
ხაცარ-შეყალში, ბერშაბეში და მის დაბა-სოფლებში,
ციკლაგში, მექონაში და მის დაბა-სოფლებში,
ყენ-რიმონში, ცარყაში, იარუმუთში,
ზანოახში, ყადულამში და მათ სოფლებში, ლაქიშში და მის მინდვრებში, ყაზეკაში და მის დაბა-სოფლებში. ისინი დასახლდნენ ბერშაბედან ჰიმონის ხევამდე.
ბენიამინიანები დასახლდნენ გაბაყიდან მოკიდებული მიქმაშში ყაიაში, ბეთელში და მის დაბა-სოფლებში,
ყანათოთში, ნობში, ყანანიაში,
ყაცორში, რამაში, გითაიმში,
ხადიდში, ცებოყიმში, ნებალატში,
ლოდში და ონოში, ხარაშიმის ხევში.
იუდას ლევიანთაგან ერთი ნაწილი ბენიამინს მიეკუთვნა.
და სხდეს მთავარნი იგი ერისანი იერუსალჱმს და წილ-იგდეს, რაჲთა ერთსა ათისაგანსა ვის ხუდეს წილი, იგი დაჯდეს იერუსალჱმს ქალაქსა სიწმიდისასა და ცხრანი იგი მივიდენ თჳთეულად ქალაქსა თჳსსა.
და აკურთხნეს ერმან ესე კაცნი, რომელნი-იგი განეყენნეს და დასხდეს იერუსალჱმს.
და ესე არიან მთავარნი მის ქუეყანისანი, რომელნი დასხდეს იერუსალიმს, მღდელნი, და ლევიტელნი, და ნათანიმელნი და ძენი მონათა მათ სოლომონისანი.
და რომელნი სხდეს იერუსალჱმს, იყუნეს ნათესავისა მისგან იუდასთანი და ბენიამენისნი, და ესენი არიან ძეთაგან იუდასთა: ათერ, ძე ზაქარიასი, ძე სამარიასი, ძე საფატიასი, ძე მაელელისი, და ძეთაგან ფარეზისთა
და მალელისა, ძე ბარუქისი, და ძე ალაზასი, ძე ოზიასი, ძე ადაიასი, ძე იორიბისი, ძე ზიქარიასი, ძე ელონისი.
და ყოველნი ძენი ფარეზისნი, რომელნი დასხდეს იერუსალჱმს - ოთხასსამეოცდარვა, კაცნი ძლიერნი.
ესე არიან ძენი ბენიამენისნი: სილონ, ძე მესულამისი, ძე იუვადისი, ძე ფაადასი, ძე კოვლეასი, ძე მაარისი, ძე აბელისი, ძე იესაასი.
და შემდგომად მისა გებეია სელეია - ცხრაასორმოცდარვა.
და იოსეს, ძე ზექრისი, მეძიებელ და ზედამდგომელ იყო მათ ზედა, იუდა, ძე ასანიასი, რომელი-იგი იყო მეორისა მისგან ქალაქისა.
და მღდელთა მათ: აგდიდ, ძე იოარიბისი, იაქინ,
სარია, ძე მელქიასი, ძე მესულამისი, ძე სადუკისი, ძე მარაუთისი, ძე ეტობისი. და იყო სახლები მათი მახლობელად ტაძარსა მას უფლისასა.
და ძმანი მისნი, რომელნი იქმოდეს საქმესა მსახურებისასა სახლსა მას უფლისასა, იყუნეს რვაასოცდაორი, და ადა, ძე ემორისი, ძისა ფალაასისა, ძისა ამესისა, ძე ზაქარიასი, ძე ფესეურისი, ძე მელქისი.
და ძმანი მისნი მფლობელნი მამათმთავარნი მათ - ორასორმეოცდაორი და ამასია, ძე ეზრიელისი.
და ძმანი მისნი ძლიერნი ყოვლითურთ ასოცდარვა. და მოღუაწენი და ზედამდგომელნი მათნი ზექრიელ, რომელი-იგი იყო დიდთა მათ მთავართაგანი.
და ლევიტელთა მათგან: სამეა, ძე ასუბისი, ძე ეზრომისი,
და საპატაბ, და იოსაბედ. ყოველნივე სამუშაკოდ იყუნენ სახლისა ღმრთისა გარემოთა, ლევიტელნი მთავართა მიერ
და ნათანიმელნი იგი: ძენი მიქესნი და იოაბ, ძე სამუისი, - ორას სამეოცდაათოთხმეტ.
ყოველნივე ლევიტელნი წმიდა ქალაქსა შინა ორასოთხმოცდაოთხნი.
და მეკარენი იგი აკუბ, ლეტემინ და ძმანი მისნი - ორასსამოცდაათორმეტ.
და ნეშტნი ისრაჱლისაგან მღდელნი და ლევიტელნი ყოველნივე ქალაქსა შინა იუდასა სამკჳდრებელსა თჳსთა.
და ნათანელნი, რომელნი ოფელასა შინა და სანასა შინა და გასპასა შინა.
და მოღუაწენი და ზედამდგომელნი იგი ლევიტელთანი იერუსალჱმს: აზა, ძე განისი, ძე ასაბიასი, ძე მატთანისი, ძე მიქეასი, ძეთა მათგან ასაფისთა, შემასხმელნი მახლობელად სახლსა უფლისა ჩუენისასა.
რამეთუ ბრძანება მეფისა იყო მათ მიმართ ყოფად მუნ და დაუცხრომელად მსახურებად.
და ფაათია, ძე მესია ზაბილისი ზარჱსგან, ძისა იუდასი, რომელსა ჴელისაგან მეფისასა აქუნდა ყოველივე განსაგებელი.
და დამკჳდრებულ იყო აგარაკსა თჳსსა და ძეთა მათგან იუდასთა, რომელნი დასხდეს კარიათარბას, დიბოს, და კაბსაელს და აგარაკთა მისთა,
და ისუს, და მოლოდას, და ბეთბალედ,
და ასერსავალს, და ბერსაბეს,
და სიკელექს და მოგონას,
და რემონს და სარას და იერმოთს,
ზანოას, ოდოლას, და დაბნებსა მათსა: ლაქისს და აგარაკთა მათთა, და ზეკას და დაემკჳდრნეს ბერსაბეს ვიდრე ღელემდე ენომისა.
და ძენი ბენიამენისნი: გაბაით მაქმასს, და აინ მეთიელს,
ანათოთს, ნაობს, ანანიას,
ასორს, რამას, გეთაიმს,
ადიდეს, სებოიმს, ნებალათს, ლოთას,
ონოს და ღელე შუენიერთა,
და ლევიტელნი მათგანნი ნაწილნი იუდასნი და ბენიამენისნი.