ლოცვანი
აპლიკაცია

ნეემია, თავი 12

1

აჰა, ის მღვდლები და ლევიანები, ზერუბაბელ შალთიელის ძესთან და იესოსთან ერთად რომ მოვიდნენ: შერაია, იერემია, ეზრა,

2

ამარია, მალუქი, ხატუში,

3

შექანია, რეხუმი, მერემოთი,

4

ყიდო, გინთოი, აბია,

5

მიამინი, მაყადია, ბილგა,

6

შემაყია, იოიარიბი, იედაყია,

7

სალუ, ყამოკი, ხილკია, იედაყია. ესენი იყვნენ მღვდელთა წინამძღვარნი და მათი ძმები იესოს დროს.

8

ლევიანები: იესო, ბინუი, კადმიელი, შერებია, იუდა და მათანია, რომელიც სამადლობელ გალობას ხელმძღვანელობდა თავის ძმებთან ერთად.

9

ბავბუკია, ყუნი, მათი ძმები მათ მოპირდაპირე მხარეზე გუშაგობდნენ.

10

იესომ შვა იოაკიმი, იოაკიმმა შვა ელიაშიბი, ელიაშიბმა შვა იოიადაყი,

11

იოიადაყმა შვა იონათანი, იონათანმა შვა იადუაყი.

12

ოაკიმის დღეებში მღვდლები - მამისსახლთა თავკაცები იყვნენ: სერაიას სახლიდან - მერაია, იერემიას სახლიდან - ხანანია,

13

ეზრას სახლიდან - მეშელამი, ამარიას სახლიდან - იეჰოხანანი.

14

მალუქის სახლიდან - იონათანი, შებანიას სახლიდან - იოსები.

15

ხარიმის სახლიდან - ყადნა, მერაიოთის სახლიდან - ხელკაი.

16

ყიდოს სახლიდან - ზაქარია, გინთონის სახლიდან - მეშულამი,

17

აბიას სახლიდან - ზიქრი, მინიამინის სახლიდან და მოყადიას სახლიდან - ფილტაი,

18

ბილგას სახლიდან - შამუაყი, შემაყიას სახლიდან - იეჰონათანი,

19

იოიარიბის სახლიდან - მათნაია, იადაყიას სახლიდან - ყუზი,

20

სალაის სახლიდან - კალაი, ყამოკის სახლიდან - ყებერი,

21

ხელკიას სახლიდან - ხაშაბია, იედაყიას სახლიდან - ნათანიელი.

22

ლევიანები - მამისსახლთა თავკაცები, ელიაშიბის, იოიადაყის, იოხანანისა და იოდუაყის დროს არიან ნუსხაში ჩაწერილნი, ხოლო მღვდლები დარიოს სპარსელის მეფობის დროს.

23

ლევის ძენი, მამისსახლთა თავკაცები, მატიანეთა წიგნში ჩაწერილნი არიან იოხანან ელიაშიბის ძის დღეებამდე.

24

ლევიანთა თავკაცები: ხაშაბია, შერებია, იესო კადმიელის ძე და მისი ძმები, იდგნენ მათ მოპირდაპირე მხარეზე, რათა რიგ-რიგობით ექოთ და ედიდებინათ დავითის, ღვთისკაცის დადგენილი წესით.

25

მათანა, ბაკბუკია, ყობადია, მეშელამი, ტალმონი, ყაკუბი, გუშაგები და კარისმცველები კარიბჭეების ზღურბლებთან ყარაულობდნენ.

26

ისინი ცხოვრობდნენ იოაკიმ იეშეაყ იოცდაკის ძის ვაჟის, ნეემია ოლქის მთავრის და ყეზრა მღვდლისა და მწიგნობრის დროს.

27

იერუსალიმის კედლის კურთხევისას დაძებნეს ლევიანები ყველა მათ ადგილებში იერუსალიმს მოსაყვანად, რათა კედლის სატფურება ეზეიმათ სიხარულით, სამადლობლებით, წინწილებზე, ქნარებზე და ებნებზე სიმღერით.

28

შეიკრიბნენ მგალობელთა ძენი იერუსალიმის სანახებიდან და ნეტოფათელთა სოფლებიდან,

29

ბეთ-ჰაგილგალიდან და გებაყისა და ყაზმავეთის მინდვრებამდე; რადგან მგალობლებმა იერუსალიმის სანახებში გაიშენეს სოფლები.

30

განიწმიდნენ მღვდლები, ლევიანები და ხალხი, კარიბჭეები და კედელი აკურთხეს.

31

კედელთან მოვუხმე იუდას მთავრებს; დავაყენე ორი დიდი გუნდი შემოსავლელად, ერთი კედლის მარჯვენა მხარეს, მეორე სანაგვის კარიბჭესთან.

32

მათ უკან მისდევდნენ ჰოშაყია და იუდას მთავართა ნახევარი,

33

ყაზარია, ეზრა, მეშელამი,

34

იუდა, ბენიამინი, შემაყია, იერემია;

35

მღვდლების ძეთაგან საყვირებით მისდევდნენ: ზაქარია იონათანის ძე, შემაყიას ძე, მათანიას ძე, მიქაიას ძე, ზაქურის ძე, ასაფის ძე,

36

მისი ძმები: შემაყია, ყაზარელი, მილალაი, გილალაი, მაყაი, ნათანიელი, იუდა და ხანანი დავითის, ღვთისკაცის, საკრავებით მიდიოდნენ, წინ ეზრა მწიგნობარი მიუძღოდათ.

37

წყაროსთვალის კარიბჭესთან, მოპირდაპირე მხარეს მიუყვებოდნენ დავითის ქალაქის კიბეებს, კედელზე ამავალ კიბეებით, დავითის სახლის ზემოთ რომ გადადიოდა წყლების კარიბჭისკენ, აღმოსავლეთით.

38

მეორე გუნდი მათი საპირისპირო მხრიდან უვლიდა, მე და ხალხის ნახევარი მას მივყვებოდით კედელზე, ღუმელთა გოდლიდან ზრქელ კედლამდე.

39

ეფრემის კარიბჭიდან, ძველი კარიბჭისა და თევზთა კარიბჭის, ხანანელის გოდლისა და მეას გოდლის გავლით, ვიდრე ცხვრის კარიბჭემდე. ისინი სატუსაღოს კარიბჭესთან შედგნენ.

40

შემდეგ ორთავე გუნდი ღვთის სახლში დადგა, მეც იქ ვიყავი წინამძღოლთა ნახევრის თანხლებით.

41

იქვე იყვნენ მღვდლები: ელიაკიმი, მაყასეია, მინიამინი, მიქაია, ელიოყენაი, ზაქარია და ხანანია თავიანთი საყვირებით,

42

აგრეთვე მაყასეია, შემაყია, ელყაზარი, ყუბი იეჰოხანანი, მალქია, ყელამი და ყაზერი. მგალობელნი გალობდნენ იზრახიას ლოტბარობით.

43

დიდძალი მსხვერპლი შესწირეს იმ დღეს, ხარობდნენ, რადგან ღმერთმა დიდი სიხარულით გაახარა ისინი. მათთან ერთად მათი ცოლ-შვილიც მხიარულობდა. შორს გავარდა იერუსალიმის მხიარულობის ხმა.

44

იმავე დღეს კაცები მიუჩინეს შესაწირავისთვის, პირველმოწეული ნაყოფებისთვის და მეათედისთვის განკუთვნილ საგანძურის ოთახებს! რათა ქალაქების ბაღებიდან იქ შეეგროვებინათ მღვდლებისთვის და ლევიანებისთვის რჯულით დაწესებული წილი; რადგან ხარობდა იუდა, სამსახურად მდგომი მღვდლებისა და ლევიანების შემყურე;

45

რადგან ასრულებდნენ სამსახურს და განწმედის სამსახურს; მგალობელნი და კარისმცველნი დავითისგან და მისი ძის, სოლომონისგან დადგენილი წესის თანახმად იდგნენ.

46

რადგან უწინ, დავითისა და ასაფის დროს იყვნენ დადგენილნი მგალობელთა ლოტბარნი და დაწესებულ იქნა ღვთის სადიდებელი და სამადლობელი გალობები.

47

ზერუბაბელისა და ნეემიას დღეებში მთელი ისრაელი ყოველდღიურად იძლეოდა მგალობელთა და კარისმცველთა წილს. შესაწირავს ლევიანებს აძლევდნენ, ლევიანები კი აარონიანებს აძლევდენ.

1

და ესე არიან მღდელნი და ლევიტელნი, რომელნი გამოვიდეს ზორაბაბელის თანა ძისა სალათიელისა და ისუ; სარაია, და იერემია,

2

ამარია, მალუქ, ატუს,

3

სებენიას, რეუმ, მერიმოთ,

4

ადო, გენდონ, აბიას,

5

მალმინ, მადიას, ბელგას,

6

სემეია, იოვარიბ, იდაიას, სელუ, ამოქ, ელკიას,

7

იდაიას. ესე არიან მთავარნი მღდელნი და ძმანი მათნი ჟამსა ისოსასა.

8

და ლევიტელნი იგი: იესუვა, ბენუი, კადმელ, სარბა, იუდა და ათთანია და ძმანი მათნი, რომელნი-იგი განწესებულ იყუნეს დღითი დღე,

9

ბეთბეგას და ანი, და ძმანი მისნი ყოველნივე წესსა ზედა თჳსსა.

10

იოსუვე შვა იოვაკიმ, იოვაკიმ შვა ელიასიბ, ელიასიბ შვა იოვადა.

11

იოვადა შვა იონათან, იონათან შვა იედოვა.

12

და დღეთა იოვაკიმისათა იყუნეს მღდელნი და მფლობელნი მამათმთავარნი და ესე ყოველნი მღდელნი იყუნეს: სარაია, მარაია, იერემია, ანანია,

13

ეზრა, მოსოლამ, ამარია, იოვანან,

14

მილიკო, იონათან, სებენია, იოსებ,

15

არამ, ედნა, მარიოთ, ელკიმ,

16

ადაია, ზაქარიას, ბენდონ, მოსოლას,

17

აბია, ზეგრი, მიამინ, და მოადია და ფელდა,

18

ბელგა, სამუა, სემაია, იონათან,

19

იოვარიბ, მათანაი, იუდაია, აზი,

20

სელაი, ჩელაი, ამოქ, ებერ,

21

ელკია, ასებია, იდაია, ნათანაელ.

22

და ლევიტელნი იგი დღეთა ელიასიბისთა: იოვადა და იოვა იოვანან და იდუა, შერაცხილნი იგი მფლობელნი მამათმთავარნი და ესე ყოველნი მღდელნი იყუნეს შარავანდედობასა მას დარეჰ მეფისასა.

23

და ძენი ლევისნი მფლობელნი და მამათმთავარნი აღწერილნი წიგნთა სიტყუათა დღეთა რიცხუთასა ვიდრე დღემდე იონან ძისა ელუასუბისა.

24

და მთავარნი იგი ლევიტელთანი: ასაბია და სარაბია და ისუ და ძენი კადმელისნი და ძმანი მისნი მახლობელად მისა აკურთხევდეს და უგალობდეს, ვითარცა-იგი ბრძანა დავით, კაცმან მან უფლისამან.

25

მათანიას, ბეთბეგა, ობედია, მოსოლამ, თელმონ, აკუბ და მეკარენი და მეწესენი და ძენი წინაშე კარისა.

26

ესენი იყუნეს დღეთა იოვაკიმისთასა. ძისა ისუასთა, ძისა იოსედეკისა, დღეთა ნეემიასთა და ეზრა მღდელისა და მწერალისა შჯულისა უფლისა.

27

და სატფურებასა მას ზღუდისა მის იერუსალჱმისასა, მოიძიეს ლევიტელნი იგი ადგილსა მათსა და მოყვანებად მათა იერუსალჱმდ ყოფად სატფურსა მას სიხარულითა და მადლობითა და შესხმითა და ნოვაგითა და წინწილითა და ბობღნითა და ფსალმუნითა და ქებითა და ჴმითა ნესტჳსა რქისათა

28

და შეკრბეს ყოველნივე, რომელნი შეასხმიდეს და უგალობდეს გარემო ყოვლით კერძო იერუსალჱმსა დაბათაგან ნეფთუმაფისათა,

29

სახლისაგან გალგალისა და თემისაგან გებისა და ამალეთისა ამისთჳს, რამეთუ შემასხმელთა აღაშენეს დაბნები გარეშემო იერუსალჱმისა მათთჳს.

30

და განიწმინდეს ყოველნი იგი მღდელნი და ლევიტელნი და განწმინდეს ერი იგი და მეკარენი იგი დიდისა მის ზღუდისა ბჭისანი.

31

და აღავლინნეს მთავარნი იგი იუდასნი ზედა ზღუდესა მას პირისპირ შესხმითა ნოვაგთათა ორ-ორი ვიდრე ბჭედმდე სანაგვისა.

32

შემდგომად ამათსა: იოსია, ოზია და ზოგნი იგი მთავარნი მათნი იუდასნი,

33

აზარია, ეზრა, და მოსულამ. იუდა და ბენიამენ და სამია და იერემია.

34

35

და ძეთა მათგან მღდელთანი იყუნეს, რომელნი ჰბერვიდეს ნესტუსა მას: ზაქარია, ძე იონანისი, ძე სალმიასი, ძე მათთანიასი, ძე მიქიასი, ძე ზაქარიასი, ძე ასაფისი.

36

და ძმანი მათნი: სამეია, იეზრიელ, მალალაილ, გალალაილ, მაალ, ნათანაელ და იუდა და ანანი, აკურთხევდეს და შეასხმიდეს გალობითა მით დავითისითა, კაცისა მის ღმრთისათა, რომელი-იგი გაენოაგა, და ეზრა მწერალი წინაუძღოდა მათ ზედა ბჭეთა მათ წყაროთასა.

37

და რომელნი-იგი შეასხმიდეს, მივიდოდეს პირისპირ მისა და აღჴდეს აღსავალთა მათ ქალაქისა დავითისთა. და აღსლვასა მას ზღუდისასა ზემოკერძო ტაძართა მათ დავითისათა ვიდრე ბჭემდე წყალთა მათ ეფრემისათა მზისა აღმოსავლით კერძო.

38

და მეორენი ხორონი მადლობდენ და ვიდოდენ პირისპირ მათსა, და მე შეუდეგ უკანა მათსა და ზოგნი ერისა მის დგენ ზღუდესა ზედა და გოდოლსა ზედა ღუმელისასა ვიდრე ზღუდედ ვრცელამდე.

39

40

41

42

43

და შეწირეს მას დღესა შინა საკუერთხები დიდ-დიდები და განმხიარულდეს ფრიად, რამეთუ ღმერთმან მხიარულ-ყუნა იგინი, სიხარულითა დიდითა, და ცოლები მათი, და ძენი მათნი და ასულნი მხიარულ-იყუნეს, და განისმა სიხარული იგი მათი იერუსალჱმისა შორიელთა ადგილთა.

44

და დაადგინნეს მას დღესა შინა კაცნი ზედა ფასსა მას საფასისასა და პირველთა მათ ათეულთა. და რომელი-იგი ერთვე შეკრბებოდა მუნ მთავართა მათგან ქალაქისათა. ვითარცა ბრძანებულ იყო სჯულსა მეორესა მღდელთა მათ და [!] ლევიტელთა, რამეთუ სიხარული დიდი იყო შორის იუდასა და შორის მღდელთა მათ და ლევიტელთა

45

და ეკრძალნეს სიწმიდეთა მათ ღმრთისათა და დაიმარხეს სიწმიდე იგი, რომელ-იგი იყუნეს შემასხმელნი ფსალმუნთანი, და მეკარენი იგი, ვითარცა განაწესეს დავით და ძემან მისმან სოლომონ.

46

რამეთუ დღეთა დავითისთა ასაფ იყო წინამძღურად და მთავრად შესხმასა მას გალობისასა, რომელნი-იგი ნოაგითა შეასხმიდეს და ადიდებდეს ღმერთსა.

47

და ყოველი ისრაჱლი დღეთა მათ ზორობაბელისთა და დღეთა ნეემისთა მისცემდეს ნაწილსა და განყოფასა შემასხმელთა მათ და მეკარეთა. ვითარცა განაწესა დღითი დღედ და წმიდა-ჰყოფდეს ლევიტელთა მათ და ლევიტელნი იგი განსწმედდეს ძეთა მათ ქარონისათა.

12345678910111213