ლოცვანი
აპლიკაცია

ნეემია, თავი 6

1

როდესაც სანბალატმა, ტობიამ, გეშემ არაბმა და სხვა დანრჩენმა მტრებმა შეიტყვეს, რომ კედელი ავაშენე და ზედ ბზარი არ დამიტოვებია (თუმცა საიმდროოდ ჯერ კიდევ არ მქონდა კარიბჭეში კარი ჩაყენებული),

2

სანბალატმა და გერშომმა კაცი გამომიგზავნეს და შემომითვალეს: წამო და ერთად შევიყაროთ ონოს ხეობის რომელიმე სოფელში. განზრახული ჰქონდათ, ჩემთვის ბოროტება შეემთხვიათ.

3

მოციქულები გავუგზავნე და დავაბარე: დიდ საქმეს ვაკეთებ და არ შემიძლია ჩამოსვლა. რისთვის უნდა შეჩერდეს საქმე, როცა მივატოვებ მას და თქვენთან ჩამოვალ-მეთქი?

4

ამგვარი სიტყვა ოთხჯერ შემომითვალეს და იგივე პასუხი დავუბრუნე.

5

ასეთი სიტყვით მეხუთედ გამომიგზავნა სანბალატმა თავისი მსახური, რომელსაც ხელში გახსნილი წერილი ჰქონდა.

6

მასში ეწერა: ხალხებში ხმა დადის და გეშემიც ამბობს, რომ შენ და იუდაელებს განდგომა გაქვთ განზრახული და ამიტომაც აშენებ კედელს. როგორც ამბობენ, შენ იქნები მათი მეფე.

7

წინასწარმეტყველებიც დაგიყენებია, რომ იერუსალიმში იქადაგონ და თქვან: იუდაშიაო მეფე. ახლა, მეფის ყურამდე მივა ეს სიტყვები. ამიტომ მოდი და ერთად მოვითათბიროთ.

8

გავუგზავნე კაცი და შევუთვალე: ასეთი სიტყვები არ თქმულა, შენ რომ ამბობ, და შენი ჭკუით მოიგონე-მეთქი ეგენი.

9

ყველანი გვაშინებდნენ და ამბობდნენ: ხელები ჩამოუცვივათ საქმიდან და ვეღარც დაასრულებენ. გევედრები, გაამაგრე ახლა ჩემი ხელები.

10

შემაყიას, დელაია მეჰეტაბელის ძის ვაჟის სახლში შევედი, ჩაკეტილი დამიხვდა; მითხრა: ერთად წავიდეთ ღვთის სახლში, შუაგულ ტაძარში და ჩავკეტოთ ტაძრის კარი, რადგან შენს მოსაკლავად მოვლენ, სწორედ ამაღამ მოვლენ შენს მოსაკლავადო.

11

ვუთხარი: ჩემნაირი კაცი როგორ უნდა გაიქცეს? ანდა ჩემნაირი კაცი სიცოცხლის გადასარჩენად ტაძარში როგორ შევა? არ წამოვალ-მეთქი.

12

მივხვდი, ღვთის გამოგზავნილი რომ არ იყო. ჩემზე იმიტომ იწინასწარმეტყველა, რომ ტობიას და სანბალატის მოსყიდული იყო.

13

იმისთვის მოისყიდეს, რომ მე შევშინებულიყავი, ისე მოვქცეულიყავი, რომ ცოდვა ჩამედინა და ეს წამხდარი სახელი ჩემს დასამცირებლად გამოეყენებინათ.

14

ღმერთო ჩემო, მათი ამ საქმეებისაებრ გაიხსენე ტობია და სანბალატი, აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, მე რომ მაშინებდნენ.

15

ელულის თვის ოცდამეხუთე დღეს დასრულდა კედელი - ორმოცდათორმეტ დღეში.

16

როცა ეს ყველაფერი ჩვენმა მტრებმა გაიგეს და ჩვენს გარშემო მცხოვრებმა ხალხებმა დაინახეს, დიდად დამცირდნენ საკუთარ თვალში და მიხვდნენ, რომ ჩვენი ღმერთის მიერ იყო ეს საქმე გაკეთებული.

17

იმავე დღეებში დიდებულები იუდადან წერილებს უგზავნიდნენ ტობიას, ტობიასგან კი მათ მოსდიოდათ;

18

რადგან იუდაში მრავალი იყო მასთან ფიცით შეკრული, რაკი იგი შექანია არახის ძის სიძე იყო, ხოლო მისმა ძემ, იოხანანმა, მეშელამ ბარექიას ძის ასული შეირთო.

19

მის სიკეთეს ამბობდნენ ჩემს წინაშე, ჩემი სიტყვები კი მასთან მიჰქონდათ. ტობია კი წერილებს მიგზავნიდა, რომ დავეშინებინე.

1

და იყო, ვითარცა ესმა სანაბალატს და ტობიას და ქუეყანასა მას არაბელთასა და სხუათაცა მრავალთა მტერთა ჩუენთა, ვითარმედ აღვაშენეთ ზღუდე, და არა დაშთა მათ თანა ძალი, და მუნ ოდეს ბჭეები არღარა განღებულ იყო.

2

და მოავლინეს სანაბალატ და გესამ და მრქუეს: მოვედ და შევკრბეთ ერთად დაბნებსა მას ველისა მის ონასასა და მათ ეგულებოდა ძჳრის-ზრახვა ჩემ ზედა.

3

და მიუვლინენ მათ მოციქულნი და ვარქუ მათ: საქმესა ამას, რომელსა ვიქმ მე დიდი არს და არა მცალს მე შთასლვად თქუენდა, რათა არა შუა გამოჴდეს საქმე ესე, რაჟამს აღვასრულო საქმე ესე, მაშინ შთავიდე თქუენდა.

4

და მოავლინეს ჩემდა მრავალგზის და მე იგივე სიტყუაჲ [!] მიუგე მათ.

5

და მოავლინა ჩემდა სანაბალატ ყრმა თჳსი და აქუნდა ჴელთა მისთა წიგნი უბეჭდელი,

6

რომელსა წერილ იყო ესრეთ: ყოველთა წარმართთა მესმა, ვითარმედ შენ და ურიათა გეგულების განდგომად მეფისაგან და მისთჳს აშენებ ზღუდეთა მაგათ და განაძნელებ გოდოლთა მაგისთა, რამეთუ გეგულების შენ მეფობად.

7

და ამისთჳს დაიდგინენ შენდა წინაწარმეტყუელნი, რამეთუ გეგულების დაჯდომად იერუსალჱმს და მეფებად ურიასტანს ზედა, აწ ნუუკუე მიუთხრან სიტყუაჲ ესე მეფესა: მოვედ და ამისთჳს ორთა ვიზრახოთ ერთად.

8

და მივავლინენ მისა და ვარქუ: არავისგან არს სიტყუაჲ ეგე, რომელსა შენ იტყჳ, არამედ შენ თჳთ გულისაგან შენისა იტყჳ მაგას.

9

რამეთუ ყოველნივე გვაშინებედ ჩუენ და იტყჳან: დაშთომილ იყუნედ ჴელნი მათნი და არა აღასრულონ საქმე მათი, და აწ განვაძლიერენ ჴელნი ჩემნი, ვიდრემდის აღესრულოს საქმე ესე სრულიად.

10

და მე შევედ სახლსა სემიასასა, ძისა ედალასასა, ძისა მეტაბელისასა, და იგი იყო დადუმებულ სახლსა შინა თჳსსა და მრქუა მე: შევკრბეთ სახლსა უფლისასა და შევევედრნეთ მას შინა და დავკრძალნეთ ბჭენი მისნი, ნუუკუე მოვიდენ მტერნი ჩუენნი ღამე და მოგუკლან ჩუენ.

11

და ვთქუ მე: ვინ არს იგი კაცი, რომლისაგან ვივლტოდი მე, ანუ ვინ არს კაცი ჩემებრი, რომელი შევიდის სახლსა უფლისასა და განერეს იგი?

12

და გულისხმა-ვყავ, რამეთუ არა იყო ღმრთისაგან მოვლინებულ, არცა იყო სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისა ჩემთჳს.

13

და ტობიას და სანაბალატს მონადეს სასყიდლით ერი მრავალი ჩემთჳს, რათამცა შევიშინე და შევედ სახლსა უფლისასა და ვცოდო, რათამცა დამდვეს ჩემ ზედა სახელი ბოროტი.

14

მომიჴსენოს მე უფალმან ზაკჳსათჳს ტობისა და სანაბალატისა, რომელთა ზრახეს ჩემთჳს ძჳრი და აწვევდეს სიცრუით წინაწარმეტყუელებად, რათა შემაშინოს და შემაძრწუნოს მე.

15

და აღესრულა ზღუდე იგი ოცდამეხუთესა თთუესა მის ელუასა და ერგასისდაორ დღე.

16

და იყო, ვითარცა ესმა ყოველთა მათ მტერთა ჩუენთა, შეძრწუნდეს ყოველნი წარმართნი, რომელნი გარემოს იყუნეს ჩუენსა, და დაეცა მათ ზედა ზარი და შიში ფრიად და გულისხმა-ყვეს, რამეთუ ღმრთისაგან იყო აღსრულება საქმისა მის ჩუენისა.

17

და მათ დღეთა შინა დიდითა პატივითა მიუძღუანეს ურიათა მათ წიგნი ტობის, და ტობი მოვიდა მათა.

18

რამეთუ იყუნეს მეცნიერ ურთიერთას და იყო იგი სიძე სენექენასი. ძისა იერესა, და იონათან, ძემან მისმან, შეირთო ცოლად ასული მესოლამისა, ძისა ბარაქოსი.

19

და სიტყუანი მისნი იყუნეს, რომელთა მოიღიან ჩემდა და ჩემი სიტყუაჲ მიუთხრიან მას, და წიგნი მრავალი მოწერის, რათამცა შემაშინა მე.

12345678910111213