ლოცვანი
აპლიკაცია

ნეემია, თავი 3

1

ადგენენ ელიაშიბ მღვდელმთავარი და მისი ძმები - მღვდლები და ცხვრის კარიბჭე აღადგინეს. განათლეს იგი, ჩაუყენეს კარები და განათლეს მეას კოშკამდე და ხანანელის გოდლამდე.

2

მის გვერდით ერთ მხარეს იეროხონელები აშენებდნენ, მეორე მხარეს ზაქურ იმრის ძე აშენებდა.

3

თევზთა კარიბჭეს ჰასენაას ძენი აშენებდნენ; გადახურეს იგი, კარი ჩაუყენეს, და ბოქლომ-ურდული გაუკეთეს.

4

მათ გვერდით კედელს ამაგრებდა მერემოთი, ძე ურიასი, ძისა ჰაკოცისა, მის გვერდით ამაგრებდა მეშულამი, ძე ბერექიასი, ძისა მეშეზაბელისა, მის გვერდით ამაგრებდა ცადოკ ბაყანას ძე;

5

მის გვერდით თეკოაყელნი ამაგრებდნენ; მათი დიდებულები კი ქედს არ ხრიდნენ, რომ თავიანთი უფლისათვის ეშრომათ.

6

ძველ კარიბჭეს იოიადაყ ფასეახის ძე და მეშეღამ ბესოდიას ძე ამაგრებდნენ; მათ გადახურეს იგი, კარები ჩაუყენეს და ბოქლომ-ურდული გაუკეთეს.

7

მათ გვერდით მელატია გიბყონელი და იადონე მეროთელი, გიბყონისა და მიცფას მკვიდრები, ამაგრებდნენ მდინარისგაღმელი მთავრის ტახტამდე.

8

მის გვერდით ამაგრებდა ყუზიელ ხარჰაიას ძე - ოქრომჭედელი. მის გვერდით ამაგრებდა ხანანია ჰარაკახიმის ძე. აღადგინეს იერუსალიმი ფართო კედლამდე.

9

მათ გვერდით ამაგრებდა რეფაია ხურის ძე, იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი.

10

მათ გვერდით და თავისი სახლის წინ იედაია ხარუმაფის ძე ამაგრებდა. მის გვერდით ამაგრებდა ხაცუშ საშაბნეიას ძე.

11

მეორე მხარეს ამაგრებდნენ მალქია ხარიმის ძე და ხაშუბ ფახად-მოაბის ძე; მათვე გაამაგრეს ღუმელთა გოდოლი.

12

მის გვერდით ამაგრებდა შალუმ ჰალოხეშის ძე, იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი, თავის ასულებთან ერთად.

13

ხევის კარიბჭეს ამაგრებდნენ ხანუხი და ზანოახის მკვიდრები. მათ ააშენეს იგი, ჩაუყენეს კარები და ბოქლომ-ურდული გაუკეთეს. მათვე გაამაგრეს ათასი წყრთა კედელი სანაგვის კარიბჭემდე.

14

თვით სანაგვის კარიბჭეს კი ამაგრებდა მალქია რექაბის ძე, ბეთ-ჰაქერემის ოლქის მთავარი; მან ააშენა, ჩაუყენა კარი და თავისი ბოქლომ-ურდული გაუკეთა.

15

წყაროს კარიბჭეს ამაგრებდა შალუმ ქოლ-ხოზეას ძე, მიცფას ოლქის მთავარი. ააშგნა მან, გადახურა იგი, ჩაუყენა კარი და თავისი ბოქლომ-ურდული გაუკეთა. მანვე ააშენა მეფის ბაღის წინ სილოამის ტბორის კედელი, დავითის ქალაქიდან ჩასასვლელ კიბეებამდე.

16

მის იქით ამაგრებდა ნეემია ყაზბუკის ძე, ბეთ-ცურის ნახევარი ოლქის მთავარი, დავითის სამარხის მოპირდაპირე მხარემდე, ხელოვნურ ტბორამდე და გმირთა სახლამდე.

17

მის იქით ამაგრებდნენ ლევიანები: რეხუმ ბანის ძე; მის გვერდით თავისი ოლქის სახელით ამაგრებდა ხაშაბია, კეყილას ნახევარი ოლქის მთავარი,

18

მის იქით ამაგრებდნენ მათი ძმები: ბავაი ხენადადის ძე, კეყილას ნახევარი ოლქის მთავარი.

19

მის გვერდით ყეზერ იეშუაყის ძე, მიცფას მთავარი, ამაგრებდა მეორე მხარეს, საჯაბადროს ასასვლელის პირდაპირ, კუთხესთან.

20

მის იქით თავგამოდებით ამაგრებდა მეორე მხარეს ბარუხ ზაბაის ძე, კუთხიდან ელიაშიბ მღვდელმთავრის სახლის კარამდე.

21

მის იქით მეორე მხარეს ამაგრებდა მერემოთი, ძე ურიასი, ჰაკოცის ძისა, ელიაშიბის სახლის კარიდან ელიაშიბის სახლის ბოლომდე.

22

მის იქით იერუსალიმის სანახებში მცხოვრები მღვდლები ამაგრებდნენ.

23

მათ იქით თავიანთი სახლის წინ ამაგრებდნენ ბენიამინი და ხაშუბი. მათ იქით თავისი სახლის ახლოს ამაგრებდა ყაზარია მაყასეიას ძე, ყანანიას ძე.

24

მის იქით მეორე მხარეს ბინუი ხედადის ძე ამაგრებდა ყაზართას სახლიდან კუთხემდე და მოსახვევამდე.

25

მის იქით ფალალ უზაის ძე ამაგრებდა კუთხისა და იმ გოდლის მოპირდაპირე მხარეს, რომელიც მეფის ზემო სახლიდან გამოდის და სატუსაღოს ეზოს ემიჯნება. მას იქით ფედაია ფარყოშის ძე ამაგრებდა.

26

შეწირულებმა კი სოფელში რომ ცხოვრობდნენ, გაამაგრეს წყლის კარიბჭის მოპირდაპირე მხარემდე, აღმოსავლეთისკენ და გამოშვერილ გოდლამდე.

27

მათ იქით მეორე მხარეს ამაგრებდნენ თეკოაყელები დიდი გამოშვერილი გოდლის საპირისპირო მხრიდან ყოფელის კედლამდე.

28

ცხენების კარიბჭის ზემოთ მღვდლები ამაგრებდნენ, თითოეული თაეისი სახლის წინ.

29

მათ იქით თავისი სახლის წინ ამაგრებდა ცადოკ იმერის ძე. მის იქით ამაგრებდა შემაია შექანიას ძე, აღმოსავლეთის კარიბჭის მცველი.

30

მის იქით მეორე მხარეს ამაგრებდნენ ხანანია შედემიას ძე და ხანუნი, ცალაფის მეექვსე ვაჟი. მის იქით თავისი ოთახის წინ ამაგრებდა მეშელამ ბერექიას ძე.

31

მის იქით ამაგრებდა მალქია ჰაცორფის ძე, ნეთინელთა და ვაჭართა სახლამდე, ჰამიფკადის მოპირდაპირე მხრეს და კუთხის ოთახამდე.

32

კუთხის ოთახსა და ცხვრის კარიბჭეს შორის ამაგრებდნენ ოქრომჭედლები და ვაჭრები.

33

როცა სინბალატმა შეიტყო, რომ ჩვენ კედელს ვაშენებთ, გაცხარდა, ბევრი იჯავრა და მასხრად აიგდო იუდაელები.

34

თავისი მოძმეებისა და სამარიელი მეომრების წინაშე ამბობდა: ამას რას აკეთებენ ეს ბეჩავი იუდაელები? ნუთუ ამის უფლებას მისცემენ? ნუთუ მსხვერპლს შესწირავენ? ნუთუ ოდესმე მოამთავრებენ? ნუთუ ქვები გაცოცხლდებიან გადაბუგული ფერფლის გროვებიდან?

35

ტობია ყამონელმა, მის გვერდით რომ იყო, მიუგო: როგორც არ უნდა ააშენონ, მელა რომ მიადგეს, ისიც კი გაარღვევს მათ ქვის კედელს.

36

ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან განკიცხულნი შევიქმენით, მათი შეურაცხყოფა მათვე დაათიე და საძარცვად მიეცი ისინი თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში.

37

ნუ დაფარავ მათ უკეთურებას და ნუ წარიხოცება მათი ცოდვა შენს წინაშე, რადგან მათ მშენებელნი გაანაწყენეს.

38

ვაშენებდით კედელს და მთელი კედელი შეიკრა სანახევროდ. ხალხს კიდევ უწევდა გული სამუშაოდ.

1

და აღდგა ელისუბ მღდელი იგი დიდი და ძმანი მისნი მღდელნი, და აღაშენეს ბჭე იგი ავაზანთა მათ ჯურღმულისათა, განწმინდეს იგი და ამართნეს ბჭენი იგი მისნი და განაგეს იგი ვიდრე გოდლადმდე ანამელისა.

2

და ჴელთა ძეთა კაცთა მათ იერიქოსთა და ჴელითა ძეთა მათ ზაქურისთა და ძეთა ამარისთა.

3

სათევზური და ბჭე იგი იქთვიერანი აღაშენეს ძეთა ასნისათა და მათ გარდაართვეს და განაგეს იგი კლიტენი და მოქლონნი მისნი.

4

და ჴელისაგან მათისა ეპყრა მოსოლას, ძესა ბარუქისასა, ძისა მასიზებელისა, და ჴელითა მათითა ეპყრა სადუკს, ძესა ბანიესასა.

5

და ჴელისაგან მათისა ეპყრა თეკუიმადურიმე, და არცა მისცნეს ქედნი თჳსნი მათა მონებად.

6

და ბჭე იგი ძველი ეპყრა იუდიას, ძესა ფალექისასა, და მესოლამს, ძესა ბასუდიასსა, და მათ განაგეს იგი და აღმართნეს ბჭენი მისნი და კართსაჴშველნი და მოქლონნი მისნი.

7

მახლობელად მათსა აღაშენეს მელქაიას გაბონიტელმან და იადონ მერონიტელმან, გაბაონის და მასპის კაცთა მთავრისა მისთჳს, რომელი-იგი თემისა იყო წიად მდინარესა მის.

8

და შემდგომად მათისა მის განწესებისა დაიპყრნა ანანია, ძემან ჰოროკიმისმან, და უტევა იერუსალემელთა ვიდრე ზღუდემდე ურაკპარაკთასა.

9

და შემდგომად მათსა დაიპყრა ჰარფია მთავარმან ადგილთა მათ იერუსალემისამან

10

და ჴელისაგან მისისა დაიპყრა იერადია, ძემან იერომაქისამან, და სახლით კერძო თჳსით, და ჴელითა თჳსითა დაიპყრა ატტუს, ძემან ასბანისმან.

11

და მეორედ დაიპყრა მელქიას, ძემან არასისმან, და ასუბ, ძემან ფაათმოაბისამან, ვიდრე გოდლადმდე თანურიმად.

12

და ჴელისაგან მისისა დაიპყრა სალუმან, ძემან ალულესამან, მთავარმან ზოგისა იერუსალემითკერძომან, თვით და ასულთა მისთა.

13

და ბჭე იგი ჴევისა დაიპყრეს ანუნ, და რომელნი დამკჳდრებულ არიან ზანუსს. მათ აღაშენეს იგი, და აღმართნეს ბჭენი მისნი, კართსაჴშველნი, მოქლონნი და ათასი წყრთა აღაშენეს ზღუდისა მისგანი ვიდრე ბჭედმდე სანაცრისა.

14

და ბჭე იგი სანაცრისა დაიპყრა მელქი, ძემან არექაბისმან, მთავარმან ადგილთა მათ ბეთაქარამისთა. მან თჳთ და ადგილთა მისთა გარდაართვეს იგი, და აღმართნეს ბჭენი მისნი და კლიტენი და მოქლონნი მისნი.

15

და ზღუდე იგი წყალთა სადინელთა მათ წყაროთა დაიპყრა ურიდიონ, მთავარმან მეფისამან, ვიდრე აღსავალამდე, რომელი შთავიდოდა ქალაქად დავითისად.

16

შემდგომად მისა დაიპყრა ნემან აზბუქისამან, მთავარმან ბეთსურისამან, ვიდრე მტილადმდე დავითისად წყალთგარდამოსაქანელთა მათამდე განგებულთა და ვიდრე ბეთაგაბარიდმდე.

17

და შემდგომად მისა დაიპყრეს ლევიტელთა: არაუმ, ძემან ბანეასმან, და ჴელისგან მისისა დაიპყრა, ასაბია მთავარმან კელიათკერძომან.

18

და ამისა შემდგომად დაიპყრეს ძმათა მისთა: გვნაია, ძემან ადადისმან, მთავარმან კელიად კერძომან.

19

და მისა შემდგომად დაიპყრა ასურ, ძემან ისუამან, მთავარმან მასფეასმან, ზომი მეორის მის ზღუდისა, რომელი-იგი აღვიდოდა და შემდგომად კიდესა მის გოდლისასა.

20

და შემდგომად მისა დაიპყრა ბარუქ, ძემან ზაბუნისამან, საზომი მეორისა მისგან კიდისა ვიდრე ბჭემდე ბეთულუვასუბის, სადა დგან მღდელი იგი დიდი.

21

და შემდგომად მისა დაიპყრა მერამოთ, ძემან ურიასმან, ძემან აკსისამან, და საზომი მეორისით ბჭითგან ბეთელისუბ ვიდრე დასასრულამდე მისა.

22

და შემდგომად მისა დაიპყრეს მღდელთა მათ კაცთა აქექამისთა.

23

და შემდგომად მისა დაიპყრა ბენიამენ და ასუბ წინაშე სახლთა თჳსთა, და შემდგომად მისა დაიპყრა აზარიამ, ძემან მასურისამან, ძისა ანანიასმან, მახლობელად სახლთა თჳსთა.

24

და შემდგომად მისა დაიპყრა ბანაია, ძემან ენადადისმან, საზომი მეორითგან ბეთაზარით და ვიდრე საკიდურადმდე.

25

და მოსაქცეველი იგი მოსავლისა მის ადგილისა დაიპყრა ფალაქ, ძემან ოზიასამან, პირისპირ სადგურისა მის, და გოდოლი იგი, რომელი იყო გარე კერძო ტაძართა სამეუფოთა უზეშთაეს ეზოსა მის საპყრობელსა.

26

და შემდგომად მისა დაიპყრა ფადია, ძემან ფოროსისმან, და ნათაიმელნი იგი, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ოფელეოს მტილისა გზასა ბჭესა წყაროთა მათ კერძოთასა მზისა აღმოსავლით და გოდოლი იგი გარე კერძო

27

და შემდგომად მისა დაიპყრეს თეკუვილთა საზომი მეორე პირისპირ გოდლისა მის დიდისა, რომელი-იგი იყო გარეშე ვიდრე ზღუდედმდე სოფილადისა.

28

და უზეშთაეს ბჭისა მის ცხენთასა დაიპყრეს მღდელთა მათ, კაცმან თჳთოეულმან პირისპირ სახლისა თჳსისა.

29

და შემდგომად მისა დაიპყრა სადუკ, ძემან ეზერისმან. პირისპირ სასახლისა (!) თჳსისა, და შემდგომად მისა დაიპყრა სამეა, ძემან ზექენისამან, რომელი იყო ჴუმილ ბჭეთა მათ მზისა აღმოსავლისათა, და შემდგომად მისა დაიპყრა ანანია, ძემან სელემისამან, და ანონ, ძემან სელეფორისამან, საზომი მეორე, და შემდგომად დაიპყრა მესოლამ, ძემან ბარაქისამან, პირისპირ სახლსა საფასისა თჳსისასა

30

31

და შემდგომად მისა დაიპყრა მელქია, ძემან სარეფისამან, ვიდრე ბეთანათაიმდე და სხვათა მათ მდიდართა ქალაქისათა პირისპირ ბჭესა მას მაიფაკდისასა ვიდრე გამოსავალამდე მოსაქცეველისა მის.

32

და საშუვალ ბჭესა მას წყალთა გარდამოსიქანელთა დაიპყრეს ქელკანე და მდიდართა მათ ქალაქისათა.

33

და იყო, ვითარცა ესმა სანაბატალს, ვითარმედ ჩუენ ვაშენებთ ზღუდეთა მათ, აღვმართებთ გოდლებთა მისთა, ბოროტ-უჩნდა მას და შეძრწუნდა მის წინაშე, და განრისხებულ იყო ძლიერად. ეკიცხევდა ჰურიასტანსა.

34

და თქვა წინაშე ძმათა მათ თჳსთა: ესე არს ძლიერებაჲ იგი თქუენიო, ჵ სამორიელნო, ვითარ ჰურიანი იგი აშენებენ და განაძლიერებენ ქალაქთა მათთა?

35

და ტობის ამანიტელი მოსრულ იყო ხილვად მათდა და ეტყოდა: ნუთუ შე-ვითარ-უძლონ აღშენებად, ანუ შეწირვად საკვერთხთა, ანუ ჭამად შესაწირავთა მათგან და ადგილსა მას მათსა? და არა მიერ გამოჴდენა მელნი, დაარღვინენ ქვანი ზღუდეთა მისთანი? ვთქვათ ჩუენ:

36

ისმინე ჩუენი, უფალო, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ვიქმნენით ჩუენ საკიცხელ და შეურაცხ მტერთაგან, და მიაგე ყუედრება მათი თავთა მათთა და მისცენ იგინი საკიცხელად წინაშე წარმტყუენველთა მათთა.

37

და ნუ დაეფარნენ უსჯულოებანი მათნი, და ნუცა ცოდვანი მათნი პირისაგან შენისა აღიჴოცნენ, რამეთუ შეურაცხ-ყოფენ მაშენებელთა.

38

შემდგომად ამისა აღვაშენეთ ზღუდენი იგი, გარემოვავლენით კერძო ზღუდისა მის.

12345678910111213