ესთერი, თავი 10
დაადო ხარკი მეფე ახაშვეროშმა ქვეყანას და ზღვის კუნძულებს.
მისი სიქველისა და გმირობის საქმე, მარდოქაის დიდების ამბავი, როგორ განადიდა იგი მეფემ, მიდიელ და სპარსელ მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
რადგან იუდაელი მარდოქაი მეორე კაცი იყო მეფე ახაშვეროშის შემდეგ, იუდაელთა შორის განდიდებული და დაფასებული თავის მრავალრიცხოვან მოძმეთა შორის, სიკეთის მაძიებელი თავის ერისათვის და სიტყვის შემწევი მთელი თავისი მოდგმის სამშვიდობოდ.
და დაწერა მეფემანცა ასჳრეოს დასასრული ქუეყანისა და ჭალაკთა ზღჳსათა ჴელმწიფებისაებრ მისისა.
სიმდიდრე სუფევისა მისისა და სიმჴნე ბრძოლათა მისთა... და მარდოქეოსთჳს და ორთა მათ საჭურისთა და ამანისთჳს ძჳრისმზრახველისა ჰურიათასა და ესთერისთჳს, და ვითარ-იგი იდიდა მარდოქე. ესე ყოველი წერილ არს წიგნსა სპარსთა და უჟიკთასა, წიგნისსამარხავთა შინა შუშანს, ქალაქსა სამეუფოსა სპარსთა და უჟიკთასა, ასოცდაშვიდთა სოფელთა მისთასა
ხოლო მარდოქე იპყრობდა ასჳრეოს მეფესა სპარსთა და უჟიკთასა, რომელ არს არტაქსექს. და იყო იგი წინაშე სპარსთა და უჟიკთა მეფობასა ასჳრეოსისასა და საყვარელ ყოველთა.