ლოცვანი
აპლიკაცია

ესთერი, თავი 4

1

შეიტყო მარდოქაიმ ყველაფერი, რაც მოხდა. შემოიხია მარდოქაიმ სამოსელი, ჩაიცვა ჯვალო და თავზე ნაცარი დაიყარა. გავიდა შუაგულ ქალაქში და ხმამაღლა და მწარედ მოთქვამდა.

2

მივიდა სამეფო კარიბჭემდე, რადგან ჯვალოთი შემოსილს სამეფო კარიბჭეში შესვლა არ შეეძლო.

3

ყველა სამთავროში, ყველგან, სადაც კი მეფის ბრძანება და კანონი მივიდა, დიდი გლოვა ჰქონდათ იუდაელებს, მარხვა, ტირილი და გოდება. ჯვალო და ნაცარი ეგო ბევრს.

4

მივიდნენ ესთერთან მისი მოახლეები და საჭურისები და ყველაფერი უამბეს. დიდად შეშფოთდა დედოფალი. გაუგზავნა სამოსელი, რომ შემოსილიყო მარდოქაი და გაეძრო ჯვალო, მაგრამ არ მიიღო.

5

იხმო ესთერმა ჰათაქი, მეფის საჭურისთაგანი, რომელიც მისთვის ჰყავდა მიჩენილი მეფეს, და უბრძანა წასულიყო მარდოქაისთან, რომ გაეგო მისი ამბავი.

6

გავიდა ჰათაქი მარდოქაისთან ქალაქის მოედანზე, სამეფო კარიბჭის წინ რომ არის.

7

მოახსენა მარდოქაიმ ყველაფერი, რაც შეემთხვა, და იმ ვერცხლის ამბავიც, რომელიც უნდა შეეტანა ჰამანს სამეფო ხაზინაში იუდაელთა გასაწყვეტად.

8

დაწერილი კანონის პირიც, შუშანში რომ გამოვიდა მათ გასაწყვეტად, მისცა ჰათაქს, რომ ეჩვენებინა ესთერისთვის და ეცნობებინა. დაავალა ესთერს, წასულიყო მეფესთან, რათა შევედრებოდა მას და პატიება გამოეთხოვა თავისი ხალხისთვის.

9

მოვიდა ჰათაქი და მოახსენა ესთერს მარდოქაის ნათქვამი.

10

უთხრა ესთერმა ჰათაქს და დააბარა მარდოქაისთან:

11

მეფის ყველა მორჩილმა და მეფის სამთავროების ხალხმა იცის, რომ ყოველ კაცს თუ ქალს, ვინც კი დაუძახებლად შევა მეფესთან შიდა ეზოში, ერთი სასჯელი ელის - სიკვდილი. მხოლოდ ის გადარჩება, ვისკენაც თავის ოქროს კვერთხს გაიშვერს მეფე. მე კი ოცდაათი დღეა, რაც მეფეს არ დავუძახივარ.

12

მიუტანეს მარდოქაის ესთერის სიტყვები.

13

უთხრა პასუხად მარდოქაიმ ესთერს: ნუ ფიქრობ გულში, რომ შენ ერთი გადარჩები მეფის სახლში იუდაელთაგან.

14

რადგან თუ ახლა დაიდუმებ, სხვა მხრიდან მოვა იუდაელთა შვება და ხსნა, შენი მამისსახლი კი დაიღუპება. ვინ იცის, იქნებ ამ ჟამისთვის ეწიე დედოფლობას?

15

უთხრა პასუხად ესთერმა მარდოქაის:

16

წადი, თავი მოუყარე შუშანის მთელს იუდაელობას, იმარხულეთ ჩემთვის, არ ჭამოთ და არ სვათ სამ დღეს, არც დღისით, არც ღამით. მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად, მერე წავალ მეფესთან, თუმცა წესი არ არის. თუ დავიღუპები, დავიღუპო.

17

წავიდა მარდოქაი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ესთერმა დაარიგა.

1

ხოლო მარდოქე ვითარ გულისხმა-ყო აღსასრული ესე, შევიდა სახლსა შინა თჳსსა და დაიპო სამოსელი თჳსი, და შეიმოსა ძაძა და გარდაისხა ნაცარი და გამოვარდა უბანთა ქალაქისათა, ღაღადებდა და იტყოდა: აღიჴოცების ნათესავი შეუცოდებელი!

2

და მოვიდა ვიდრე მეფისამდე და დადგა ბჭეთა წინაშე, რამეთუ არა ჯერ-იყო შესლვად მისი ძაძაშემოსილისა და ნაცარგარდასხმულისა.

3

და ყოველსა სოფელსა და ადგილსა, ვიდრეცა მიაქუნდა ბრძანება იგი მეფისა, იყო ღაღადება, ტყება და გლოვა დიდი ჰურიათა. იმარხვიდეს და ნაცარსსა ირეცდეს ძაძამორტყმულნი.

4

შევიდეს შიმუნვარნი და საჭურისნი დედოფლისანი და უთხრეს ესთერს. და შეძრწუნდა ესთერ, იკითხა და მიავლინა შემოსად მარდოქესა. და განსძარცვა მას ძაძა, ხოლო მან არა ინება.

5

ხოლო ესთერ მოუწოდა არქათენს, საჭურისსა თჳსსა, რომელი მის წინაშე დგა, და მიავლინა კითხვად მისა ჭეშმარიტად, რაჲ-ძი არს მიზეზი იგი მწუხარებისა.

6

და განვიდა არქათენ მარდოქეს თანა პალატით ქალაქისად, რომელი იყო პირისპირ ბჭისა მის მეფისათა.

7

ხოლო მარდოქე უთხრა მას ჭეშმარიტად საქმე იგი და აღთქუმა იგი, რომელი აღუთქუა ამან მეფესა საფასე ბევრი ქანქარისა, რათა წარწყმიდნეს ჰურიანი,

8

და პაჭენისნი წიგნისა მის შუშანს შინა განმარტნეს წარწყმედისა მათისათჳს. და მისცა მას სიტყუაჲ ესე, რათა აუწყოს ესთერს, და აწყინებდა თავსა, რათა შევიდეს მეფისა და ევედროს ერისა თჳსისათჳს.

9

და შევიდა არქათენ და უთხრა ესთერს ყოველივე ესე სიტყუაჲ და ძვირი იგი ნათესავისა მისისა.

10

და ჰრქუა ესთერ არქათენს: მივედ და უთხარ მარდოქეს:

11

ნათესავთა ყოველთა სამეფოთა უწყიან და შენ ყოველი იცი, რამეთუ ყოველივე მამაკაცი, გინა დედაკაცი, რომელი შევიდეს უწოდებელას მეფისა ეზოსა შინაგან, არა არს მისი ცხოვრება, გარდა თუ მიუპყრას მას მეფემან ოქროჲსა კვერთხი, ესე ხოლო ცხონდეს და მე არა ვწოდებულვარ შესლვად მეფისა, აჰა, არიან დღენი ესე ოცდაათ. და ვითარ შევიდე უწოდებელად და მოვჰკუდე

12

და უთხრა არქათენ ყოველნი ყსყ სიტყუანი ესთერისნი მარდოქეს.

13

და ჰრქუა მარდოქე არქათენს: მივედ და არქუ მას: ესთერ, ნუთუ სთქუა გულსა შენსა, ვითარმედ განვერე მე მარტო დედოფლობით უმეტეს, ყოველთა ჰურიათა?

14

უკუეთუ არა ისმინო ჟამსა ამას და უკუეთუ უგულებელს-ჰყო ნათესავი ესე, ვითარცა არა შეეწიო და სხვით, კერძო იყოსვე შეწევნა ჰურიათათჳს და საფარველი ცხორებისა, ხოლო შენ და სახლი მამისა შენისა წარსწყმდეთ, ხოლო ვინ უწყის, ნუუკუე ამისა ჟამისათჳს დედოფალ იქმენ?

15

და მიავლინა მოციქული იგი, რომელი მოსრულ იყო მისსა, ვითარმედ არქუ მარდოქეს:

16

წარვედ და შეჰკრიბენ ჰურიანი, რომელნი არიან შუშანს შინა ქალაქსა და იმარხევდით ჩუენთჳს. ნუ სჭამთ პურს, ნუცა სუამთ რასა სამ დღე და ღამე და ევედრებოდით ღმერთსა, ყოვლითა გულითა იმარხვიდეთ. და მაშინ შევიდე მეფისა თჳნიერ სჯულისა, დაღათუ იყოს წარწყმედა ერისათჳს ისრაჱლისა

17

და წარვიდა მარდოქე და ყო ეგრე, ვითარცა ჰრქუა მას ესთერ.

12345678910