ლოცვანი
აპლიკაცია

ზაქარია წინასწარმეტყველი, თავი 4

1

მობრუნდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და გამაღვიძა, როგორც ძილისგან აღვიძებენ კაცს.

2

მითხრა: რას ხედავ? ვუთხარ: ვხედავ, აჰა, მთლიანი ოქროს სასანთლეა, მის თავზე ჯამია და შვიდი ლამპარი, თითო ლამპარს შვიდ-შვიდი მილი აქვს ზემოთ.

3

ორი ზეთისხილის ხეა მის გვერდით, ერთი მისი ჯამის მარჯვნივ, მეორე - მარცხნივ.

4

ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: რა არის ესენი, ჩემო ბატონო?

5

მომიგო ანგელოზმა, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: განა არ იცი, რა არის ესენი? ვუთხარი: არამეთქი, ჩემო ბატონო.

6

მომიგო და მითხრა: ეს არის უფლის სიტყვა ზერუბაბელის მიმართ ნათქვამი: არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, ამბობს ცაბაოთ უფალი.

7

რა ხარ შენ, დიდო მთაო? ზერუბაბელის წინაშე გასწორდები! გამოიტანს მთავარ ლოდს და შესძახებენ: მადლი, მადლი მას!

8

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

9

ზერუბაბელის ხელმა ჩაყარა ამ სახლის საფუძველი და მისივე ხელი დაასრულებს; და მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან.

10

რადგან ვინც კნინად შერაცხა ეს დღე, გაიხარებს, როცა დაინახავს შვეულს ზერუბაბელის ხელში; უფლის შვიდი თვალია ესენი, მთელს ქვეყანას რომ ჭვრეტენ.

11

მივუგე და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი ზეთისხილის ხე სასანთლის მარჯვნივ და მარცხნივ?

12

მივუგე მეორედ და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი აკიდო ზეთისხილისა ორი ოქროს მილის გვერდით, საიდანაც ოქრო იღვრება?

13

მითხრა: არ იცი, რა არის ესენი? ვუთხარი: არამეთქი, ჩემო ბატონო.

14

მითხრა: ორნი ცხებულნი არიან ესენი, მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი.

1

და მოაქცია ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის და აღმადგინა მე, ვითარსახედ რაჟამს აღდგის კაცი ძილისაგან მისისა.

2

და თქუა ჩემდამო: რასა ჰხედავ შენ? და ვარქუ: ვიხილე და, აჰა, საბაზმაკე ოქროსაჲ სრულიად და ლამპარი ზედაჲთ მისსა და შჳდნი ბაზმაკნი ზედაჲთ მისსა და შჳდნი მოსავსებელნი მათნი ზედაჲთთა მისთა ბაზმაკთანი.

3

და ორნი ზეთისხენი ზედაჲთ მისსა, ერთი მარჯუენით ლამპრისა მისისა და ერთი მარცხენით.

4

და ვიკითხე და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის მეტყუელმან: რა არიან ესენი, უფალო?

5

და მომიგო ანგელოზან მზრახვალმან ჩემ შორის მეტყუელმან ჩემდა მომართ: არა იცია რაჲ არიან ესენი? და ვთქუ: არა, უფალო!

6

და მომიგო და თქუა ჩემდამო მეტყუელმან: ესე სიტყუაჲ უფლისა ზორობაბელისა მიმართ მეტყუელი: არა ძალისა მიერ დიდისა და არცა ძლიერებისა, არამედ სულისა მიერ ჩემისა, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი,

7

რაჲ იყოს შენდა მთაჲ დიდი, წინაშე პირსა ზორობაბელისასა წარმართებულად? და განვასწორო ქვაჲ მკჳდრობისაჲ სისწორითა მადლისათა, მადლთა მისთა.

8

და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

9

ჴელთა ზორობაბელისათა დააფუძნეს სახლი ესე და ჴელთა მისთა განასრულონ იგი. და სცნა, ვითარმედ უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, გამომავლინა მე შენდამო.

10

მით, რამეთუ ვინ შეურაცხ-ყო დღეთა მცირეთა და მადლიერობდენ და იხილონ ქვაჲ კასსტირიონი ჴელსა შორის ზორობაბელისასა. შჳდნი ესე თუალნი უფლისანი არიან, ზედდამხედველნი ყოვლისა ქუეყანისანი.

11

და მიუგე და ვთქუ მისდამი: რაჲ ორნი ზეთისხენი: მარჯუენითნი საბაზმაკისანი და მარცხენითნი?

12

და ვჰკითხე მეორედ და ვთქუ მისდა მიმართ: რაჲ ორნი რტონი ზეთისხეთანი ჴელთა შორის ორთა მოსაყოფელთა ოქროჲსათა ზედმასხმელთა და ზედმავსებელთა, მოსავსებელთა მათ ოქროჲსათა?

13

და თქუა ჩემდამო მეტყუელმან: არა იცია, რაჲ არიან ესენი? და ვთქუ: არა, უფალო.

14

და მითხრა მე: ესე, ორნი ძენი პოხიერებისანი, წარდგომილ არიან უფლისა ყოვლისა ქუეყანისასა.

1234567891011121314