ივდითი, თავი 4
გაიგეს იუდაში მცხოვრებმა ისრაელიანებმა ყოველივე, რაც უყო ხალხებს ოლოფერნემ, აშურელთა მეფის, ნაბუქოდონოსორის მთავარსარდალმა, თუ როგორ გაძარცვა და გაანადგურა ყველა მათი საწმიდარი.
შეშფოთდნენ მეტისმეტად თავიანთი თავის და იერუსალიმის გამო, შეძრწუნდნენ თავიანთი უფლის, ღმერთის ტაძრის გამო,
რადგან ახლადდაბრუნებულნი იყვნენ ტყვეობიდან, ახალი შეკრებილი იყო იუდას მთელი ხალხი: წმიდა ჭურჭელი, სამსხვერპლო და ტაძარი განწმენდილი იყო ბილწებისაგან.
დაგზავნეს ხალხი მთელ სამარიაში, კონაში, ბეთხორონში და ბელმაინში, იურიხონში და ქობაში, ესორისა და სალემის ხეობებში.
სასწრაფოდ დაიკავეს მაღალ მთათა ყველა მწვერვალი, ზღუდე შემოავლეს იქაურ სოფლებს და მოიმარაგეს ბრძოლისათვის სურსათ-სანოვაგე, რადგან ახლადმომკილი იყო მათი ყანები.
მისწერა მღვდელმთავარმა იოაკიმმა, იერუსალიმში რომ იყო იმხანად, მცხოვრებლებს ბეთულისა და ბეთომესთაიმისა (რომელიც ესდრელონის გასწვრივაა, დოთანის ახლოს მდებარე ველის წინ),
რომ დაეკავებინათ მთის მისადგომები, რადგან მათზე გადიოდა იუდაში შესასვლელი. აქ ადვილი იყო მომხდურთა შეჩერება, რადგან ორი კაცისთვისაც კი ვიწროა გასასვლელი.
ყველაფერი ისე მოიმოქმედეს ისრაელიანებმა, როგორც უბრძანეს მღვდელმთავარმა იოაკიმმა და ისრაელის მთელი ხალხის უხუცესობამ, ვინც კი იერუსალიმში იყვნენ.
ისრაელის ყოველმა მამაკაცმა დიდი თავდადებით შეჰღაღადა ღმერთს და დიდი თავდადებით მოუდრიკა ქედი.
მამაკაცებმა და მათმა ცოლებმა, მათმა ბავშვებმა, მათმა პირუტყვმა, ყოველმა მდგმურმა და მოჯამაგირემ და ვერცხლით ნასყიდმა ძაძა შემოირტყეს წელზე.
დაემხო ტაძრის წინ ისრაელის ყოველი კაცი, ქალი და ბავშვი - იერუსალიმის მკვიდრნი, ნაცარი დაიყარეს თავზე და გააფინეს თავიანთი ძაძები უფლის წინაშე.
ძაძითვე შემოსეს სამსხვერპლო და ერთსულოვნად და გულმოდგინებით შეჰღაღადეს ღმერთს, არ მიეცა მათი ყრმები დასატაცებლად, დედაკაცები წარსატყვევნდ, მათი სამკვიდროს ქალაქები გასანადგურებლად, სიწმიდენი შესაბილწად, საგინებლად და წარმართა გასხარებლად.
ისმინა უფალმა მათი ხმა და იხილა მათი გასაჭირი. მრავალი დღის განმავლობაში მარხულობდა ხალხი მთელს იუდასა და იერუსალიმში ყოვლისშემძლე წმიდა უფლის წინაშე.
იოაკიმი, მღვდელმთავარი და ყველანი, უფლის წინაშე წარმდგარი მღვდლები და ღვთისმსახურნი, ძაძით შემოსარტყლულნი, განუწყვეტლივ სწირავდნენ აღსვლენს, აღთქმებსა და ნებაყოფლობით ძღვენს ხალხისგან.
ვარშამანგებზე ნაცარი ჰქონდათ დაყრილი და მთელი ძალით შეჰღაღადებდნენ უფალს, კეთილი თვალით მოეხედა ისრაელის მთელი სახლისთვის.
და ვითარცა ესმა ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი მკჳდრ იყვნეს ჰურიასტანს, ყოველი, რაოდენი ქმნა ჰოლომფორნე ნათესავთა მიმართ ქუეყანისათა, ერისთავმან ნაბუქოდონოსორისამან, მეფისა ასურასტანისამან, და ვითარსახედ წარმოტყუენა ყოველი ბაგინები მათი და მისცნა იგინი განსარყუნელად,
და შეეშინა ფრიად პირისა მისისაგან და იერუსალჱმისათჳს, ტაძრისა უფლისა ღმრთისა, შეძრწუნებულ იყვნეს, რამეთუ მაშინ ოდეს აღმოსრულ. იყვნეს ტყუეობისაგან, ჭურჭელი და საკურთხეველი და ტაძარი იგი მაშინ განწმედილ იყო შეგინებულებისაგან.
და წარავლინეს ძეთა ისრაჱლისათა და ბეროსთა და ბელმენისათა და იერიქოსათა და ქუბასთა და ერონა და ღელეთა სალიმისთა.
და დაიპყრნეს ყოველნი თავნი მთათა მაღალთანი და მოზღუდეს დაბნები მათი და დასდვეს საზრდელი მათ შინა და განამზადებედ ბრძოლისა, რამეთუ ახლოდ-ღა მომკილ იყო ყანები მათი.
და მიწერა იოაკიმ, მღდელმან დიდმან, რომელი იყო მათ დღეთა შინა იერუსალჱმს მკჳდრთა ბეტულიასათა და ბეტონის თემისაგან, რომელ არს
და თქუა: აღვედით და დაიპყართ მასადანითგან აღსავალნი მთათანი, რამეთუ მიერ იყო შემოსავალი ჰურიასტანად და ადვილ იყო დაყენება მათი მოსლვად, რამეთუ იწრო იყო აღმოსავალი იგი ყოლად ორის კაცისა.
და ყვეს ეგრე ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა მათ იოაკიმ, მღდელმან დიდმან, და ყოველთა მოხუცებულთა ერისა ისრაჱლისათა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს.
და ღაღად-ყო ყოველმან კაცმან ისრაჱლისამან ღმრთისა მიმართ გულსმოდგინებითა დიდითა და დაიმდაბლნეს სულნი მათნი წინაშე ღმრთისა - მამათა და დედათა,
და ჩჩჳლთა მათთა და საცხოვარამდე მათა. და ყოველმან სასყიდლით დადგინებულმან და ვეცხლით ფრდილმან მათმან მოირტყეს ძაძა წელთა მათთა,
და ღაღად-ყვეს ღმრთისა მიმართ ისრაჱლისა ერთბამად ყოვლითა გულითა, რათა არა მიეცნენ ჩჳლნი მათნი და მიმოსტაცებდა ცოლთა მათთა წარსატყვენველად, ქალაქნი სამკჳდრებელისა მათისანი განსარყუნელად და სიწმიდე შეგინებად და საყუედრელად და მოსაცხრომელად წარმართთა.
და იოაკიმ, მღდელი დიდი უფლისა, და ყოველნი ისრაჱლნი გარემოს ვლიდეს ქალაქისა მის და ზრახვიდეს და მსახურნი უფლისანი
ძაძითა შემოსილნი წელთა მათთა და ნაცარგარდასხმულნი ვარშამანგთა მათთა შესწირვიდეს მსხუერპლსა ზედასზედა ლოცვასა და ნეფსით, მისაცემელსა ერისათა.