ლოცვანი
აპლიკაცია

ამოს წინასწარმეტყველი, თავი 3

1

ისმინეთ ეს სიტყვა, რომელიც თქვენზე თქვა უფალმა, ისრაელიანებო, მთელს მოდგმაზე, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიყვანე:

2

მხოლოდ თქვენ გცანით მთელი ქვეყნის მოდგმათა შორის, ამიტომაც მოგკითხავთ ყველა თქვენს დანაშაულს.

3

აბა, თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ?

4

აბა, თუ ბრდღვინავს ლომი ტყეში, როცა ნადავლი არ ეგულება? თუ გამოსცემს ხმას ბოკვერი თავისი ბუნაგიდან, როცა არაფერი აქვს შესაპყრობი?

5

აბა თუ გაებმება ჩიტი ბადეში, თუ მიწაზე მახე არ არის დაგებული?

6

აბა, თუ ახმიანებულა ბუკი ქალაქში და ხალხს არ შეშინებია? თუ მომხდარა ქალაქში უბედურება უფლის უნებურად?

7

რადგან არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ არა გაუცხადა თავისი საიდუმლო თავის მორჩილთ, წინასწარმეტყველთ.

8

ლომი ბრდღვინავს - ვინ არ შეშინდება! უფალი ღმერთი ლაპარაკობს - ვინ არ გაქადაგდება!

9

გააგონეთ დარბაზებს აშდოდში და დარბაზებს ეგვიპტის ქვეყანაში, უთხარით: შეიკრიბენით სამარიის მთებზე და იხილეთ დიდი შფოთი მათ შორის და ძალადობა მის წიაღში!

10

არ იციან სიმართლის ქმნა, ამბობს უფალი, ძარცვა-გლეჯით ავსებენ საგანძურებს თავიანთ დარბაზებში.

11

ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: მტერი შემოადგება ირგვლივ ქვეყანას, დაამხობს შენს ციხე-სიმაგრეს და დარბაზებს გაგიძარცვავს.

12

ასე ამბობს უფალი: როგორც მწყემსი გადაარჩენს ლომის ხახიდან ორ ბარკალს ან ყურის ნაგლეჯს, ასე გადარჩებიან ისრაელიანები, სამარიაში საწოლის კუთხეში მსხდომნი და დამასკოში სარეცელზე.

13

ისმინეთ და დაუმოწმეთ იაკობის სახლს, ამბობს უფალი ღმერთი, ცაბაოთ ღმერთი.

14

რადგან იმ დღეს, როცა მოვკითხავ ისრაელს მის შეცოდებებს და მოვკითხავ სამსხვერპლოთა გამო ბეთელში, მოეკვეთება რქები სამსხვერპლოს და მიწად დაემხობა.

15

დავაქცევ ზამთრის სახლს ზაფხულის სახლთან ერთად, განადგურდება სპილოსძვლის სახლები და ბევრი სახლი აღიგვება, ამბობს უფალი.

1

ისმინეთ სიტყუაჲ ესე, რომელი თქუა უფალმან თქუენ ზედა, სახლო ისრაჱლისაო, და ყოვლისა ტომისა, რომელი აღმოვიყუანე ქუეყანისაგან მეტყუელმან:

2

გარნა თქუენ გიცნენ ყოველთაგან ტომთა ქუეყანისათა, ამისთჳს შური ვიძიო თქუენ ზედა ყოველთა უკეთურებათა ქუეყანისათაჲ

3

უკეთუ ვიდოდიან ორნი თქუენნი ერთბამად, ყოვლითურთ არა თუ ცნობდენ თავთა თჳსთა

4

უკეთუ იზახოს ლომმან მაღნარით მისით ნადირისა არმქონებელმან? უკეთუ მოსცეს ლეკუმან მისმან ჴმაჲ ბაკისაგან თჳსისა, ყოვლითურთ არა თუ იტაცოს რამე?

5

უკუეთუ დავარდეს მფრინველი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მემახყრისა? უკუეთუ დაერწყუეს მახე ქუყანასა ზედა თჳნიერ შეპყრობისა რაჲსამე?

6

უკუეთუ ჴმა-ყოს საყჳრმან ქალაქსა შინა და ერი არა შეშინდეს? ანუ იყოს სიბოროტე ქალიქსა შინა, რომელი უფალმან არა ქმნა?

7

მით, რამეთუ არა ქმნას უფალმან ღმერთმან საქმე, არა თუ გამოაცხადოს სწავლაჲ მისი მონათა მიმართ თჳსთა წინაწარმეტყუელელთა

8

ლომმან იზახა და ვინ არა შეშინდეს? უფალი ღმერთი იტყოდა და ვინ არა იწინაწარმეტყუელოს?

9

მიუთხართ სოფლებსა ასსურასტანელთა შორის და სოფლებისა მიმართ ეგჳპტეს შინა და არქუთ: შეკერბით მთასა ზედა სამარიაჲსასა და იხილენით საკჳრველნი მრავალნი შორის მისსა და მძლავრებაჲ მისშორისი.

10

და არა ცნა, რანი იყუნეს წინაშე მისსა, - იტყჳს უფალი, - რომელნი იუნჯებენ სიცრუესა და საარებულებასა სოფლებთა შორის მათთა.

11

ამისთჳს ამათ ეტყჳს უფალი ღმერთი ტჳროსსა: გარემო ქუეყანაჲ შენი მოოჴრდეს და დაჰჴსნას შენგან ძალი შენი და დაიტაცნეს სოფლებნი შენნი.

12

ამათ იტყჳს უფალი: ვითარსახედ ოდეს გამოსტაცის მწყემსმან პირისაგან ლომისა ორნი წჳვნი, ანუ ნაჴლესი ყურისაჲ, ეგრეთ გამოტაცებულ იქმნენ ძენი ისრაილისანი, დამკჳდრვბულნი სამარიას შინა წინაშე ტომისა და დამასკოს შინაცა.

13

მღდელთ ისმინეთ და უწამეთ სახლსა იაკობისსა, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი,-

14

მით, რამეთუ მას დღესა შინა, ოდეს შურ-ვიგო უთნოობისა ისრაჱლისა მის შორის და შურ-ვიგო საკურთხეველთა ზედა ბეთილისათა, და დაითხარნენ რქანი საკურთხეველისანი და დაეცნენ ქუეყანასა ზედა.

15

და შევმუსრო სახლი გარემოფრთედი სახლსა ზედა საზაფხულოსა და წარწყმდენ სახლნი პილოსძუალედნი და შეეძინნენ სახლნი სხუანი მრავალნი, - იტყჳს უფალი.

123456789