პირველი ეზრა, თავი 2
აჰა, ერთი მხარის მცხოვრებნი, რომლებიც გადასახლებული იყვნენ ბაბილონში ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ და დაბრუნდნენ იერუსალიმში და იუდაში, თითოეული თავის ქალაქში,
ისინი, რომლებიც მოვიდნენ ზერუბაბელთან, იესოსთან, ნეემიასთან, სერაიასთან, რეყელაიასთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფართან, ბიგვაისთან, რეხუმთან, ბაყანასთან ერთად. აჰა, ისრაელის ერის მამაკაცთა რიცხვი:
ფარყოშიანები ორი ათას ასსამოცდათორმეტი,
შეფატიანები სამას სამოცდათორმეტი,
არახიანები შვიდას სამოცდათხუთმეტი,
ფახათ-მოაბიანები იესოიანთაგან და იოაბიანთაგან ორი ათას რვაასთორმეტი,
ყელამიანები ათას ორას ორმოცდათოთხმეტი,
ზათუიანები ცხრაას ორმოცდახუთი,
ზაქაიანები შვიდას სამოცი,
ბანიანები ექვსას ორმოცდაორი,
ბებაიანები ექვსას ოცდასამი,
ყაზგადიანები ათას ორას ოცდაორი,
ადონიკამიანები ექვსას სამოცდაექვსი,
ბიგვაიანები ორი ათას ორმოცდათექვსმეტი,
ყადიანები ოთხას ორმოცდათოთხმეტი,
ხიზკიანთ ატერიანები ოთხმოცდათვრამეტი,
ბეცაიანები სამას ოცდასამი,
იორაიანები ასთორმეტი,
ხაშუმიანები ორას ოცდასამი,
გიბარიანები ოთხმოცდათხუთმეტი,
ბეთლემიანები ასოცდასამი,
ნეტოფას ხალხი ორმოცდათექვსმეტი,
ყანათოთის ხალხი ასოცდარვა,
ყაზმავეთის ხალხი ორმოცდაორი,
კირიათ-ყარიმელები, ქეფირელები, ბეეროთელები შვიდას ორმოცდასამი,
რამელები და გაბაყელები ექვსას ოცდაერთი,
მიქმასის ხალხი ასოცდაორი,
ბეთელისა და ჰაგაის ხალხი ორას ოცდასამი,
ნებოელები ორმოცდათორმეტი,
მაგბიშელები ასორმოცდათექვსმეტი,
სხვა ყელამის მკვიდრნი ათას ორას ორმოცდათოთხმეტი,
ხარიმიანები სამას ოცი,
ლოდის, ხადიდის და ონოს ხალხი შვიდას ოცდახუთი,
იერიხონელები სამას ორმოცდათხუთმეტი,
სენაელები სამი ათას ექვსას ოცდაათი,
მღვდლები: იედაყიანები იესოს სახლიდან ცხრაას სამოცდაცამეტი,
იმერიანები ათას ორმოცდათორმეტი,
ფაშხურიანები ათას ორას ორმოცდაშვიდი,
ხარიმიანები ათას ჩვიდმეტი,
ლევიანები: იესოიანები და კადმიელიანები ჰოდავიანთაგან სამოცდათოთხმეტი,
მგალობელნი: ასაფიანები ასოცდარვა,
კარისმცველთა მოდგმა: შალუმიანები, ატერიანები, ტალმონიანები, ყაკუბიანები, ხატიტაიანები, შობაიანები, სულ ასოცდაცხრამეტი,
შეწირულნი: ციხაიანები, ხასუფაიანები, ტაბაყოთიანები,
კეროსიანები, სიყაჰაიანები, ფადონიანები,
ლებანიანები, ხაგაბაიანები, ყაკუბიანები,
ხაგაბიანები, შამლაიანები, სანანიანები,
გიდელიანები, გახარიანები, რეაიანები,
რეცინიანები, ნეკოდაიანები, გაზამიანები,
ყეზაიანები, ფასეახიანები, ბესაიანები,
ასნაიანები, მეყუნიმიანები, ნეფუსიმიანები,
ბაკბუკიანები, ხაკუფაიანები, ხარხურიანები,
ბაცლუთიანები, მეხიდაიანები, ხარშაიანები,
ბარკოსიანები, სისრაიანები, თამახიანები,
ნეციახიანები, ხატიფაიანები,
სოლომონის მორჩილთა მოდგმა: სოტაიანები, სომერეთიანები, ფერუდაიანები,
იაყალაიანები, დარკონიანები, გიდელიანები,
შეფატიანები, ხატილიანები, ფოქერეთ-ჰაცებაიმიანები, ამიანები,
შეწირულნი და სოლომონის მორჩილთა მოდგმა სულ სამას ოთხმოცდათორმეტი.
აჰა, თელ-მელახიდან, თელ-ხარშიდან, ქერუბ-ადანიმერიდან გამოსულნი, რომელთაც ვერ შეძლეს გაერკვიათ თავიანთი მამისსახლები და მოდგმა, იყვნენ თუ არა ისინი ისრაელიდან:
დელაიანები, ტობიანები, ნეკოდაიანები - ექვსას ორმოცდათორმეტი;
მღვდელთა მოდგმა: ხაბაიანები, ჰაკოციანები, ბარზილაიანები, რომელთაც გალაადელი ბარზილაის ქალიშვილები მოიყვანეს ცოლად და მათ სახელზე დაეწერნენ.
ისინი ეძებდნენ თავიანთ საგვარტომო წიგნს და ვერ იპოვნეს; და განეყენნენ მღვდლობიდან.
უთხრა მათ განმგებელმა, რომ არ ეჭამათ წმიდათა წმიდიდან, ვიდრე არ დადგებოდა მღვდელი ურიმითა და თურიმით.
მთელი კრებული ერთად შეადგენდა ორმოცდაათი ათას სამას სამოც კაცს,
გარდა მათ ყმათა და მხევალთა; ესენი იყვნენ შვიდი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი, მათ შორის მგალობელი კაცები და მგალობელი ქალები - სულ ორასი სული.
მათი ცხენები - შვიდას ოცდათექვსმეტი, მათი ჯორები - ორას ორმოცდახუთი,
მათი აქლემები - ოთხას ოცდათხუთმეტი, ვირები - ექვსი ათას შვიდასოცი,
მამისსახლთა თავკაცებმა უფლის ტაძართან მისვლისას იერუსალიმში ნებაყოფლობით გაიღეს შესაწირავი ღვთის ტაძრისათვის, რომ აღდგენილიყო იგი თავის საძირკველზე.
თავიანთი შეძლებისამებრ შეიტანეს სამუშაოთა ხარჯისათვის საგანძურში: სამოცდაერთი ათასი დრაქმა ოქრო, ხუთი ათასი მინა ვერცხლი და ასი ხელი სამღვდელო შესამოსელი.
დასახლდნენ მღვდლები, ლევიანები, მდაბიორნი, მგალობელნი, კარისმცველები და შეწირულნი თავ-თავიანთ ქალაქებში; მთელი ისრაელი თავ-თავის ქალაქში დასახლდა.
და ესე არიან ძენი ისრაჱლისანი თჳთეულად ადგილთაგან, რომელნი გამოვიდოდეს ტყუეობისაგან, რომელი წარტყუევნა ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონად, რომელნი მიაქცია კჳროს ბაბილოვნით იერუსალჱმდ ჰურიასტანად, კაცნი თჳთეულად ქალაქსა თჳსსა,
რომელნი გამოსულ იყუნეს ზურობაბელის თანა: ისუ, ნეემია, სარეა, ჰრეილიას, მარდოქეა, ბალაასან, მასაფარ, გაგუვარ, ჰრეუმ, ბაანა. ესე არს რიცხჳ კრებულის მის ძეთა ისრაჱლისა.
ძენი ფორსისნი ორ ათას ასსამეოცდაათორმეტ.
ძენი საფატისნი ოთხასსამეოცდაათორმეტ.
ძენი არისისნი შჳდასსამეოცდაათექუსმეტ.
ძენი ლეფთალემისანი, მოაბელისნი, და ძეთა ისუთა, და აროაბისთა, ორ ათას რვაასდაათორმეტ.
ძენი ელმოსნი ორ ათას ორასერგასისდაოთხ.
ძენი ზატუნასნი ცხრასასოცდახუთ.
ძენი ქორებისნი შჳდასერგასის.
ძენი ბანესნი ათას ორმეოცდარვა.
ძენი ბებენისნი რვაასოცდასამ.
ძენი არგესნი ათას სამასოცდაორ.
ძენი ადონივამისნი რვაასსამეოცდაათშჳდმეტ.
ძენი ბოსორისნი ორ ათას რვაასდაექუს.
ძენი ადდლნასნი ოთხასერგასისდაოთხ.
ძენი აზერ ეზეკიასნი ოთხმეოცდათექუსმეტ.
ძენი ბესიასნი სამასოცდახუთ.
ძენი იარასნი ასდაათორმეტ.
ძენი ასუმისნი ორასოცდასამ.
ძენი გაბერისნი ოთხმეოცდაათხუთმეტ.
ძენი ბეთლემისნი ასოცდასამ.
ძენი ნოტოფისნი ერგასისდაექუს.
ძენი ანთოეთისნი ასოცდარვა.
ძენი ისემოთისნი ორმეოცდაორ.
ძენი კარიათირიმისნი ქაფირა და ბეროთ, შჳდასორმოცდასამ.
ძენი რასამისნი და გებასნი ათას ოცდაერთ.
ძენი მაქამისნი ასოცდაორ
ძენი ბეთელისნი და იედეასნი ოთხასოცდასამ.
ძენი ნაბუისნი ერგასისდაორ.
ძენი მაგებისნი ასერგასისდაექუს.
ძენი ელამარისნი ათას ორასერგასისდაოთხ.
ძენი არამისნი სამასდაოც.
ძენი ლიდლონისნი ლოვდადიდ და ონა, შჳდასოცდახუთ.
ძენი იერიქოვისნი სამასორმეოცდახუთ.
ძენი სენნასნი სამ ათას ექუსასოცდაათ.
და ძენი მღდელთანი და ძენი ედდოასნი სახლისა ისოსნი იოესედეკეანისნი ცხრაას სამეოცდაცამეტ.
ძენი ემერისნი ათას ერგასისდაორ.
ძენი ფასურისნი ათას ორასორმეოცდახუთ.
ძენი ერემისნი ათას შჳდას.
და ლევიტელთანი იგი ძენი ისუასნი, კადმიოელ ძისა სუდიასი სამეოცდაათოთხმეტ.
და რომელნი-იგი იყუნეს მეფსალმუნენი და შემასხმელნი და ძენი იგი ასაფისნი ასოცდარვა.
და ძენი მეკარეთანი, ძენი ელუმასნი, ძენი ატერისნი, ძენი ტელმონისნი და ძენი აკაკბობისნი, ძენი ატიტასნი, ძენი სობასნი, ყოველივე ასოცდააცხრამეტ.
და ნათანისგან თესლნი: ძენი არალისნი, ძენი ასუფასნი, ძენი ტაბაოტისნი.
ძენი კერაოსისნი, ძენი სიაასნი, ძენი ფადოენისნი.
ძენი ლაბანისნი, ძენი ადაბისნი, ძენი აკობისნი.
ძენი ადაბისნი, ძენი სელამისნი, ძენი ანანისნი.
ძენი გედდელისნი, ძენი გაარისნი, ძენი ჰრადისნი.
ძენი ჰრასუნისნი, ძენი გაზაამისნი, ძენი ნეკოვდასნი.
ძენი გაზანისნი, ძენი ფასესნი, ძენი ბაასისნი
ძენი ასენისნი, ძენი მოვანიმისნი, ძენი ნეფუმისნი.
ძენი ბაკუთისნი, ძენი აკუფასნი, ძენი არურასნი.
ძენი ბავლუთისნი, ძენი მიდაასნი, ძენი არისასნი.
ძენი ბარკოსისნი, ძენი სისარასნი, ძენი თამაისნი.
ძენი ნესოვასნი, ძენი ატტუფასნი.
ძენი მონათა სოლომონისნი, ძენი სოტეასანი, ძენი ასუფერატისნი, ძენი ფაკდურასნი.
ძენი იელაასნი, ძენი კედროვნისნი, ძენი კედედელისნი.
ძენი საფასტასნი, ძენი ატტილისნი, ძენი ფაქერუთისნი, ასაბუბ, ძენი იემეისნი.
ყოველნი იგი ძენი ნათანისნი და ძენი მონათა მათ სოლომონისათანი სამასოთხმეოცდაათორმეტ.
და ესენი არიან გამოსრულნი თელმელექად, თელარესად, ქერობად, ედარ და ემერად, და ვერ შეუძლეს თხრობად სახელთა მამათა თჳსთასა, უკუეთუ არს ნათესავი მათი ისრაჱლისაგან.
ძენი დალავისნი, ძენი ტობიასნი, ძენი ნეკოდასნი ექუსასერგასისდაორ.
და ძეთა მათგან მღდელთასა: ძენი აბაასნი, ძენი აკოსისნი, ძენი ბერზელესნი, ვითარცა მოიყვანნა ასულთა მათგან ბერზულოსთა გალაადიტელისა თჳსა ცოლად, იყო დავიწყება სახელთა მათთა.
და ეძიებდეს ნათესავთა რიცხუსა წიგნთა მათსა და არა იპოვა. და განაშორნეს იგინი მღდელთაგან.
და ჰრქუა ანამესითა მათ: არა წეს არს თქუენდა ჭამად სიწმიდისა მისგან წმიდათასა, ვიდრემდის აღდგეს მღდელთმოძღუარი და განცხადებულად უჩუენოს, მის მიერ განათლდენ ყოველნი სრულიად.
და იყო ყოველი იგი კრებული ერთბამად ოთხ ბევრი ორ ათას სამასსამეოც.
გარნა მონათა და მჴევალთა მათთა და მწყემსნი მათნი - ათას სამასოცდაათჩჳდმეტ და შემსხმელნი მეფსალმუნენი მათნი, მამანი და დედანი ორას;
ცხენები მათი შჳდასოცდათექუსმეტ და ჯორები მათი ორასორმეოცდაშვიდ.
და აქლემები მათი ოთხასოცდაოხუთმეტი და ვირები მათი ექუს ათას შჳდასდაოც;
და მფლობელნი იგი მამათმთავარნი, რომელნი მოვიდეს სახლსა უფლისასა იერუსალჱმდ, შეწირეს სახლსა ღმრთისასა განმზადებულება საშენებელად მისა,
რაოდენიცა იყო ძალი მათი, მისცეს აღსაგებელად საფასე საჴმრისა: ოქრო დიდრაქმა ექუსი ბევრი და ათას და ასი, და ვეცხლი ხუთ ათასი ქანქარი და კუართები სამღდელო ასერგასის.
დასხდეს მღდელნი და ლევიტელნი და ერისა მისგანნი შემასხმელნი და მეკარენი ნათანელნი ქალაქთა თჳსთა და ყოველნი ისრაჱლნი ქალაქთა თჳსთა.