ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი ეზრა, თავი 10

1

როცა ლოცულობდა ეზრა, როცა მტირალი და მონანული განრთხმული იყო ღვთის სახლის წინ, თავი მოეყარა მის გარშემო ისრაელიანთა დიდძალ კრებულს, კაცსა და ქალს, დიდსა და პატარას, და ცხარე ცრემლით ტიროდა ხალხი.

2

მიუგო ბექანია იეხიელის ძემ, ყელამიანთაგან, და უთხრა ეზრას: დამნშავენი ვართ ჩვენი ღმერთის წინაშე, უცხოელი ქალები რომ დავისვით ცოლად, ამ ქვეყნის ხალხთა ასულები. ახლა ერთი იმედიღა დარჩენია ისრაელს:

3

აღვუთქვათ ჩვენს ღმერთს, რომ ყველანი გავუშვებთ ცოლებს და მათ მონაგარს ჩემი ბატონის რჩევით და ჩვენი ღმერთის მცნებათა მოშიში ხალხის რჩევით. რჯულისამებრ იყოს.

4

ადექი, რადგან შენზეა ეს საქმე და ჩვენც შენთანა ვართ. გამხნევდი და იმოქმედე.

5

ადგა ეზრა და დააფიცა მღვდელთა მთავრები ლევიანები და მთელი ისრაელი, რომ ასე მოიქცეოდნენ. მათაც დაიფიცეს.

6

ადგა ეზრა ღვთის სახლის წინიდან, წავიდა იოხანან ელიაშიბის ძის სადგომისკენ და შევიდა იქ. პური არ უჭამია, არც წყალი დაულევია, რადგან მწუხარებდა გადანასახლები ხალხის დანაშაულის გამო.

7

გამოუცხადეს იუდასა და იერუსალიმში მყოფ ყველა გადანასახლებს, რომ იერუსალიმში მოეყარათ თავი.

8

ვინც სამ დღეში არ მოვიდოდა, ჩამოერთმეოდა მთელი ქონება თავკაცებისა და უხუცესების გადაწყვეტილებით, თავად კი გადანასახლებთა კრებულიდან მოიკვეთებოდა.

9

სამ დღეში თავი მოიყარეს იერუსალიმში იუდასა და ბენიამინის ხალხმა. ეს იყო მერვე თვეს, თვის მეოცე დღეს. იჯდა მთელი ერი ღვთის სახლის მოედანზე და კანკალებდა ამ ამბის გამო და წვიმისაგან.

10

ადგა ეზრა მღვდელი და უთხრა მათ: დანაშაული გაქვთ ჩადენილი: უცხოელი ქალები გყავთ ცოლებად, რომ ისრაელის ცოდვა გაამრავლოთ.

11

ახლა აღიარეთ შეცოდება უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთის წინაშე, და აღასრულეთ მისი ნება: განუდექით ამ ქვეყნის ხალხებს და უცხოელ ცოლებს.

12

ხმამაღლა მიუგო მთელმა კრებულმა: ასე იქნება, შენი ნათქვამისამებრ მოვიქცევით.

13

ოღონდ ბევრია ხალხი და ავდარია, შეუძლებელია გარეთ დგომა. თანაც ეს ერთი და ორი დღის ამბავი არ არის, რადგან ბევრი შეგვიცოდავს ამ საქმეში.

14

დადგნენ ჩვენი თავკაცები მთელი კრებულის ნაცვლად, ხოლო ყველანი, ვისაც ჩვენს ქალაქებში უცხოელი ცოლები ჰყავთ, მოვიდნენ დანიშნულ დროს თავთავიანთი ქალაქების უხუცესებთან და მსაჯულებთან ერთად, რომ აგვცილდეს ჩვენი ღმერთის რისხვა ამ ამბის გამო.

15

განსაკუთრებით იონათან ყასაელის ძე და იახზეია თიკვას ძე იდგნენ ამ აზრზე, ხოლო მეშულამი და ლევიანი შაბთაი მხარს უჭერდნენ მათ.

16

ასე მოიქცა გადანასახლები ხალხი. დაიყვნენ ეზრა მღვდელი და კაცები, მამისსახლთა თავკაცნი, თავ-თავიანთი მამისსახლთა მიხედვით - ყველანი სახელდებით იყვნენ ცნობილნი. დასხდნენ მეათე თვის პირველ დღეს ამ საქმის გასარკვევად.

17

პირველი თვის პირველი დღისთვის მორჩნენ ყველა იმ მამაკაცთა საქმეს, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ.

18

სამღვდელო წარმოშობის ხალხში, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ, აღმოჩნდნენ: იესო იოცადაკის ძისა და მისი ძმების შთამომავალთაგან: მაყასეია, ელიაზარი, იარიბი და გედალია.

19

ხელი მისცეს, რომ გაუშვებდნენ ცოლებს და ცოდვის გამოსასყიდად ვერძს შესწირავდნენ მსხვერპლად.

20

იმერიანთაგან: ხანანი და ზებადია.

21

ხარიმიანთაგან: მაყასეია, ელია, შემაყია, იეხიელი და ყუზია.

22

ფაშხურიანთაგან: ელიოყენაი, მაყასეია, იშმაყელი, ნათანიელი, იოზაბადი და ელყასა.

23

ლევიანთაგან: იოზაბადი, შიმყი და კელაია (იგივე კელიტა), ფეთახია, იუდა და ელიაზარი.

24

მგალობელთაგან: ელიაშიბი; კარის მცველთაგან: შალუმი, ტელემი და ური.

25

ისრაელიდან - ფარყოშიანთაგან: რამია, იზია, მალქია, მიამინი, ელყიაზარი, მალქია და ბენაია.

26

ყელამიანთაგან: მათანია, ზაქარია, იეხიელი, ყაბდი, იერემოთი, ზაბადი და ყაზიზა.

27

ზათუნიანთაგან: ელიოყენაი, ელიაშიბი, მათანია, იერემოთი, ზაბაადი და ყაზიზა.

28

ბებაიანთაგან: იეჰოხანანი, ხანანია, ზაბაი, ყათლაი.

29

ბანიანთაგან: მეშულამი, მალუქი, ყადაია, იაშუბი, შეალი და რამოთი.

30

ფახათ-მოაბიანთაგან: ყადნა, ქელალი, ბენაია, მაყასეია, მათანია, ბეცალივლი, ბინუ და მენაშე.

31

ხარიმიანთაგან: ელიყეზერი, იშია, მალაქია, შემაყია, სიმონი.

32

ბენიამინი, მალუქი და შემარია.

33

ხაშუმიანთაგან: მათნაი, მათათა, ზაბადი, ელიფელეტი, იერემაი, მენაშე და შიმყი.

34

ბანიანთაგან: მაყადაი, ყამრამი, უელი,

35

ბენაია, ბედია, ქელუჰუ,

36

ნეია, მერემოთი, ელიაშაბი,

37

მათანია, მათნაი, იაყასაი,

38

ბანი, ბინუი, შიმყი,

39

შელემია, ნათანი, ყადაია,

40

მაქენადებაი, შაშაი, შარაი,

41

ყაზარიელი, შელემიაჰუ, შემარია,

42

შალუმი, ამარია, იოსები.

43

ნებოიანთაგან: იეყიელი, მათითია, ზაბადი, ზებინა, იადაი, იოელი და ბენაია.

44

ამათ ყველას უცხოელი ცოლები ესვათ და ზოგიერთ მათგანს შვილებიც ჰყავდა შეძენილი.

1

და რაჟამს თაყუანის-სცა ეზრა აღსარებითურთ ამით და გოდებითა დიდითა, დავრდომილი იდვა ზედა პირსა ქუეყანისასა წინაშე უფლისასა, შეკრბეს მისა ყოველნი, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს, ერი მრავალი: მამანი და დედანი, ჭაბუკნი და ქალწულნი, და გოდებდა ერი იგი და აღიმაღლეს ჴმა ტირილისა მათისა

2

და მიუგო იოქონია, ძემან ელიასამან, ძეთა მათგან ელამისთა და ჰრქვა ეზრას: ჩუენ ვცოდეთ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა და ვისხენით ცოლნი უცხოთესლთაგან მის ქუეყანისათა და აწ არიან დღეს უსჯულოებანი შორის ისრაელსა.

3

და აწ აღვთქვათ აღთქმა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა: განჴდა ყოვლისა დედაკაცისა და ნათესავისა მათგანისა. და აწ, ვითარცა გნებავს, აღდეგ და შეაშინე მათ სჯულითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა, ვითარცა მცნება ბრძანებს:

4

აღდეგ და ვისმინოთ პირისაგან შენისა, და ჩუენ შენ თანა ვართ, და განძლიერდი და ყავ, ვითარცა ბრძანებულ არს უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისა.

5

და აღდგა ეზრა და აფუცნა მამათმთავარნი იგი ტომთა მათ და ლევიტელთა ყოველი ისრაელი ყოფად ამის სახისაებრ,

6

და ფუცეს და აღდგა ეზრა პირისაგან სახლისა უფლისა, და მოვიდა სახლსა საფასისა იოანეს, ძისა ელისუბისასა, პური არა ჭამა და წყალი არა სვა, და გოდებდა ზედა უსჯულოებათა მათ დიდ-დიდთა ცოდვათა სიმრავლისა.

7

და ქადაგი იგი ჴმობდა იერუსალემს და ურიასტანს და თქუა: ნფ8. ყოველივე, რომელი არა მოვიდეს იერუსალემად ვიდრე მესამედ დღემდე მთავართა მათგან და მოხუცებულთა, იყავნ შეჩვენებულ ყოვლითურთ მონაგებით მისით, და იგი თავადი განჴედინ კრებულისა მისგან ერისა ისრაელისა

8

9

და შეკრბა ყოველი კაცი იუდასი და ბენიამენისი იერუსალჱმად ვიდრე მესამედ დღემდე მეცხრესა მას თთვესა, რომელსა დღესა ოცი იყო თვისა მის, და სხდა ყოველი იგი ერი ურაკპარაკსა სახლისა უფლისასა, და იყვნეს შეძრწუნებულ ყოველნი სიტყუათაგან მისთა და ყინელისა მისგან ზამთრისა

10

და აღდგა ეზრა და ჰრქვა მათ: თქუენ ხართ, რომელთა სცოდეთ და ისხენით ცოლნი ასულთაგან უცხოთესლთასა და შესძინეთ უსჯულოებაჲ და ცოდვა ზედა ისრაელსა.

11

და აწ მიეცით დიდება უფალსა ღმერთსა მამათა ჩუენთასა და ყავთ სათნოებაჲ წინაშე მისსა და განეყენენით და განეშორენით ყოველთაგან წარმართთა მის ქუეყანისათა და ცოლთაგან უცხოთესლთასა, რომელნი ისხენით.

12

და მიუგო ყოველმან კრებულმან და ჰრქვა: დიდ არს სიტყუაჲ ეგე, რომელი სთქუ შენ ჩუენ ზედა.

13

რამეთუ ერი მრავალი ვართ ჩუენ, და ჟამი არს ზამთრისა და ვერ ვდეგით გარეშე, და საქმე ეგე არა არს ერთ დღე, ანუ თუ ორ დღე რამეთუ ფრიად შევცოდეთ ჩუენ ამით საქმითა).

14

და დგედ მთავარნი ყოველთა ადგილთა და ქალაქთა, რომელთა ესხნენ ცოლნი უცხოთესლთანი, მოვიდედ ჟამსა მას, რომელ-იგი მოხუცებულთა განაწესეს ქალაქად და ქალაქად, და დაისაჯნედ და განუქარვედ ცოდვა იგი ჩუენგან, და გარეწარაქციედ რისხვა იგი ღმრთისა ჩუენგან ამის სიტყჳსათჳს

15

და იონათან, ძე აზელისა, და იოვასია, ძე თეკუასი, დაადგინეს საქმისა ამის ზედა და მეზოლამ და საბათი ლევიტელნი შეეწეოდეს მათ.

16

და ყვეს ეგრე, რომელნი-იგი გამოსრულ იყვნეს ტყუეობისა მისგან და გამოირჩინა ეზრა მღდელმან კაცნი იგი მთავარნი მამათმთავართა მათგან სახლისა თჳსისათა, კაცნი სახელოვანნი, და მოვლეს თთვისთავსა მას მეათესა თთვისასა და განაგეს.

17

და განაშორეს ყოველი კაცი, რომელსა ესვა ცოლი უცხოთესლი, ვიდრე თთვისთავადმდე თთვისა მის პირველისა.

18

და იპოვნეს ძეთა მათგან მღდელნი, რომელთა ესხნეს ცოლნი უცხოთესლთაგან ძეთა მათგან ისოს იოსედეკიანისათა და ძმათა მისთა მანასეს და ელიეზერ და იარირ და გადალიმ.

19

და იწყეს განყენებად ცოლთა მათთა უცხოთესლთა მათთაგან და შეწირეს თჳთეულად ვერძები ცოდვათათჳს უმეცრებისა თჳსისათა:

20

და ძეთა მათგან ემერისა: ანანია, და ზებედია და ძეთა მათგან არამისთა: ელია, სამელ და ელოზია.

21

და ძეთა მათგან ფასურისთა: ელიანას, მასია, მისაელ, ნათანაელ, იოსაფატ და ელასა.

22

23

და ძეთა მათგან ლევიტელთასა: იოზაბათ, სამუთ, კოვლია (ესე აკოელიტას) და აფეთის და იუდას და ელიეზერ.

24

მეფსალმუნეთა და შემასხმელთაგანი იელისაბ და მეკარეთაგანნი სელომისა და თელემისა და უჰრიისა.

25

და ისრაილისაგან - ძეთა ფსოროპისა: ჰრშეიას, და აზია, და მელქია, და მეამიმ, ელიაზარ, მელქია და აბანია.

26

და ძეთა მათგან ელამისთა: მატთონია, ზაქარია, იაელ, ბაბდია, ერიმოოთ და ელია.

27

და ძეთა მათგან ზათუვასთა: ელიონე, ელიასაფ, მატთანა, იარომოთ, ზაბაათ, უაზაია.

28

და ძეთა მათგან ბაბეისთა: იოანან, ანანია და ზაბაის ათალოეს.

29

და ძეთა მათგან ბანისთა: მოსულამ და მალუქს, ადაიას, იოსაბაინ, და საალ და ჰრემეოთ.

30

და ძეთა მათგან ფადასისა-მოაბეისათა: ადენე და ქალიელ, ბანააია, და მასუახ, მათანაია, ბესელელის, ბანუვილ და მანასე.

31

და ძეთა მათგან ერამისთა: ელიეზარ, ესსაია, მელქია, სამერას, სიმეონ,

32

ბენიამენ, მალუქ, სამარია.

33

და ძეთა მათგან ასუმისთა: მათანაი, მატათი, საპათ, ელიფალეთ, იერემია. მანასე, სემის.

34

და ძეთა ამათგან ბანიისთა: მოდია, ამრამა და ველისა,

35

ბანია, და ბადიას, ქელია,

36

ოვინია, მარიმუთ, ელიმასიბ,

37

მათანია, მათანა, და იასი, და ბანი, ბანუისთა და სემისთა,

38

სელიმიას, და ნათანის ედიას, მაქნადადუის, ზესიასე, სარაი,

39

ეზრიელ, სელიმიეს, სამარიას,

40

სელუმ, ამარიას, ისებს,

41

და ძეთა მათგან ნაგუისთა: ივიელ, მათათიეს,

42

ზაბათ, ზებინნას,

43

იადიი, იოველ და ბანაია.

44

ესე ყოველნი იყუნეს, რომელთა ესხა ცოლები უცხოთესლები და შობდეს მათგან ძეებსა და ასულებსა.

12345678910