მიქა წინასწარმეტყველი, თავი 5
შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.
ამიტომ მიუშვებს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, რომელმაც უნდა შობოს; დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელიანებთან. მ
ის დადგება და დამწყესავს უფლის ძალით, უფლის, თავისი ღმერთის სახელის დიდებით, და მობრუნდებიან; რადგან ამიერიდან იდიდებს ის ქვეყნის კიდემდმე
და ის იქნება, მშვიდობას რომ მოიტანს. როცა აშური მოვა ჩვენს ქვეყანაში და როცა ფეხს დაადგამს ჩვენს დარრზებში, მაშინ აღვძრავ მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსს და რვა ცხებულს.
დამწყესავენ აშურის ქვეყანას მახვილით და ნიმროდის ქვეყანას მის კართან, და იხსნის აშურისგან, როცა ის მოვა ჩვენს ქვეყანაში და როცა ჩვენს საზღვრებში მემოდგამს ფეხს.
და იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის როგორც უფლის ცვარი, როგორც შხაპუნა წვიმა ბალახზე; აღარ ექნება კაცის იმედი და აღარ დაენდობა ადამიანებს.
და იქნება იაკობის ნატამალი ხალხებში, უამრავ ერებს შორის როგორც ლომი ტყის ცხოველთა შორის, ლომის ბოკვერივით ცხვრის ფარაში; თუ ჩაიარა, თელავს და გლეჯს და არავინაა მხსნელი.
აღიმართება შენი ხელი შენს მტრებზე და წარიხოცება ყველა შენი მოწინააღმდეგე.
მაშინ იქნება, ამბობს უფალი, რომ გაგიწყვეტ ცხენებს ქვეყანაში და ეტლებს გაგინადგურებ;
გავანადგურებ ქალაქებს შენს ქვეყანაში და დავაქცევ ყველა შენს ციხე-სიმაგრეს;
ხელიდან გამოგგლეჯ ჯადოქრებს და აღარ გეყოლება მჩხიბავები;
შეგიმუსრავ კერპებს და სათაყვანო სვეტებს და აღარ დაუწყებ თაყვანისცემას შენსავე ნახელავს;
ამოვძირკვავ შენს აშერებს შენი გარემოდან და დავაქცევ შენს ქალაქებს.
რისხვითა და გულისწყრომით მოვახდენ შურისგებას ხალხებზე, რომელთაც არ ინდომეს მოსმენა.
და შენ, ბეთლემ, სახლი ეფრათასი, მცირე ხარ ყოფად ათასეულთა შორის იუდასთა, რამეთუ შენგან გამოვიდეს ჩემდად ყოფადი, მთავრად ისრაჱლსა ზედა და გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოჲსათა
ამისთჳს მისცეს მათ, ვიდრე ჟამადმდე შობისა შუეს. და ნეშტნი ძმათა მისთანი მოიქცენ ძეთა მომართ ისრაჱლისათა
და დადგეს და იხილოს და მწყსიდეს სამწყსოსა მისსა ძლიერებით უფალი და დიდებისა მიერ სახელისა უფლისა ღმრთისა მათისა იყუნენ მით, რამეთუ განდიდნენ აწ ვიდრე კიდეთამდე, ქუეყანისათა
და იყოს ესე მშჳდობაჲ, ოდეს ასურასტანელი მოვიდეს ქუეყანასა ზედა თქუენსა და აღდგენ მის ზედა შჳდნი მწყემსნი და რვანი წყლულებანი კაცთანი
და მწყსიდენ ასსურსა მახჳლისა მიერ და ქუეყანასა ნავროდისსა საზღუარსა შინა მისა, და გიჴსნას შენ ასსურისაგან, ოდეს მოჴდეს ქუეყანასა ზედა თქუენსა და ოდეს ზედაღჴდეს საზღუართა ზედა თქუენთა.
და ყოს დაშთომილი იაკობისი საშუალ ერთა მრავალთა, ვითარცა ცუარი დავრდომილი უფლისა მიერ და ვითარცა წუეთი კლერტსა ზედა, რათა არ შეკრბეს არცა ერთი, არცა შემტკიცნეს შორის ძეთა კაცთასა.
და იყოს დაშთომილი იაკობისი წარმართთა შორის საშუალ ერთა მრავალთა, ვითარცა ლომი საცხოვართა შორის მაღნარსა შინა და ვათრცა ლეკჳ სამწყსოსა შორის ცხოვართასა, ვითარსახედ ოდეს განვლოს და განმმთესველმან მიიტაცოს, და არა იყოს განმარინებელი.
ამაღლდეს ჴელი შენი მაჭირვებელთა ზედა შენთა და ყოველნი მტერნი შენნი მოისრნენ.
და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - და მოვსრნნე ჰუნენი შენნი შორის შენსა და წარვწყმიდნე ეტლნი შენნი
და მოვსპნე ქალაქნი ქუეყანისა შენისანი და აღვიხუნე ყოველნი სიმაგრენი შენნი. და აღვიხუნე ყოველნი გრძნებანი შენნი ჴელთაგან შენთა და აღმომჴმობელნი არა იყუნენ შენდა
და მოვსპნე ქანდაკებულნი შენნი და ძეგლნი შენნი შორის შენსა. და არღა მერმე ართაყუანის-სცე ქმნულებსა ჴელთა შენთასა.
და აღმოვსჭრნე სერტყებნი საშუალისაგან შენისა და ვაუჩინოვნე ქალაქნი შენნი
და ვყო რისხვისა მიერ და გულისწყრომისა მის შურის-ძიებაჲ ნათესავთა შორის მათ წილ, რომელ არა მერჩდეს მე.