მიქა წინასწარმეტყველი, თავი 2
ვაი ავისმზრახველთ და ბოროტისმოქმედთ, განთიადისას რომ სჩადიან თავიანთ საწოლებზე, როცა ძალა აქვთ ხელებში!
მოუნდებათ ყანები და იტაცებენ, სახლები - და მიაქვთ; ავიწროებენ კაცსა და მის სახლს, ადამიანს და მის სამკვიდროს.
ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ბოროტს ვიზრახავ ამ მოდგმაზე, რომლისგანაც ვერ გაითავისუფლებთ კისრებს და გამართულად ვერ ივლით, რადგან ავი დროება იქნება.
იმ დღეს შეთხზავენ თქვენზე იგავს, გაიმართება გლოვა და ითქმება: გაძარცულნი ვართ! ჩემი ხალხის ხვედრი სხვას შეხვდა! როგორ გამცილდა! ჩვენ დამატყვევართ დაუნაწილდა ჩვენი ყანები.
ამიტომ არ გეყოლება უფლის კრებულში წილისყრით მიწის გამზომელი.
ნუ ქადაგებთ, მოქადაგენო! არ უქადაგოთ მათ, ვინც ვერ გაექცევა სირცხვილს.
ნათქვამია, იაკობის სახლო: განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმეები? განა კეთილი არ მოაქვს ჩემ სიტყვებს იმათთვის, ვინც წრფელად იქცევა?
ადრიდანვე მტრად აღდგა ჩემი ხალხი, ადრევე ხდიდით ტანისამოსს არხეინად მომავალთ, ბრძოლიდან დაბრუნებულთ.
ჩემი ერის ქალებს მათი სანუკვარი სახლებიდან ერეკებით; მათ ბავშვებს სამუდამოდ ართმევთ ჩემს დიდებას.
ადექით და წადით, არ არის აქ განსასვენებელი ადგილი; უწმიდურობის გამო გაიტანჯება და მწარე იქნება სატანჯველი.
ოჰ, ერთი მოიტყუებდეს ქარისა და სიცრუის მდევნელი კაცი: მე გიქადაგებთ ღვინოზე და თაფლუჭზეო. ის იქნებოდა ამ ხალხის ქადაგი.
მთლიანად შეგკრებ, იაკობ, თავს მოვუყრი ისრაელის ნატამალს; ერთად დავსხამ როგორც ცხვარს ფარეხში; როგორც ფარა თავის სადგომში, ისე ახმაურდება კაცთა სიმრავლისგან.
მათ წინ აივლის კედლის მნგრეველი, გაანგრევენ და გაივლიან და უკანვე გამოვლენ; ჩაივლის მათ წინ მათი მეფე და უფალი მათ სათავეში.
იქმნნეს შემრაცხელ შრომათა და მთქმელ ძჳრთა საწოლთა ზედა მათთა და მეყსეულად. დღისი და ნათლივ აღასრულებდეს მათ მით, რამეთუ არა აღიხუნეს ღმრთისა მიმართ ჴელნი მათნი
გული უთქმიდა აგარაკებთა და იტაცებდეს ობოლთა და სახლებსა ჰმძლავრობდეს და დაიტაცებდეს კაცსა და სახლსა მისსა, კაცსა და სამკჳდრებელსა მისსა.
ამისთვის, ამათ იტყჳს უფალი, აჰა, მე ვგულის-ვსიტყუავ ტომსა ამას ზედა ბოროტთა, რომელთაგან ვერ აღიხუმიდეთ ქედთა თქუნთა და ვერ ხჳდოდით მართლიად, რამეთუ ჟამი ბოროტი არს.
მას დღესა შინა მოღებულ იქმნეს თქუენ ზედა იგავი. და იგოდებოდეს გოდებაჲ, კილოჲთა მეტყუელი: საარებაჲ ვისაარებეთ. ნაწილი ერისა ჩემისა განინაწილა ვითარცა საბელითა. და არა იყო მაყენებელი მისი მოქცევად, აგარაკნი ჩუენნი განინაწილნეს.
ამისთჳს არა იყოს შენდა დამდებელ საბლსა წილსა შორის ეკლესიასა შინა უფლისასა
ნუ სტირთ ცრემლითა, ნუცა ცრემლოიან ამათ ზედა, რამეთუ არცა განეშოროს ყუედრება
მეტყუელი: სახლმან იაკობისამან განარისხა სული უფლისაჲ, უკეთუ ესენი სიმარჯუე მათდა არიან. არა სიტყუანი მისნი კეთილ მის თანა და აღმართებით ვიდოდიან და წინაშე ერი ჩემი
მტერად აღუდგა წინაშე მშჳდობისა მისისა. ტყავი მისი განჴადეს მიღებად სასოებისა შემუსრვაჲ ბრძოლისაჲ.
ამისთჳს წინამძღუარნი ერისა ჩემისანი განვარდენ სახლთაგან შუებისა მათისათა, ბოროტთათჳს სიმარჯუეთა განცჳვეს. მიეახლენით მთათა საუკუნეთა.
აღდეგ და ვიდოდე, რამეთუ არა არს შენდა განსუენება. არაწმინდებისათჳს განიხრწნენით ხრწნილებითა.
იდევნენით არცა ერთის ვის მდევრობასა, რომელი დამტკიცნა ტყუილთა. გწთოდა შენ ღჳნოდ და მთრვალობად, და იყოს ქუეყანისაგან წუეთი ერისა ამის
შეკრებული შეკრბეს იაკობ, ყოვლისა თანა მომლოდე მოველოდი ნეშტთა ისრაჱლისათა. დავდვა მოქცევაჲ მათი, ვითარცა ცხოვარნი ჭირსა შინა, ვითარცა სამწყსო საშუალ საწოლისა მათისა განვლიდენ, კაცთაგან
განკუეთილებისათჳს პირისა მათისა განჰკუეთეს და განვლეს ბჭე და განვიდა მისგან. და განვიდა მეფე მათი წინაშე პირსა მათსა, ხოლო უფალი უძღოდის მათ.