ლოცვანი
აპლიკაცია

ეკლესიასტე, თავი 6

1

არის ბოროტება, რომელიც ვიხილე მზისქვეშეთში და მძიმეა იგი კაცთათვის.

2

მისცემს კაცს ღმერთი ქონებას, სიმდიდრეს და დიდებას, და აჰა, ყველაფერი აქვს, რაც კი ინატრა, მაგრამ ღმერთი არ მოახმარებს და სხვა, უცხო ვინმე, მოიხმარს. ამაოება არის ეს და უბედურება.

3

კიდეც რომ შვას კაცმა ასი შვილი და იცოცხლოს მრავალი წელი, მაგრამ ვერ იგემოს სიამე და საფლავიც აღარ ეღირსოს, ვიტყვი, უჯობდა დედის მუცელს მოწყვეტილიყო.

4

ფუჭად რომ მოვიდა და ბნელში წავიდა, ბნელში რომ დაინთქა სახელი მისი;

5

ვისაც მზე არ უნახავს და არც გაუგია, იმ კაცზე უფრო მოსვენებულია.

6

თუნდაც იცოცხლოს ორი ათას წელს და ვერაფერი სიკეთე ნახოს, რა ბედენაა, მაინც ყველა ერთ ადგილს მივა.

7

ადამიანის ყოველი შრომა პირისთვისაა, მაგრამ სული არ აღივსება.

8

რადგან რა უპირატესობა აქვს ბრძენს უგუნურზე? ან და ღატაკს, რომელმაც იცის, როგორ გაუძლოს ცხოვრებას?

9

სჯობს თვალით ნახო, ვიდრე გულს აჰყვე - ამაოება არის ესეც და ქარის დევნა.

10

რაც კი არსებობს, ყოველივეს დიდი ხანია სახელი ჰქვია; არ არის კაცი, ესეც ცნობილია: ძლიერთან დავა კაცს არ შეუძლია.

11

ბევრი რამეა, ამაოებას რომ ამრავლებს; რა უპირატესობა აქვს კაცს?

12

რადგან ვინ უწყის, რა არის კარგი კაცისთვის მის ამაო წუთისოფელში, რომელსაც აჩრდილივით ატარებს? ვინ აუწყებს კაცს, რა მოხდება მის შემდეგ მზის ქვეშ.

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

123456789101112