ლოცვანი
აპლიკაცია

ეკლესიასტე, თავი 5

1

ნუ გისწრებს ენა და გული შენი ნუ გაჩქარის სიტყვის წარმოთქმას ღვთის წინაშე, რადგან ღმერთი ცაშია, შენ კი - მიწაზე. ამიტომ იკმარე ცოტა სიტყვები.

2

როგორც მრავლადაა სიზმარში ამბები, ისე მრავალსიტყვაა უგუნურის ნაუბარი.

3

თუ ღმერთს აღთქმას მისცემ, ნუ დააყოვნებ მის აღსრულებას, რადგან უპირონი არად ვარგანან. რასაც აღუთქვამ, აღუსრულე.

4

სჯობს არ აღუთქვა, ვიდრე აღთქმული არ აღუსრულო.

5

ნუ ათქმევინებ შენს ბაგეებს ისეთ სიტყვას, რომ ცოდვაში ჩაიგდო თავი; ნურც იმართლებ თავს ანგელოსის წინაშე, შევცდიო. რად უნდა განრისხდეს ღმერთი შენს ხმაზე და დაღუპოს შენი ხელით ქმნილი?

6

რადგან ბევრს სიზმრებს ბევრი ამაო სიტყვა ახლავს; შენ კი ღვთისა გეშინოდეს.

7

თუ სადმე ქვეყნად იხილავ ღატაკთა შევიწროებას და სიმართლისა და ჭეშმარიტების შერყვნას, ნუ გაიკვირვებ, რადგან მაღალს უთვალთვალებს მასზე მაღალი; ხოლო მათ ზემოთ კიდევ არის უფრო მაღალი.

8

უკეთესია ის ქვეყანა, სადაც მეფე ქვეყნისთვის იღწვის.

9

ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება, და არც სიმდიდრის მოყვარული თავის შემოსავლით. ესეც ამაოებაა.

10

ბევრ დოვლათს ბევრი მჭამელი ჰყავს; რაღა დარჩება პატრონს მისას? მხოლოდ ყურება.

11

ტკბილია ძილი მშრომელი კაცის, გინდ ცოტა ჭამოს, გინდ ბევრი; ხოლო სიმაძღრე ძილს უფრთხობს მდიდარს.

12

არის, მიხილავს მტანჯველი ბოროტება ამ მზისქვეშეთში: პატრონის საზიანოდ დამარხული სიმდიდრე.

13

დაიკარგება ეს სიმდიდრე უბედური შემთხვევის გამო და შვილი მისი ხელცარიელი დარჩება;

14

ისევ შიშველი გაბრუნდება, როგორც მოვიდა დედის მუცლიდან და ვეღარაფერს მოიხვეჭს შრომით.

15

ესეც მტანჯველი ბოროტებაა: როგორც მოვიდა, ისე რომ წავა. რა სიკეთეა, ფუჭად რომ შრომობს?

16

თან თავის დღეებს ბნელში ამოჭამს, დარდით, ტკივილით გულგასენილი.

17

აი, სად ვხედავ მე სიკეთეს, შესაფერ საქმეს: ჭამოს კაცმა, სვას და იხაროს თავისი ღვაწლით ამ მზისქვეშეთში დღენი მისნი, ღმერთმა რომ მისცა; რადგან ესაა მისი ხვედრი.

18

კაცს ღმერთი აძლევს ქონებასა და სიმდიდრეს და იმის შნოსაც, რომ მოიხმაროს, მიიღოს წილი და გაიხაროს თავისი შრომით; ეს ყველაფერი ღვთის წყალობაა.

19

და რაკი ბევრს ვეღარაფერს გაიხსენებს კაცი თავის სიცოცხლეში, ღმერთი მისცემს მას გულის სიხარულს.

1

ნუ ისწრაფი პირითა შენითა და გული შენი ნუ ისწრაფინ გამოღებად სიტყჳსა წინაშე ღმრთისა, რამეთუ ღმერთი ცათა შინა არს და შენ ქუეყანასა ზედა. ამისთჳს იყუნედ სიტყუანი შენნი მცირე

2

რამეთუ მოიწიოს ჩუენება სიმრავლითა განმცდელისაჲთა და ჴმაჲ უგუნურისაჲ სიმრავლითა სიტყუათაჲთა.

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

123456789101112