ლოცვანი
აპლიკაცია

დანიელ წინასწარმეტყველი, თავი 14

1

მეფე ასტიაგე შეერთო თავის მამა-პაპას და კიროს სპარსელმა მიიღო მისი სამეფო.

2

დანიელი მეფესთან ცხოვრობდა და პატივდებული იყო თავია ყველა მეგობარს შორის.

3

ჰქონდათ ბაბილონელებს კერპი, სახელად ბელი; მასზე ყოველწლიურად ხარჯავდნენ ოც არტაბა ხორბლის ფქვილს, ორმოც ცხვარს და ექვს საწყაო ღვინოს.

4

მეფე აღიარებდა მას ღმერთად და ყოველდღე მის თაყვანისსაცემად დადიოდა. დანიელი კი თავის ღმერთს სცემდა თაყვანს.

5

უთხრა მას მეფემ: ბელს რატომ არ სცემ თაყვანს? მიუგო: რადგან ხელით ნაკეთებ კერპებს არა ვცემ თაყვანს, არამედ ცოცხალ ღმერთს, ცისა და მიწის შემოქმედს, ყოველი ხორციელის მეუფეს.

6

უთხრა მეფემ: ხომ არ გგონია, ბელი ცოცხალი ღმერთი არ იყოს? ვერა ხედავ, ყოველდღიურად რამდენსა სჭამს და სვამს იგი?

7

უთხრა დანიელმა სიცილით: მეფეო, თავს ნუ იტყუებ, რადგან შიგნიდან თიხაა იგი, გარედან რვალი და არც არასოდეს უჭამია და არც უსვამს.

8

მაშინ განრისხებულმა მეფემ მოუხმო ქურუმებს და უთხრა: თუ არ გითქვამთ, ვინა ჭამს ყოველივე ამას, მოკვდებით, მაგრამ თუ დაამტკიცებთ, რომ ამას ბელი ჭამს, მაშინ დანიელი მოკვდება, რადგან სააუგო სიტყვა სთქვა ბელზე.

9

უთხრა დანიელმა მეფეს: შენი სიტყვისამებრ იყოს. ბელის ქურუმები სამოცდაათნი იყვნენ, მათი ცოლებისა და ბავშვების გარდა.

10

მივიდა მეფე დანიელთან ერთად ბელის ტაძარში.

11

უთხრეს ბელის ქურუმებმა: აჰა, ჩვენ გარეთ გავალთ, შენ კი, მეფეო, დააწყვე საზრდო, ჩამოასხი ღვინო, ჩარაზე კარი და შენი ბეჭდით დაბეჭდე; და თუ ხვალ მოხვალ და ვერ ნახავ, რომ ყველაფერი ბელმა შეჭამა, ჩვენ მოვკვდეთ; თუ არა და - დანიელი, რომელმაც ცილი დაგვწამა.

12

ისინი დამშვიდებულები იყვნენ, რადგან ტაბლის ქვეშ გააკეთეს საიდუმლო შესასვლელი; იქიდან შედიოდნენ და ჭამდნენ ყველაფერს.

13

გარეთ რომ გავიდნენ, მეფემ ბელს საზრდო დაუწყო.

14

დანიელმა კი უბრძანა თავის მსახურთ, რომ მოეახათ ნაცარი და მოებნიათ მთელ ტაძარში მხოლოდ მეფის თანდასწრებით. გარეთ გამოსულებმა ჩარაზეს კარი, მეფის ბეჭედით დაბეჭდეს და წავიდნენ.

15

ქურუმები კი, ჩვეულებისამებრ, ღამით მოვიდნენ თავიანთი ცოლებითა და ბალღებით, ყველაფერი შეჭამეს და შესვეს.

16

ადრიანად ადგა მეფე და დანიელიც მასთან ერთად.

17

უთხრა მეფემ: დანიელ, მთელია ბეჭედი? უთხრა: მთელია, მეფეო.

18

როგორც კი კარი გააღეს, მეფემ შეხედა ტაბლას და დიდი ხმით იყვირა: დიადი ხარ შენ, ბელ, და არანაირი სიცრუე არ არის შენთან!

19

გაიცინა დანიელმა და შეაკავა მეფე, რომ არ შესულიყო შიგნით, და უთხრა: დახედე იატაკს და გამოიცანი, ვისია ეს ნაფეხურები?

20

უთხრა მეფემ: კაცების, ქალებისა და ბალღების ნაფეხურებს ვხედავ.

21

განრისხებულმა მეფემ ბრძანა, შეეპყრათ ქურუმები და მათი ცოლ-შვილი, მათ უჩვენეს საიდუმლო კარი, რომლითაც შედიოდნენ ისინი და ყველაფერს ჭამდნენ, რაც მაგიდაზე ეწყო.

22

მაშინ დახოცა მეფემ ისინი და ბელი დანიელს მისცა; მან კი დაანგრია ისიც და მისი ტაძარიც.

23

იყო იქ ერთი დიდი ურჩხული, რომელსაც ბაბილონელნი თაყვანს სცემდნენ.

24

უთხრა მეფემ დანიელს: ამაზეც ხომ არ შეგიძლია თქვა, ცოცხალი ღმერთი არ არისო! თაყვანი ეცი მას.

25

უთხრა დანიელმა: უფალს, ჩემს ღმერთს ვცემ თაყვანს, რადგან ის არის ცოცხალი ღმერთი, ხოლო შენ, მეფეო, თუ ნებას მომცემ, უმახვილოდ და ულახტოდ მოვკლავ ამ ურჩხულს.

26

უთხრა მეფემ: ნება მომიცია.

27

აიღო დანიელმა ფისი, ქონი და ბეწვი, ერთად მოადუღა, დააგუნდავა და ხახაში ჩაუგდო ურჩხულს. შეჭამა ურჩხულმა და გასკდა. თქვა დანიელმა: ესეც თქვენი სათაყვანებელი!

28

ეს რომ ბაბილონელებმა გაიგეს, ფერი ეცვალათ, აღდგნენ მეფის წინააღმდეგ, თქვეს: მეფე იუდაელი გახდა; ბელი მოსპო, ურჩხული მოკლა, ქურუმები კი დახოცა.

29

მივიდნენ მეფესთან და უთხრეს: მოგვეცი დანიელი, თუ არა და შენც მოგკლავთ და შენს სახლსაც ამოეწყვეტთ.

30

როცა დაინახა მეფემ, რომ დაბეჯითებით ითხოვენ, იძულებული გახდა მიეცა მათთვის დანიელი.

31

და ჩააგდეს დანიელი ლომების ხაროში და ექვს დღეს იქ იყო იგი.

32

ხაროში შვიდი ლომი იყო და ყოველდღიურად ორი გვამი და ორი ცხვარი ეძლეოდათ. იმ დროს კი არაფერი მიუციათ, რათა დანიელი შეეჭამათ.

33

იყო იუდაში წინასწარმეტყველი ამბაკუმი; მან მოხარშა შეჭამადი, ჩაფშხვნა კერძში პური და მიდიოდა მინდვრად, რომ მომკელებისთვის მიეტანა.

34

უთხრა უფლის ანგელოზმა ამბაკუმს: ეგ საუზმე, შენ რომ გაქვს, წაუღე დანიელს ბაბილონში, ლომების ხაროში.

35

უთხრა ამბაკუმმა: უფალო, არც ბაბილონი მინახავს და არც ხარო ვიცი.

36

36. აიყვანა იგი უფლის ანგელოზმა თმებით და დააყენა ხაროს თავზე, ბაბილონში.

37

ჩასძახა ამბაკუმმა დანიელს და უთხრა: დანიელ, დანიელ! აიღე ეს საუზმე, ღმერთის გამოგზავნილია.

38

თქვა დანიელმა: შენ გამიხსენე, ღმერთო, და არ მიატოვე შენი მოყვარულნი.

39

ადგა დანიელი და ჭამა; ღვთის ანგელოზმა კი სასწრაფოდ დააბრუნა თავის ადგილზე ამბაკუმი.

40

მეფე მეშვიდე დღეს მოვიდა დანიელის გამოსატირებლად. მივიდა იგი ხაროსთან, ჩაიხედა შიგ და, აჰა, იქა ზის დანიელი.

41

მაღალ ხმაზე იყვირა მეფემ კია თქვა: დიდი ხარ, უფალო, ღმერთო დანიელისა, არ არსებობს სხვა შენს მეტი!

42

ამოაყვანინა იგი და ხაროში ისინი ჩაყარა, ვისაც მისი დაღუპვა უნდოდათ, და მის თვალწინ იქნენ შეჭმულნი.

1

2

და იყო დანიელი თანმემცხოვრებელ მეფისა და დიდებულ უფროს ყოველთა მოყვარეთა მისთა.

3

და იყო კერპი ბაბილოვნელთაჲ, რომლისა სახელი ბილ. და წარაგებდეს მისა მიმართ თითოეულსა დღესა სემიდალსა გრივსა ათორმეტსა, და ცხოვართა ორმეოცთა, და ღჳნოსა საწყაულსა ექუსთა.

4

და მეფე ჰმსახურებდა მას. და მივიდოდა მეფე თითოეულსა დღესა თაყუანის-ცემად მისსა, ხოლო დანიელ თაყუანის-სცემდა ღმერთსა თჳსსა. და ჰრქუა მას მეფემან: რასათჳს არ თაყვანის-სცემ ბილს?

5

ხოლო მან ჰრქუა მას: რამეთუ არა ვმსახურებ კერპთა ჴელითქმნულთა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, ამგებელსა ცისა და ქუეყანისასა და მქონებელსა უფლებისა ყოვლისა ჴორცისასა.

6

და ჰრქუა მეფემან: არ საგონებელ არს შენდა ბილ ყოფად ცხოვლად ღმერთად, ანუ არა ხედავა, რაოდენთა სუამსა და ჭამს თითოეულსა დღესა? და ჰრქვა

7

დანიელ განმცინებელმან: ნუ სცთები, მეფე, რამეთუ ესე შინაგანი უკუე თიჴა არსა, ხოლო გარეგანი რვალი. და არა უჭამიეს, არცა უსუამს ოდესმე.

8

და განმწყრალმან მეფემან მიუწოდა მღდელთა მისთა და ჰრქუა მათ: არა თუ მითხრათ მე, ვინ არს შემჭმელი წარსაგებელისაჲ ამის, მოჰკუდეთ.

9

ხოლო უკეთუ მიჩუენოთ მე, ვითარმედ ბილ შესჭამს ამათ, მოკუდეს დანიელ, რამეთუ გმო ბილის მიმართ. და ჰრქუა დანიელმან მეფეს: იყავნ სიტყჳსაებრ შენისა!

10

და იყუნეს მღდელნი ბილისნი სამეოცდაათ გარეშე დედათა და შვილთასა, და მოვიდა მეფე დანიელის თანა სახიდ ბილისა.

11

და თქუეს მღდელთა ბილისთა, ვითარმედ: აჰა, ჩუენ განვიდეთ გარე, ხოლო შენ, მეფე, დააგე ჭამადი, და ღჳნისა განმზავებელმან დადგი, და დაჰკლიტნე კარნი, და დაბეჭდე ბეჭდითა შენითა,

12

ხოლო იგინი შეურაცხ-ჰყოფდეს, რამეთუ ექმნაყე ქუეშე ტრაპეზისა დაფარულ შესავალი და მის მიერ შევიდოდეს მარადის, და იგინი სჭამდიან მათ.

13

და იყო, ვითარცა განვიდეს იგინი, და მეფემან დაუგო შეჭამადნი ბელსა, და უბრძანა დანიელ ყრმათა თჳსთა, და მოიღეს ნაცარი და მოაცურიეს ტაძარსა წინაშე ბელისსა, და გამოსრულთ მეფემან დანიელის თანა კარი დაჰბეჭდეს ბეჭდითა მეფისათა და წარვიდეს.

14

15

ხოლო მღდელნი შევიდეს ღამე წესისაებრ მათისა, შეჭამნეს ყოველნი და შესუეს.

16

და იმსთო განთიად მეფემან და დანიელმან მის თანა.

17

და ჰრქუა მეფემან: ჰგიანა ბეჭედნი, დანიელო? და თქუა დანიელმან: ჰგიან, მეფე.

18

და იყო, ვითარცა განხუმასა თანა კართასა მიმხედველმან მეფემან ტაბლისა მიმართ ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: დიდ ხარ, ბილ, და არა არს შენ თანა ზაკუად არცა ერთი.

19

და განიცინა დანიელმან, და იპყრა მეფესა შესლვად შინა და ჰრქუა: იხილე უკუე იატაკი და ცან, ვისნი არიან კუალნი ესე.

20

და თქუა მეფემან: ვხედავ კუალთა მამათასა და დედათასა და ყრმათასა.

21

და განრისხებულმან მეფემან შეიპყრნა მღდელნი, და ცოლნი, და შვილნი მათნი, და უჩუენეს დაფარულნი სარკმელნი, რომელთა მიერ შევიდოდეს და განლევდეს ტაბლისზედათა.

22

და მოსწყჳდნა იგინი მეფემან, და მისცა ბელი საჴელმწიფოდ დანიელს, და დაამჴუა იგი და ტაძარი მისი.

23

და იყო ვეშაპი დიდი მასვე ადგილთა შინა და ჰმსახურებდეს მას ბაბილოვნელნი იგი.

24

და ჰრქუა მეფემან დანიილს: აჰა, ესე, არ ძალ-გიც შენ თქმად, ვითარმედ არა არს ესე ღმერთი ცხოველი, არამედ მოედ და თაყუანის-ეც მას.

25

და თქუა დანიელმან: უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანის-ვსცე, რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველი.

26

ხოლო შენ, მეფეო, მომეც ჴელმწიფება და მოვაკუდინო ვეშაპი თჳნიერ მახჳლთა და კუერთხთასა. და ჰრქუა მეფემან: მიგცენ შენ.

27

და მოიღო დანიელმან ფისი, და ცმელი, და ბალანი და შეაგბნა ერთბამად, და შექმნა გუნდად, და მისცა პირსა ვეშაპისასა და განიბძარა ვეშაპი იგი. თქუა: იხილეთ სამსახურებელნი თქუენნი.

28

და იყო, ვითარცა ესმა ბაბილოვნელთა, შეეწყინავე ფრიად, და შეკრბეს მეფისა ზედა და თქუეს: ჰურია იქმნა მეფე, ბილი შემუსრა, და ვეშაპი მოკლა და მღდელნი მოსრნა, მოვიდეს

29

და თქუეს მეფისა მიმართ: მოგუეც ჩუენ დანიილ, უკუეთუ არა, მოგკლავთ შენ და სახლი შენი იავარ-ვჰყოთ.

30

და იხილა მეფემან, რამეთუ ზედდაესხმიან მას ფრიად და იძულებულმან მისცა მათ დანიილ.

31

ხოლო მათ შთააგდეს იგი მღჳმესა მას ლომთასა, და იყო მუნ დღეთა ექუსთა.

32

ხოლო იყვნეს მღჳმესა მას შინა შჳდნი ლომნი. და მიეცემოდა მათ დღივ ორი კაცისა გუამნი და ორნი პატრუჭაკნი. ხოლო მაშინ არა მიეცა მათ, რაჲთა შეჭამონ დანიილი.

33

იყო ამბაკომ წინაწარმეტყუელი იუდეასით, და მან შეაგბო გბოლვილი, და შთაანეცუნა პურნი ვარცლსა და განვიდოდა ველად მირთუმევად მომკალთა.

34

და ჰრქუა ანგელოზმან უფლისამან ამბაკუმს: მიართუ სამხარი, რომელი გაქუს ბაბილონად დანიელს მღჳმესა მას შინა ლომთასა.

35

და თქუა ამბაკომმან: უფალო, ბაბილონი არ მიხილავს და მღჳმე იგი არ ვიცი.

36

და უპყრა ანგელოზმან უფლისამან თხემისა მისისა და მტჳრთველმან თმითა თავისა მისისათა დადვა იგი ბაბილონს მღჳმესა ზედა და განკრთომილებასა შინა სულისა მისისასა.

37

და ჴმა-ყო ამბაკუმ მეტყუელმან: დანიელ, დანიელ, მიიღე სამხარი, რომელ წარმოგცა შენ ღმერთმან.

38

და ჰრქუა დანიელმან: რამეთუ მომიჴსენე, მე, ღმერთო, და-არც-უტევენ მოყუარენი შენნი.

39

და აღდგომილმან დანიელმან ჭამა, ხოლო ანგელოზმან ღმრთისამან კუალად-აგო ამბაკუმ მეყსა შინა ადგილსა ზედა თჳსსა.

40

ხოლო მეფე მოვიდა დღესა მეშჳდესა გოდებად დანიილისსა და მივიდა მღჳმესა ზედა და შთაიჭჳრა, და, აჰა, დანიელ მჯდომარე.

41

და მღაღადებელმან მეფემან ჴმითა დიდითა თქუა: დიდ ხარ შენ, უფალო ღმერთო დანიელისო, და არა ვინ არს თჳნიერ შენსა. და აღმოიქუეს იგი მღჳმისაგან.

42

ხოლო მიზეზნი წარწყმედისა მისისანი შთათხინნა მღჳმედ და შეიჭამნეს მეყსეულად წინაშე მისსა.

1234567891011121314