ლოცვანი
აპლიკაცია

მეორე ეზრა, თავი 2

1

სპარსელთა მეფის კიროსის მეფობის პირველ წელს, რათა იერემიას პირით თქმული უფლის სიტყვა აღსრულებულიყო, სული აღუძრა უფალმა კიროსს, სპარსელთა მეფეს, და მან აუწყა მთელს თავის სამეფოს სიტყვით და წერილით:

2

ამას ამბობს სპარსელთა მეფე კიროსი: მე დამადგინა სამყაროს მეფედ ისრაელის უფალმა, უზენაესმა უფალმა და ნიშანი მომცა, რათა ავუშენო მას სახლი იერუსალიმში, იუდაში რომ არის.

3

ამიტომაც თუ ვინმე არის თქვენში მისი ხალხიდან, მისი უფალი იყოს მასთან, და ავიდეს იერუსალიმში, იუდაში რომ არის და ააშენოს სახლი ისრაელის ღვთისა (იგია უფალი, იერუსალიმში დამკვიდრებული).

4

ყოველი კაცი, სადაც არ უნდა სახლობდეს, შეეწიოს მათ ოქროთი და ვერცხლით, ცხენთა და საქონელთა გაღებით და სხვა აღთქმული შესაწირავით უფლის ტაძრისთვის იერუსალიმში.

5

აღდგნენ საგვარეულოთა უხუცესნი იუდას ტომიდან და ბენიამინის ტომიდან, მღვდლები და ლევიანები, და ყველანი, რომელთაც სული გაუღვიძა უფალმა წასასვლელად და უფლის სახლის ასაშენებლად იერუსალიმში.

6

მათ ირგვლივ მცხოვრებნი შეეწეოდნენ მათ ყველაფრით - ვერცხლით და ოქროთი, ცხენებითა და საქონლით, და ბევრი აღთქმული შესაწირავით მრავალთაგან, რომელთა გონებაც აღძრული იყო.

7

მეფე კიროსმა გამოიტანა უფლის წმინდა ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორს იერუსალიმიდან ჰქონდა წამოღებული და თავის საკერპოში დადებული.

8

გამოიტანა ისინი კიროსმა, სპარსელთა მეფემ და გადასცა მითრიდატეს, თავის მეგანძურს, მისი მეშვეობით კი გადაეცა შეშბაცარს, იუდას მთავარს.

9

მათი რიცხვი იყო: ათასი ოქროს ტაკუკი, ათასი ვერცხლის ტაკუკი, ოცდაცხრა ვერცხლის სასაკმევლე,

10

ოცდაათი ოქროს ფიალა, ორი ათას ოთხას ათი ვერცხლისა და სხვა ჭურჭელი - ათასი.

11

წამოღებული ჭურჭელი, ოქროსი და ვერცხლისა, სულ იყო ხუთი ათას ოთხას სამოცდა ცხრა; მოტანილი იქნა ისინი შეშბაცარის მიერ დაბრუნებულ ტყვეებთან ერთად, ბაბილონიდან იერუსალიმში.

12

სპარსელთა მეფის არტაქსერქსეს მეფობის ჟამს მისწერეს მას იუდაში და იერუსალიმში მცხოვრებთა წინააღმდეგ ბიშლამმა, მითრიდატემ, ტაბეელმა, რეხუმმა და ბეელტეთმოსმა, მწერალმა შიმშაიმ და მათმა დანარჩენმა თანამზრახველებმა, რომელნიც სახლობდნენ სამარიასა და სხვა ადგილებში, შემდეგი წერილი:

13

მეფე არტაქსერქსეს, ჩვენს ბატონს, შენი ქვეშევრდომები - მრჩეველი რეხუმი, მწერალი შიმშაი და სხვა მსაჯულნი მათი საბჭოსი კოილე სირიასა და ფინიკიაში.

14

აწ ეუწყოს მეფე-ბატონს, რომ თქვენგან წამოსული იუდაელნი ჩვენთან მოვიდნენ იერუსალიმში, და აშენებენ ქალაქს, წინააღმდგომსა და ბოროტს, მოედნებსა და კედლებს აღადგენენ და ტაძარს საძირკველს უყრიან.

15

თუ ეს ქალაქი აშენდება და კედლები გასრულდება, არათუ შეწყვეტენ ხარკის გადახდას, არამედ მეფეებსაც წინაღუდგებიან.

16

რაკი ტაძრის მშენებლობა მიდის, საჭიროდ მივიჩნევთ არ უგულვებელვყოთ ყოველივე ეს, არამედ ვაუწყოთ მეფე-ბატონს, ხომ არ ინებებს შენი მამა-პაპის წიგნებში ჩახედვას.

17

ჰპოვებ მატიანეებში, რაც მათ შესახებ არის ჩაწერილი, და შეიტყობ, რომ ეს ქალაქი მეფეთა მოღალატე იყო და იუდაელები ქალაქთა მაშფოთებელნი, წინააღმდგომნი და მეამბოხენი დასაბამიდან, რა მიზეზითაც მოოხრებულ იქნა ეს ქალაქი.

18

გვიუწყებია შენთვის, მეფე-ბატაანო, რომ თუ ეს ქალაქი აშენდება და მისი კედლები აღიმართება, არ გექნება გასასვლელი კოილე სირიასა და ფინიკიაში.

19

მაშინ მისწერა მეფემ რეხუმს, გარემოებათა აღმწერელს, ბეელტეთმოსს, მწერალ შიმშაის და სხვა თანმზრახველებს, სამარიაში, არამში და ფინიკიაში მცხოვრებთ შემდეგი:

20

წავიკითხე წერილი, რომელიც გამომიგზავნეთ მე.

21

ვბრძანე მოძიება და აღმოჩნდა, რომ ეს ქალაქი დასაბამიდან მეფეთა წინააღმდგომი ყოფილა, მისი ხალხი კი მოღალატე და ომების ამტეხი.

22

იყვნენ მეფეები იერუსალიმში, ძლიერნი და ულმობელნი, მფლობელნი და ხარკის ამკრეფნი სირიასა და ფინიკიაში.

23

აწ მიბრძანებია, რომ მაგ ხალხს აეკრძალოს ქალაქის შენება;

24

თვალყური ედევნოს, რათა აღარაფერი კეთდებოდეს და ბოლო მოეღოს მეფეთა შესაწუხებელ ბოროტმოქმდებებს.

25

როდესაც წაიკითხეს მეფე არტაქსერქსესაგან მოწერილი, რეხუმი, მწერალი შიმშაი და მათი თანამზრახველნი მოსწრაფებით გაემართნენ იერუსალიმისაკენ ცხენოსანთა თანხლებით და ხალხის ამხედრებით იწყეს მშენებელთა შეპყრობა.

26

შეწყდა შენება ტაძრისა იერუსალიმში სპარსთა მეფის დარიოსის მეფობის მეორე წლამდე.

1

მეფობასა კჳროსისასა სპარსთა ზედა წელსა მას პირველსა აღესრულა სიტყუა უფლისა, რომელსა იტყოდა პირითა იერემია წინაწარმეტყუელისათა.

2

ესრე იტყჳს კჳროს, მეფე სპარსთა, გამომიცხადა მე მეფემან ყოველთა ცისკიდეთამან, უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან, უფალმან ჭეშმარიტმან.

3

აწ ვინცა იყოს, რომელსა თანა იყოს ნათესავთაგანი ჰურიათა, და უფალი ღმერთი იყოს მის თანა, და აღვიდენ იერუსალჱმდ ჰურიათა მათ თანა, და აღაშენეს ტაძარი იგი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ესე არს უფალი, რომელი-იგი დამკჳდრებულ არს იერუსალჱმს.

4

და ყოველნივე, რომელნი-იგი თჳთეულად თჳსთა ადგილთა დამკჳდრებულ იყუნენ, შეეწინედ მათ ოქროთა და ვეცხლითა.

5

ცხენებითა და საცხოვრითა და ყოვლითა განმზადებულებითა თჳსითა შეწირვად ტაძარსა უფლისა ღმრთისა იერუსალჱმს.

6

და დაადგინეს მთავარნი იგი ნათესავთა და მამათა მთავართაებრ ნათესავისაებრ იუდასისა, ტომისაგან ბენიამენისი, მღდელთა და ლევიტელთა და ყოველთა, რომელთა განაღჳძა უფალმან სული მათი მისლვად აღშენებად ტაძრისა მის უფლისა იერუსალჱმს, რომელნი გარემოს იყუნენ.

7

შეეწივნენ ყოველნი ოქროთა და ვერცხლითა, ცხენებითა, საცხოვარითა და აღუთქუეს უფალსა, რაოდენი-რა შთაურდეს გონებასა.

8

და მეფემან კჳროს მოღებად-სცა სამსახურებელი იგი წმიდა უფლისა, რომელი-იგი წარეღო ნაბოქოდონოსორს იერუსალჱმით და დაედვა სახლსა მას კერპთა თჳსთასა.

9

მოღებად-სცა კჳროს, მეფემან სპარსთამან, და უბრძანა მიცემად სამსახურებელი იგი მითრდატს, მეფასეთა მთავარსა თჳსსა.

10

და მიუთვალა მითრდატ და მისცა სამნასარს, მთავარსა იუდასასა.

11

და ესე იყო რიცხჳ სამსახურებელისა მის ჭურჭელისა უფლისა: სამსახურებელი ოქროსა ათას და სამსახურებელი ვეცხლისა ათას, გუარდაკები ვეცხლისა ოცდაცხრა და საფასები ოქროსა ოცდაათ და ვეცხლისა ორ ათას ოთხასდაოცი, სხუა ჭურჭელი ათას.

12

ჟამთა მეფობისა არტაშესთა, სპარსთა მეფისა, მიწერეს მისა, რომელნი-იგი დამკჳდრებულ იყუნეს ურიასტანსა და იერუსალჱმს, ბალასამე, და მითრდატ, და ბელლაეს, და არითმოს, და ბელტეთემეოს და სამაელიეს მწერალი, და სხუანიცა მრავალნი მთავარნი მათ თანა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს ზღჳსკიდესა მას, ქანანელნი და ტჳრელნი, ამანელნი და მოაბელნი, სამარიტელნი და სხუანი მრავალნი ადგილისმპყრობელნი, მიწერეს წიგნი სახე ესრეთ

13

მეფესა არტაშესის, უფალსა ჩუენსა, მონანი შენნი: არაითმე და ბეთსელემ, რომელნი თაყუანის-გცემდეს შენ, და სამელიე მწერალი, და ყოველნივე თანამზრახველნი ჩუენნი გიკითხავთ, და მსაჯულნი ასურთანი და ქანანელთანი.

14

აწმცა უწყებულ ხარ უფალი ჩუენი და მეფე ჰურიათა მათთჳს, რომელნი გამოვიდოდეს ჩემდა, მისრულ არიან იერუსალჱმდ, ქალაქსა განდგომილთასა და განმამწარებელთასა და აშენებენ მას და უბნებსა მისსა და ზღუდეთა მისთა ეგულების გამაგრება, ტაძრისა მის ნებავს აღშენება.

15

აწ უკეთუ ქალაქი ესე აღაშენონ და ზღუდენი ამათნი აღესრულნენ, ხარკსა არა ვინ უხარკებდენ, არამედ მეფეთაცა მჴდომად აღუდგენ,

16

რამეთუ იქადიან და ესვენ ტაძარსა მას თჳსსა. აწ კეთილ-მიჩნდა ჩუენდა, ვითარცა იზრუნა ამის საქმისათჳს

17

და ჰპოო წერილი საჴსენებელთა და სცნა, ვითარმედ ქალაქი ესე განდგომილთა არს და მეფენი ამისნი.

18

აწ გაუწყებთ უფალსა ჩუენსა, შარავანდედსა, უკუეთუ ქალაქი ესე აიშენოს და ზღუდენი ამისნი აღემართნენ, ყოველი ჴელმწიფება და გზა ასურასტანით კერძო და ქანანით არ იყოს.

19

მას ჟამსა მიწერა არტაშეს მეფემან ჰრათიმისა, და ბელტედიმესა, და სამაელისა, მწერლისა, სხუათაცა ყოველთა, რომელნი მკჳდრ არიან სამარიათ კერძო და ასურასტანით და ქანანით, რომელთა მიწერეს.

20

აღმოვიკითხეთ წიგნი იგი თქუენი, რომელი მოსწერეთ ჩემდა და ვბრძანე ხილვად მატიანთა საჴსენებელთასა. და იპოვა ქალაქი ეგე დასაბამითგან უკუნისამდე მჴდომ ყოველთა მეფეთა.

21

22

და ქუეყანა ულმო და ზესთამბრძოლ ყოველთა კერძო, რომელნი დამკჳდრებულან მას ზედა და მეფენი ძლიერნი და ფიცხელნი, რომელნი არიან იერუსალჱმსა, და უფლებდეს და ხარკსა მოაჴდიდეს ასურეთით და ქანანით კერძოთა.

23

აწ, ეგერა, გიბრძანებიეს კაცთა მაგათ, რათა არა აღაშენებდეს ქალაქსა მაგას და თქუენ გულს-იდგინეთ,

24

რათა არა უფროს აღემატოს უკეთურება მაგათი, აღუდგენ და შრომა შეამთხჳონ მეფობასა ამას ჩუენსა.

25

და მას ჟამსა აღმოიკითხონ წიგნი იგი მეფისა არტაშესისი და რათიმე და სამაელ მწერალმან და სხუათა მრავალთა მათ თანა, და მსწრაფლ აღვიდენ იერუსალჱმდ.

26

და არა აუფლეს ჰურიათა მათ შენებად და დააყენეს შენება ტაძრისა უფლისა იერუსალჱმს, ვიდრე მეორედ წლადმდე შარავანდედობისა დარეჰ სპარსთა მეფისა.

123456789