ლოცვანი
აპლიკაცია

იონა წინასწარმეტყველი, თავი 3

1

იყო მეორედ უფლის სიტყვა იონაზე.

2

ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და იქადაგე საქადაგებელი, რასაც მე გეტყვი.

3

ადგა იონა და წავიდა ნინევეში, როგორც უფალმა უბრძანა. დიდი ქალაქი იყო ღვთის წინაშე ნინევე, სამი დღის სავალი.

4

იარა იონამ ერთი დღე ქალაქში, ქადაგებდა და ამბობდა: კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე.

5

იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ.

6

შეიტყო ეს ამბავი ნინევის მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი; ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა.

7

გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს.

8

ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული.

9

ვინძლო კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ!

10

შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ, და აღარ უყო.

1

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იონას მიმართ მეორედ მეტყუელი:

2

აღდეგ და წარვედ ნინევად ქალაქად დიდად, და ქადაგე მას შინა ქადაგებისაებრ წინასწარისა, რომელი მე ვთქუ შენდამი.

3

და აღდგა იონა და წარვიდა ნინევად, ვითარცა თქუა უფალმან. ხოლო ნინევი იყო ქალაქი დიდი ღმრთისაჲ, ვითარცა სავალი გზისა სამთა დღეთასა.

4

და იწყო იონამან სლვად ქალაქად, ვითარ სავალსა დღისა ერთისასა და ქადაგა და თქუა: მერმე სამნიღა დღენი და ნინევი დაიქცეს.

5

დაემორწმუნნეს კაცნი ნინევისანი ღმერთსა. და ქადაგეს მარხვაჲ და შეიმოსეს ძაძაჲ დიდითგან მათით, ვიდრე მცირედ მათდა.

6

და მიეახლა სიტყუა მეფისა მიმართ ნინევისა, და აღდგა საყდრისაგან მისისა და მოიძარცუა შესამოსელი მისი მისგან, და გარემოირტყა ძაძაჲ, და დაჯდა ნაცარსა ზედა,

7

და იქადაგა და ითქუა ნინევს შინა მეფისა მიერ. და დიდ-დიდთა მისათა მეტყუელთა: და კაცნი და საცხოვარნი და ზროხანი და ცხოვარნი ნუ იგემებენ ნურარას. და წყალსა ნუ სმენ, ნუცა ძოენ.

8

და გარემოირტყეს ძაძაჲ კაცთა და საცხოვართა და ღაღად-ყუეს ღმრთისა მიმართ გულსმოდგინედ და მოაქცია კაცადმან გზისაგან თჳსისა ბოროტისა და სიცრუისაგან ჴელთა მათთაშინაჲსა მეტყუელთა:

9

ვინ უწყის მო-თუ-აქციოს უფალმან და ვედრებულ იქმნეს. და მოიქცეს რისხვისაგან გულისწყრომისა მისისა და არა წარვწყმდეთ?

10

და იხილნა ღმერთმან საქმენი მათნი, რამეთუ მოაქციეს გზათაგან მათთა ბოროტთა და შეინანა ღმერთმან სიბოროტესა ზედა, რომელი თქუა ყოფად მათდა და არა უყო.

1234