ლოცვანი
აპლიკაცია

საღამოს ლოცვები · 13 / 13

ლოცვა დაწოლის წინ სავედრებელი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ სამარადისო

ყოვლისა ნათესავისა კაცთასა სასოებაო და სიტკბოებაო, სამკაულო ყოველთა არსთა შექმნილთა, უბრწყინვალესო ნათელო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო, რომელმან პირველ ჟამთა გამომხსნელი იგი ნათელი აღსასრულსა ჟამთასა ხორცითა გვიშევ ჩვენ და ბნელისა იგი მაოტებელი ცისკარი მზისა მის სიმართლისა დასვლასა მზისასა, ვითარცა ელვა, აღმოგვიბრწყინვე, მოგვიხსენენ ჩვენცა, რომელნი ესე მოსრულ ვართ თაყვანისცემად სიწმიდისა შენისა და წადიერად სურვილით ვხადით სახელსა შენსა წმიდასა, წარსრული ამის დღისა მტერისა მიერნი წყლულებანი სულთა ჩვენთანი განაქარვენ, რამეთუ შენ გესავთ, მოიხილე ჩვენზედა ტკბილითა მაგით მეოხებითა შენითა, უბიწოო, წყალობის მომრთმეველ გვექმენ ჩვენ ძისაგან შენისა, რათა სიბნელესა ამას წინამდებარესა ღამისასა შენ მიერ ყოველთაგან საფრთხეთა და დაბრკოლებათა ეშმაკისათა უვნებელად თანაწარვხდეთ და კვალად ცისკრისა გალობასა ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა აღვიმსთოთ, დიდებისმეტყველებად და მადლობისა შეწირვად ძისა და ღვთისა შენისა, უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაწოლის წინ გამოისახე პირჯვარი და ჯვარი გადასახე სარეცელსაც შემდეგი სიტყვებით: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.“

აღდგომიდან ამაღლებამდე ამ ლოცვის ნაცვლად იკითხება ტროპარი: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი" (3-გზის). ამაღლებიდან სულთმოფენობამდე ლოცვებს ვიწყებთ „წმიდაო ღმერთო"-თი

✠ ფსალმუნნი ✠