ფსალმუნნი დავითისნი · 99 / 151
ფსალმუნი 99
99
ფსალმუნი დავითისი, აღსარებისათვის
1
ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაი. 2. ჰმონებდით უფალსა სიხარულით, შევიდოდეთ
მის წინაშე მხიარულებით. 3. და უწყოდეთ, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი;
მან შემქმნნა ჩუენ, და არა ჩუენ, ხოლო ჩუენ ვართ ერი მისი და ცხოვარნი სამწყსოისა
მისისანი. 4. შევიდოდეთ ბჭეთა მისთა აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა; აუარებდით
მას და აქებდით სახელსა მისსა. 5. რამეთუ ტკბილ არს უფალი და უკუნისამდე არს წყალობაი
მისი, და თესლითი თესლადმდე არს ჭეშმარიტებაი მისი.