ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი დავითისნი · 98 / 151

ფსალმუნი 98

98

ფსალმუნი დავითისი

1

უფალი სუფევს, განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქუეყანაი.

2

უფალი სიონს დიდ არს და მაღალ არს ყოველთა ზედა ერთა. 3. აუარებდენ სახელსა

შენსა დიდსა, რამეთუ საშინელ და წმიდა არს. 4. და პატივსა მეუფისასა სამართალი

უყუარს; შენ განმზადე სიწრფოებაი, განკითხვაი და სიმართლე იაკობის თანა შენ ჰყავ.

5

აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერხთა

მისთასა, რამეთუ წმიდა არს. 6. მოსე და აჰრონ მღუდელთა შორის მისთა და სამოელ მათ

თანა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა; ხადოდეს უფალსა და მას ესმა მათი. 7. და სუეტითა

ღრუბლისაითა ეტყოდა მათ; რამეთუ იმარხვიდეს წამებათა მისთა და ბრძანებათა მისთა,

რომელ მოსცნა მათ. 8. უფალო ღმერთო ჩუენო, შენ ისმინე მათი; ღმერთო, შენ მომტევებელ

ექმენ მათ და შურის მეძიებელ ყოველთა ზედა საქმეთა მათთა. 9. აღამაღლებდით უფალსა

ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-ეცით მთასა წმიდასა მისსა; რამეთუ წმიდა არს უფალი

ღმერთი ჩუენი.