ფსალმუნნი დავითისნი · 133 / 151
ფსალმუნი 133
გალობა აღსავალთა, 133
1
აქა აკურთხევდით უფალსა ყოველნი მონანი უფლისანი, რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა,
ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა. 2. ღამესა აღიპყრენით ხელნი თქუენნი წმიდად მიმართ
და აკურთხევდით უფალსა. 3. გაკურთხოს შენ უფალმან სიონით, რომელმან ჰქმნა ცანი
და ქუეყანაი. დიდებაი.