ფსალმუნნი დავითისნი · 132 / 151
ფსალმუნი 132
გალობა აღსავალთა, 132
1
აჰა, ესერა რაი-მე კეთილ, ანუ რაი-მე შუენიერ, არამედ დამკვიდრებაი ძმათაი
ერთად. 2. ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წუერთა ზედა, წუერთა
ზედა აჰრონისთა, რომელი გარდამოვალნ სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა. 3. ვითარცა
ცუარი გარდამომავალი აერმონით მთასა ზედა სიონსა; რამეთუ მუნ ამცნო უფალმან კურთხევაი
და ცხოურებაი უკუნისამდე.