ლოცვანი
აპლიკაცია

ანგია წინასწარმეტყველი, თავი 2

1

მეშვიდე თვეს, თვის ოცდამეერთე დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით:

2

უთხარი ზერუბაბელ შალათიელის ძეს, იუდას განმგებელს, იესო იეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს და მთელს დანარჩენ ხალხს.

3

ვინ არის დარჩენილი თქვენს შორის, ვინც მოსწრებია ამ სახლის პირვანდელ დიდებას? რას ხედავთ ახლა? ხომ არარაობად ჩანს თქვენს თვალში!

4

ახლა გამაგრდი, ზერუბაბელ! ამბობს უფალი. გამაგრდი იესო იეჰოცადაკის ძევ, მღვდელმთავარო! გამაგრდი, მთელო ქვეყნის ერო! ამბობს უფალი, და იშრომეთ, რადგან თქვენთანა ვარ, ამბობს ცაბაოთ უფალი.

5

სიტყვა, ეგვიპტიდან გამოსვლისას რომ დაგიდევით, და ჩემი სული იმყოფებს თქვენს შორის. ნუ გეშინიათ.

6

რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ცოტაც და შევარყევ ცას და მიწას, ზღვასა და ხმელეთს.

7

შევარყევ ყველა ხალხს, და ასრულდება ყოველი ხალხის საწადელი: დიდებით ავავსებ ამ სახლს, ამბობს ცაბაოთ უფალი.

8

ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო, ამბობს ცაბაოთ უფალი.

9

პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება, ამბობს ცაბაოთ უფალი. ამ ადგილზე მოვაფენ მშვიდობას, ამბობს ცაბაოთ უფალი.

10

მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეორე წელს, იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით:

11

ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ჰკითხე მღვდლებს რჯული:

12

აი, მიაქვს კაცს წმიდა ხორცი თვისი სამოსელის კალთით, შეეხო კალთით პურს, შეჭამადს, ღვინოს, ზეთს ან რაიმე საჭმელს. თუ გახდება წმიდა? მიუგეს მღვდლებმა და უთხრეს: არა.

13

თქვა ანგიამ: თუ შეეხო ამას ყველაფერს გაუწმიდურებული კაცი, გაუწმიდურდება ეს ყველაფერი? მიუგეს მღვდლებმა და უთხრეს: გაუწმიდურდება.

14

მიუგო ანგიამ და უთხრა: ასეთია ეს ერი, ასეთია ეს ხალხი ჩემს წინაშე, ამბობს უფალი. ასეთია მათი ხელების ნამოქმედარი. მათი მოტანილი ყველაფერი უწმიდურია.

15

ახლა დააკვირდით რა ხდებოდა ძველად, ვიდრე ქვა ქვაზე დაიდებოდა უფლის ტაძარში.

16

მივიდოდნენ ოცძნიან ზვინთან და აღმოჩნდებოდა ათი. მივიდოდნენ საწნახელთან ორმოცდაათი საწყაულის ამოსახაპავად და აღმოჩნდებოდა ოცი.

17

გინადგურებდით მთელს ნამუშაკევს ხორშაკით, სიყვითლით და სეტყვით, და მაინც არ მოიქეცით ჩემკენ, ამბობს უფალი.

18

დააკვირდით რა ხდებოდა ძველად მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან, იმ დღიდან, რაც უფლის ტაძარი დაფუძნდა, დააკვირდით:

19

თუღა დარჩა ბეღელში თესლი? აქამდე არ გამოუღია ნაყოფი ვენახს, ლეღვს, ბროწეულს და ზეთისხილს. ამიერიდან კი ვაკურთხებ.

20

მეორედ იყო უფლის სიტყვა ანგიას მიმართ თვის ოცდამეოთხე დღეს.

21

ასე უთხარი ზერუბაბელს, იუდას განმგებელს: შევარყევ ცას და მიწას;

22

დავამხობ სამეფოთა ტახტებს, მოვსპობ ხალხების სამეფოთა ძლიერებას, დავამხობ ეტლებს მხედრებითურთ და დაეცემიან ცხენები და მხედრები ერთმანეთის მახვილით.

23

იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, წაგიყვან შენ, ზერუბაბელ შელათიელის ძეო, ჩემო მორჩილო, ამბობს უფალი, და ბეჭედივით მეყოლები, რადგან ჩემი რჩეული ხარ, ამბობს ცაბაოთ უფალი.

1

მეშჳდესა თთუესა ოცდაერთსა თთჳსასა, თქუა უფალმან, ჴელთა ანგეა წინაწარმეტყუელისათა მეტყუელმან:

2

თქუ ზორობაბელის მიმართ სალათიელისისა, ტომისაგან იუდასსა და იისუჲს მიმართ იოსედეკისისა, მღდელისა დიდისა და ყოველთა დანაშთომთა ერისათა მეტყუელმან:

3

ვინ არს თქუენგანი, რომელმან იხილა სახლი ესე დიდებასა შინა მისსა წინაპარსა და ვითარ თქუენ ხედავთ მას აწ, ვითარცა არამყოფსა თქვენ წინაშე?

4

და აწ განძლიერდი, ზორობაბელ! - იტყჳს უფალი, - და განძლიერდი, იოსედეკ, მღდელი დიდი! და განძლიერდინ ყოველი ერი ქუეყანისა, - იტყჳს უფალი, და იქმოდეთ (მით, რამეთუ მე თქუენ თანა ვარ, იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი).

5

სიტყვა, რომელი აღგითქუ თქუენ გამოსლვასა თქუენსა ქუეყანისაგან ეგჳპტისა და სული ჩემი დადგა საშუალ თქუენსა, ნუ გეშინინ თქუენ

6

მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე ერთგზის მე შევძრა ცაჲ და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ჴმელი.

7

და თანაშევძრენ ყოველნი ნათესავნი, და მოვიდენ რჩეულნი და რაჲც ყოველთა ნათესავთანი და აღვავსო სახლი ესე დიდებითა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი:

8

ჩემი არს ვეცხლი და ჩემი არს ოქროჲ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი,

9

მით, რამეთუ დიდ იყოს დიდებაჲ სახლისა ამის უკუანაჲსკნელი, უფროს პირველისა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და ადგილსა ამას შინა მივსცე მშჳდობა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი (და მშჳდობაჲ სულისაჲ მოურნეობად ყოველსა მგებელსა აღდგინებად ტაძრისა მის).

10

მეოთხესა და მეოცესა მეცხრისა თჳსასა, წელსა მეორესა დარიოსისა ზე, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ანგეას მიმართ, წინაწარმეტყუელისა მეტყუელი.

11

ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ჰკითხე მღდელთა შჯული, მეტყუელისა:

12

უკეთუ მიიღოს კაცმან ჴორცი წმიდაჲ მწუერვალსა შინა სამოსლისა მისისასა და შეეხოს მწუერვალსა სამოსლისა მისისასა პურსა ანუ გბოლვილსა, ანუ ღჳნოთა, ანუ ზეთსა, ანუ ყოველსავე ჭამადსა, უკეთუ განწმდესა? და მიუგეს მღდელთა და თქუეს: არა.

13

და თქუა ანგეა: უკეთუ შეეხოს თუ შეგინებული სულსა ზედა ყოველსა ამათგანსა, უკეთუ შეიგინოს? და მიუგეს მღდელთა და თქუეს: შეიგინოს.

14

და მიუგო ანგეოს და თქუა: ეგრეთვე ერი ესე და ეგრეთ ნათესავი ესე წინაშე ჩემსა, - იტყჳს უფალი, - და ეგრეთ ყოვლნი საქმენი ჴელთა მათთანი. და რომელიცა შეეხოს, მუნ შეიგინოს (მისაღებელთათვის მათთა განთიად მსთუათა ლმობილობდენ პირისაგან უკეთურებათა მათთასა და გძულსყე ბჭეთა შორის მამხილებელი.

15

და აწ დაისხენით გულთა შინა თქუენთა ამით დღითგან და წამართ პირველ დადებისა ქვისა, ქვასა ზედა შორის ტაძარსა უფლისასა.

16

ვიეთნი იყვენით, ოდეს შთასთესევდით ურნატად ოცსა სატასა და იქმნა ათი სატაჲ ქრთილი. და შეხჳდოდეთ ტაგარისა მიმართ აღმოვსებად ერგასისთა მართა და იქმნა ოცად.

17

გგუემენ თქუენ ზედა ქარისაგანმხრწნელობისა მიერ, სეტყჳსა მიერ ყოველნი საქმენი ჴელთა თქუენთანი და არ მოიქეცით ჩემდა, - იტყჳს უფალი,

18

და უკუე აწესენით გულნი თქუენნი ამით დღითგან და წამართ მეოთხითგან და მეოცით მეცხრისა თთჳსაჲთ. და დღითგან, რომელსა დაეფუძნების ტაძარი უფლისაჲ. დაისხენით გულთა შინა თქუენთა.

19

უკეთუ მერმე იცნობოს კალოსა ზედა და უკეთუ მერმე ვენაჴი და ლეღჳ, და ბროწეული, და ხენი ზეთისხილისანი არგამომღებელნი ნაყოფისანი, ამით დღითგან ვაკურთხნე.

20

და იქმნა სიტყუა უფლისაჲ მეორედ ანგეას მიმართ, წინაწარმეტყუელისა, მეოთხესა და მეოცესა თთჳსასა, მეტყუელი:

21

თქუ ზორაბებელის მიმართ სალათელისისა, ტომისაგან იუდაჲსით: მე შევძრა ცაჲ ქუეყანაჲ და ზღვაჲ და ჴმელი.

22

და დავაქცინე საყდარნი მეფეთანი და მოვსპო ძალი მეფეთა, წარმართთა, დავაქცინე ეტლნი და აღმავალნი და შთაჴდენ ცხენნი და აღმავალნი მათნი, თითოეული მახჳლითა ძმისა მიმართ თჳსისა.

23

მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მიგიღო მე შენ, ზორაბაბელ, სალათეელისო, მონაო ჩემო, და დაგდვა შენ ვითარცა აღმონაბეჭდი მით, რამეთუ სათნო გიყავ შენ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი.

12