ლოცვანი
აპლიკაცია

წმინდანთა ლოცვები · 2 / 18

უფლისა ჩვენისა იესო ტკბილისა

დაუჯდომელი უფლისა ჩვენისა იესო ტკბილისა

კონდაკი 1

ზესთა მბრძოლო და უფალო, ჯოჯოხეთისა დამთრგუნველო, ვითარცა ხსნილი საუკუნოისა სიკვდილისაგან, ქებულებასა აღვსწერ შენდა მომართ დაბადებული და მონა შენი; არამედ ვითარაცა გაქვს მოწყალება გამოუთქმელი, ყოვლისა განსაცდელისაგან მიხსენ მღაღადებელი შენი: იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

იკოსი 1

ანგელოსთა შემოქმედო და უფალო ძალთაო, განმიღე მე უცნობი გონება და ენა საქებელად ყოვლადწმიდისა სახელისა შენისა, ვითარცა პირველ ყრუსა და უტყვსა სასმენელი განუხვენ, ღაღადებითა ხმობდა რა ესრეთ:

იესო, ყოვლადსაკვირველო, ანგელოსთა განკვირვებაო;

იესო, ყოვლადძლიერო, პირველთა მშობელთა გამომხსნელო;

იესო, ყოვლადტკბილო, მამთმთავართა დიდებაო;

იესო, ყოვლადდიდებულო, მეფეთა სიმტკიცეო;

იესო, ყოვლადსაყვარელო, წინასწარმეტყელთა აღსრულებაო;

იესო, ყოვლადსაკვირველო, მოწამეთა სიმტკიცეო;

იესო, ყოვლადმშვიდო, მონაზონთა სიხარულო;

იესო, ყოვლადმოწყალეო, მღვდელთა სიტკბოებაო;

იესო, ყოვლადშემწყნარებელო, მმარხველთა მოთმინებაო;

იესო, ყოვლადტკბილო, ღირსთა მხიარულებაო;

იესო, ყოვლადპატიოსანო, ქალწულთა სიწმიდეო;

იესო, პირველსაუკუნეთაო, ცოდვილთა ცხოვნებაო;

იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 2

მხილველი ქვრივისა, ფრიად მგოდებელისა, უფალო, ვითარცა მაშინ მოწყალე იქმენ და ძეი მისი დასაფლველად წარღებული აღადგინე, ეგრეთვე ჩემზედაცა მოწყალე იქმენ კაცთმოყვარე და ცოდვითა მომკვდარი სული ჩემი აღადგინე, მღაღადებელი: ალილუია.

იკოსი 2

ცნობისა უცნაურისა ცნობად ფილიპე იძია, უფალო, მიჩუენე ჩუენ მამა შენი, ხოლო შენ არქუ მას: ეგოდენ ჟამ ჩემ თანა ხარ და არა უწყი, რამეთუ მამა ჩემთანა არს და მე მამისა თანა? ეგრეთვე, გამოუკვლეველო, შიშით გიხმობ შენ:

იესო, ღმერთო პირველსაუკუნეთაო;

იესო, მეუფეო ყოვლადძლიერო;

იესო, მეუფეო ყოვლადსულგრძელო;

იესო, მაცხოვარო ყოვლადმოწყალეო;

იესო, მფარველო ჩემო ყოვლადსახიერო;

იესო, განსწმიდენ ცოდვანი ჩემნი;

იესო, აღხოცე უსჯულოებანი ჩემნი;

იესო, მომიტევენ უსამართლობანი ჩემნი;

იესო, სასოებაო ჩემო, ნუ დამაგდებ მე;

იესო, შემწეო ჩემო, ნუ განმიშორებ მე;

იესო, შემოქმედო ჩემო, ნუ დამივიწყებ მე;

იესო, მწყემსო ჩემო, ნუ წარმწყმედ მე;

იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 3

ძალითა მაღლისათა მოციქულნი შემოსენ, იესო, იერუსალიმს მსხდომარენი, შემმოსე მეცა, შიშველი ყოველთა კეთილთა საქმეთაგან, მხურვალებითა სულისა შენისა წმიდისათა, და მომეც მე სიყვარულით გალობად შენდა: ალილუია.

იკოსი 3

მქონებელმა მდიდრად მოწყალებისამან, მეზვერეთა და ცოდვილთა, და ურწმუნოთა მოუწოდე, იესო; აწ მეცა ნუ უგულვებელს-მყოფ, მსგავსსა მათსა, არმედ ვითარცა მრავალსასყიდლისა ნელსაცხებელი, მიიღე გალობა ესე:

იესო, ძალო უძლეველო;

იესო, წყალობაო დაუსრულებელო;

იესო, მშვენიერებაო ყოვლადბრწყინვალეო;

იესო, სიყვარულო გამოუთქმელო;

იესო, ძეო ღვთისა ცხოველისაო;

იესო, შემიწყალე მე, ცოდვილი;

იესო, ისმინე ჩემი, უსჯულოებათა შინა მიდგომილისა;

იესო, განმწმიდე მე, ცოდვათა შინა შობილი;

იესო, განსწავლე მე, უხმარი;

იესო, განმანათლე მე, დაბნელებული;

იესო, განმწმიდე მე, მწიკვლევანი;

იესო, აღმადგინე მე, მეძავი;

იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 4

იჭვნეულ გულისსიტყვათა ღელვისა მქონებელი, დაინთქმოდა პეტრე, ხოლო გიხილა რა შენ, იესო, ხორციელად წყალთა ზედა მავალი, გიცნა შენ ღვთად ჭეშმარიტად და ხელი ცხოვრებისა მი-რა-იღო, ხმა ჰყო: ალილუია.

იკოსი 4

ესმა ბრმასა, უფალო, ხვიდოდი რა გზასა ზედა, ღაღად-ჰყო: იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე. მოუწოდე და განუხვენ თვალნი მისნი. განმინათლენ წყალობითა შენითა თვალნი გულისხმისყოფისანი, განმიხვენ მეცა მხმობელსა და მღაღადებელსა შენსა:

იესო, მაღალთა შემოქმედო;

იესო, მდაბალთა გამომხსნელო;

იესო, ქვესკნელისა წარმომტყვენელო;

იესო, ყოვლისა დაბადებულისა შემამკობელო;

იესო, სულისა ჩემისა ნუგეშინისცემაო;

იესო, გონებისა ჩემისა განმანათლებელო;

იესო, გულისა ჩემისა სიხარულო;

იესო, გვამისა ჩემისა სიმრთელეო;

იესო, მაცხოვარო ჩემო, მაცხოვნე მე;

იესო, ნათელო ჩემო, განმანათლე მე;

იესო, ყოვლისა სატანჯველთაგან მიხსენ მე;

იესო, მაცხოვნე მე უღირსი;

იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 5

ღვთივ-გარდამომდინარითა სისხლითა, ვითარცა მოგვიყიდენ ჩვენ პირველწყევისაგან სჯულისა, იესო, ეგრეთვე გვიხსნე ჩვენ ბადეთაგან ხორციელისა ვნებისა და ბოროტისა, უძღებისა გულისთქმისა ზრუნვისაგან, მღაღადებელნი შენდა: ალილუია.

იკოსი 5

იხილეს ყრმათა ებრაელთა ხატისა კაცობრივითა ხელითა კაცთა დამბადებელი, და მეუფედ მცნობელნი მისი, ისწრაფვიდეს რტოებითა სათნო-ყოფად მისსა, ოსანასა მღაღადებელნი. ხოლო ჩვენ გალობასა შევსწირავთ შენდა მეტყველნი:

იესო, ღმერთო ჭეშმარიტო;

იესო, ძეო ღვთისაო;

იესო, მეუფეო ყოვლადდიდებულო;

იესო, კრავო უმანკოო;

იესო, მწყემსო ყოვლადსაკვირველო;

იესო, მფარველო სიყრმისა ჩემისაო;

იესო, გამომზრდელო, სიჩვილებისა ჩემისაო;

იესო, სიქადულო ჟამსა სიბერისა ჩემისა;

იესო, სასოებაო ჟამსა სიკვდილისა ჩემისასა;

იესო, ცხოვრებაო ჩემო, შემდგომმად აღსრულებისა ჩემისაო;

იესო, ნუგეშინისცემაო ჩემო, სამსჯავროსა ზედა შენსა;

იესო, საწადელო ჩემო, ნუ მრცხვენებინ მას ჟამსა შინა;

იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 6

ქადაგთა ღმერთშემოსილთა ხმანი და სიტყვანი აღასრულენ, იესო, ქვეყანასა ზედა გამოსჩნდი რა და დაუტევნელი კაცთა თანა დატევნილ იქმენ, და სნეულებანი ჩემნი იტვირთენ, და მიერითგან წყლულებითა შენითა განკურნებულნი, გალობად ვისწავეთ: ალილუია.

იკოსი 6

გამობრწყინდა ქვეყანასა ზედა ნათელი ჭეშმარიტებისა შენისა, და განდევნა საცდური ეშმაკისა, რამეთუ კერპნი მისნი, მაცხოვარო ჩვენო, ვერ თავსმდებელნი ძალისა შენისანი, დაეცნენ. ბოლო ჩვენ, ცხოვრებამონიჭებულნი, გიღაღადებთ შენ:

იესო, ჭეშმარიტებაო, საცდურისა განმდევნელო;

იესო, ნათელო, უმაღლესო ყოვლისა ნათლისაო;

იესო, მეუფეო, მძლეველო ყოვლისა სიმტკიცისაო;

იესო, ღმერთო, მოქმედო წყალობისაო;

იესო, პურო ცხოვრებისაო, განმაძღე მე მომყმარი;

იესო, წყაროო გონიერებისაო, მასუ მე, მწყურვალესა;

იესო, სამოსელო სიხარულისაო, შემმოსე მე, შიშველი;

იესო, მფარველო სიხარულევანო, დამიფარე მე, უღირსი;

იესო, მომნიჭებელო მთხოვნელთაო, მომეც მე მგლოვარება ცოდვათა ჩემთა;

იესო, წარწყმედილთა მპოვნელო, მოიძიე სული ჩემი;

იესო, გამხმელო კართა მრეკელთაო, განახვენ გული ჩემი სინანულად;

იესო, მომსყიდველო ცოდვილთაო, განწმიდენ უსჯულოებანი ჩემნი;

იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 7

გეგულვებოდა რა საუკუნითგან დაფარულისა საიდუმლოსა გამცხადება, ვითარცა ცხოვარი კვლად მიყვანებულ იქმენ, იესო, და, ვითარცა ტარიგი წინაშე მრისველისა მის უხმო, და ვითარცა ღმერთი მკვდრეთით აღსდეგ და ზეცად ამაღლდი დიდებით, და ჩვენ თანა აღმადგინენ მღაღადებელნი: ალილუია.

იკოსი 7

საკვირველი აღგებული გვეჩვენა, გამოგვიჩნდი რა ჩვენ, უთესლოდ ქალწულისაგან განხოროციელებული, აღსდეგ საფლავისაგან და საფლავისა ბეჭედნი არა დახსენ და მოციქულთა თანა კართა ხშულთა ხორცითა შეხვედ, ამისთვის განკვირვებულნი გიგალობთ:

იესო, სიტყვაო გარე შეუზღუდველო;

იესო, სიტყვაო თვალთშეუდგამო;

იესო, ძალო მიუწვდომელო;

იესო, სიბრძნეო მოუგონებელო;

იესო, ღვთაებაო გარეშემოუწერელო;

იესო, უფლებაო მიუთხრობელო;

იესო, მეფობაო უძლეველო;

იესო, მეუფებაო დაუსრულებელო;

იესო, სიმტკიცეო უმაღლესო;

იესო, ხელმწიფებაო საუკუნეო;

იესო, შემოქმედო ჩემო, შემიწყნარე მე;

იესო, მაცხოვარო ჩემო, მაცხოვნე მე;

იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 8

უცხოსა განკაცებისა ღვთისა მხილველნი უცხო ვიქმნეთ ამაოსა სოფელსა და საღმთოდ მივიქცეთ გონებითა. რამეთუ ამისთვის გარადმოხდა ღმერთი ქვეყანასა ზედა, რათა ზეცად აღმიყვანეს ჩვენ, მღაღადებელნი მისნი: ალილუია.

იკოსი 8

ყოვლად იყო ქვეყანასა ზედა და ცათაგან არა მოკლებულ იყო დიდებისაგან, რაჟამს ნებსით თვისით ჩვენთვის ივნო და სიკვდილითა თვისითა სიკვდილი მოაკვდინა და აღდგომითა ცხოვრება მოანიჭა მღაღადებელთა:

იესო, სიტკბოებაო გულისაო;

იესო, სიმტკიცეო გვამისაო;

იესო, ნათელო სულისაო;

იესო, მოსწრაფებაო გონიერო;

იესო, სიხარულო სვინდისისაო;

იესო, სასოებაო განთქმულო;

იესო, ხსენებაო პირველსაუკუნეთაო;

იესო, ქებულებაო მაღალო;

იესო, დიდება ჩემო, ყოვლადამაღლებულო;

იესო, საწადელო ჩემო, ნუ განმიშორებ მე;

იესო, მწყემსო ჩემო, მომიძიე მე;

იესო, მაცხოვარო ჩემო, მაცხოვნე მე;

იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 9

ყოველი ბუნება ანგელოსებრი დაუცხრომელად ადიდებს წმიდასა სახელსა შენსა, იესო, ცათა შინა: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, მღაღადებელი, ხოლო ჩვენ, ცოდვილნი, ქვეყანასა ზედა დაუდუმებელითა თიხიერითა ბაგითა გიღაღადებთ: ალილუია.

იკოსი 9

რიტორთა მრავალხმათა, ვითარცა თევზთა უხმოთა ვხედავ შენდამი, იესო, მაცხოვარო ჩვენო, რამეთუ უმეცარ არიან თქმად, თუ ვითარ ღმერთი უცვალებელად კაც იქმენ. ხოლო ჩვენ, საიდუმლოთა ამით განკვირვებულნი, სარწმუნოებით ვღაღადებთ:

იესო, ღმერთო პირველსაუკუნეთაო;

იესო, მეუფეო მეუფებათაო;

იესო, უფალო უფლებათაო;

იესო, მსაჯულო ცხოველთა და მკვდართაო;

იესო, უსასოთა სასოებაო;

იესო, ნუგეშინისმცემელო მგლოვარეთაო;

იესო, გლახაკთა დიდებაო;

იესო, ნუ დამსჯი საქმეთაებრ ჩემთა;

იესო, განწმიდე მე მოწყალებითა შენითა;

იესო, განსდევნე ჩემგან მოწყინებაი ბოროტი;

იესო, განმინათლენ განზრახვანი გულისანი;

იესო, მომეც მე ხსენება სიკვდილისა;

იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 10

ცხოვნება სოფლისა ინებე რა, აღმოსავალო აღმოსავალთაო, ბნელისა დასავლისა მიმართ ბუნებისა ჩემისა მოხვედ, და დამდაბლდი ვიდრე სიკვდილამდე; ამისთვის უმეტეს ამაღლდა სახელი შენი უფროსღა ყოველთა სახელთასა, და ყოველთა ნათესავთა ზეციურთა და ქვეყნიერთაგან გვესმის: ალილუია.

იკოსი 10

მეუფეო ყოვლადსამარადისოო, ნუგეშინისმცემელო, ქრისტე ჭეშმარიტო, განმწმიდე ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, ვითარცა განსწმიდენ ათნი იგი კეთროვანი და განგვკურნენ ჩვენ, ვითარცა განკურნე სული იგი ვერცხლისმოყვარე ზაქე მეზვერისა, რათა გიგალობდეთ შენ, ლმობიერად მღაღადებელნი:

იესო, საუნჯეო უხრწნელო;

იესო, სიმდიდრეო დაულევნელო;

იესო, საზრდელო სიმტკიცისაო;

იესო, სასმელო წარმოუცარიელებელო;

იესო, გლახაკთა სამოსელო;

იესო, ქვრივთა შემწეო;

იესო, ობოლთა შემწყნარებელო;

იესო, მოღვაწეთა შეწევნაო;

იესო, მწირთა წარმართებაო;

იესო, მენავეთა მმართველო;

იესო, ღელვატეხილთა მყუდროებაო;

იესო, აღმადგინე მე, დაცემული;

იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 11

გალობასა ყოვლადლმობიერსა შევწირავ შენდა უღირსი, გიღაღადებ შენ, ვითარცა ქანანელი: იესო, შემიწყალე მე; რამეთუ არა თუ ასული, არამედ სხეული მაქვს ვნებითა ბოროტად ეშმაკეული და გულისწყრომითა მგზნებარე და კურნება მომეც მღაღადებელსა შენსა: ალილუია.

იკოსი 11

ნათლისა მიმფენსა ლამპარსა ბნელსა შინა უმეცრებისასა მყოფთა, პირველ გდევნიდა რა პავლე, ღვთაებრივისა ხმისა ძალი გულისხმა-უყავ და სულიერი სიფიცხე აუწყე; ეგრეთვე მეცა დაბნელებულნი თვალნი სულისანი განმინათლენ, მღაღადებელსა:

იესო, მეუფეო ჩემო, ყოვლადძლიერო;

იესო, უფალო ჩემო, ყოვლადუკვდავო;

იესო, შემოქმედო ჩემო, ყოვლადდიდებულო;

იესო, მოძღვარო ჩემო, ყოვლადსახიერო;

იესო, მწყემსო ჩემო, ყოვლადკეთილო;

იესო, მეუფეო ჩემო, ყოვლადმოწყალეო;

იესო, მაცხოვარო ჩემო ყოვლადსათნოო;

იესო, განმინათლენ საგრძნობელნი ჩემნი, ვნებათაგან დაბნელებულნი;

იესო, განჰკურნე გვამი ჩემი, ცოდვათაგან დაწყლულებული;

იესო, განწმიდე გონება ჩემი, ამაო გულისსიტყვათაგან ბოროტთა;

იესო, დაიცევ გული ჩემი ბოროტთა გულისთქმათაგან;

იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 12

მადლი მომეც მე, ყოველთა თანანადებთა დამხსნელო იესო, და მიმითვალე მონანული, ვითარცა მიითვალე პეტრე, უარისმყოფელი შენი, და მიწოდე მეცა სინანულად სასოწარკვეთილსა, ვითარცა ძველად პავლეს, მდევნელსა შენსა, და ისმინე ჩემი, მღაღადებელისა შენისა: ალილუია.

იკოსი 12

მგალობელნი განკაცებისა შენისანი, შეგასხამთ შენ ყოველნი ქებასა და გვწამს თომას თანა, რამეთუ უფალი და ღმერთი ხარ მჯდომარე მამისა თანა და მნებებელი განსჯად ცხოველთა და მკვდართა. მაშინ უკვე ღირს-მყავ მეცა მარჯვენით დგომასა, მღაღადებელი:

იესო, მეუფეო პირველსაუკუნეთაო, შემიწყალე მე;

იესო, ყვავილო კეთილსუნნელო, განმასუნელე მე;

იესო, სითბოებაო შეყვარებულო, განმათბე მე;

იესო, სავანეო პირველსაუკუნეთაო, დამიფარე მე;

იესო, სამოსელო ბრწყინვალეო, შემამკევ მე;

იესო, თვალო პატიოსანო, ელვარე-მყავ მე;

იესო, მზეო სიმართლისაო, განმანათლე მე;

იესო, ნათელო ნათლისაგანო, განმაბრწყინვე მე;

იესო, ხორციელთა და სულიერთა სენთაგან მიხსენ მე;

იესო, ხელისაგან წინააღმდგომისათა განმარინე მე;

იესო, ცეცხლისაგან უშრეტისა და სხვათა საუკუნეთა სატანჯველთაგან განმათავისუფლე მე;

იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე.

კონდაკი 13

ჰოი, ყოვლადტკბილო და ყოვლადმოწყალეო იესო, მიიღე აწ კნინი ესე ვედრება ჩვენი, ვითარცა მიითვალე ქვრივისა ორნი იგი მწვლილნი, და დაიფარე სამკვიდრებელი შენი მტერთაგან ხილულთა და უხილავთა, და ზედა მოსვლისაგან უცხო თესლთასა, და ყოვლისაგან ჭირისა და სიყმილისა, და ყოვლისაგან მწუხარებისა და სიკვდილშემოსილისა წყლულებისაგან, და მომავალისა სატანჯველისაგან მიხსენ ყოველნი, მღაღადებელნი შენნი: ალილუია.

ეს კონდაკი 3-ჯერ და შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1

ლოცვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიმართ

მეუფეო, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, რომელმან გამოუთქმელისა კაცთმოყვარებისათვის შენისა უკანასკნელსა ჟამსა ხორცი შეისხ მარადის ქალწულისა მარიამისაგან, ვადიდებთ შენსა ჩვენდა მომართ საცხოვნებელსა განგებულებასა, მონანი შენნი, მეუფეო. გიგალობთ შენ, რამეთუ შენ მიერვე სული წმიდა ქვეყანასა მოეფინა. თაყვანისვცემთ ხორციელად მშობელსა ყოვლად წმიდასა დედასა შენსა, რომელი ასეთსა საშინელსა საიდუმლოსა მსახურ ექმნა. ვაქებთ ანგელოსთა შენთა გუნდსა, ვითარცა მაქებელნი და მსახურნი შენისა დიდებისანი; ვნატრით წინამორბედსა შენსა იოანესა, რომელმან ნათელ გცა შენ, უფალო; თაყვანის ვსცემთ წინასწარმეტყველთაც შენთა, რომელთა გქადაგეს შენ, ვადიდებთ წმიდათა მოციქულთა შენთა; შევასხამთ მოწამეთა შენთა, მღვდელთა შენთა განვადიდებთ, და თაყვანისვცემთ ღირსთა შენთა და ყოველთა მართალთა შენთა ვუგალობთ. ესევითარსა სიმრავლესა საღმრთოისა გუნდისასა ლოცვად შევსწირავთ შენდა, ყოვლადმოწყალისა ღმრთისა, მონანი შენნი: და ამისთვისცა ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა, რომელიცა მოგვანიჭე მეოხებითა ყოველთა წმიდათა შენთათა, უფროის გამოუთქმელთა შენთა მოწყალებათათვის, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა

მეუფეო, ღმერთო მამაო, ყოვლისამპყრობელო, უფალო ძეო, მხოლოდშობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო, ერთო ღვთაებაო, ერთო ძალო, შემიწყალე მე, ცოდვილი, და რომლითაცა მსჯავრითა უწყი, მაცხოვნე მე, უღირსი მონაჲ შენი; რამეთუ კურთხეულ ხარ შენ საუკუნითგან უკუნისამდე ამინ.