ლოცვანი
აპლიკაცია

საღამოს ლოცვები · 6 / 13

ლოცვა მე-5, წმიდისა ანგელოზისა მიმართ

წმიდაო ანგელოზო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, მცველო და მფარველო მდაბლისა სულისა და ხორცთა ჩემთაო, რაოდენიცა რა განგამწარე, ანუ შეგაწუხე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, ანუ საქმით, შემინდევ და დამიფარე ღამესა ამას ყოვლისა განცდისა საფრთხეთაგან ეშმაკისათა, რათა არა განვარისხო კაცთმოყვარე ღმერთი, და აღმხოცოს წიგნისა მისგან ცხოველთასა, არამედ ღირსად გამომაჩინე მისისა კაცთმოყვარეობისა და სახიერებისა, რამეთუ კურთხეულ არს ყოვლად წმიდა სახელი მისი უკუნითი უკუნისამდე ამინ.