ლოცვანი
აპლიკაცია

საღამოს ლოცვები · 4 / 13

ლოცვა მე-3 სულისა წმიდისადმი

უფალო, მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა, რაოდენიცა ვითარცა კაცმან ვსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიედ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა; გინა თუ ვფუცე სახელი შენი წმიდა, გინა თუ ვაფიცე, გინა ცილი ვწამე. გინა თუ ვგმე გონებითა, გინა თუ ვაგინე ვისმე, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა, გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ურცხვინოებით ვზრახე, ანუ ბილწებით, გინა ვიცინე უგნურებით, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავლსბი. ანუ შეუტყუვებელნი ჩემნი კადნიერები ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა. ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელს ვყოფდი უსჯულოებათა, გინა თუ ლოცვა ჩემი უდებ-ვყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიეს და არა მახსოვან, - უფალო, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ, მამასა და ძესა და წმიდისა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე ამინ.