საღამოს ლოცვები · 2 / 13
ლოცვა 1–ლი, წმიდისა დიდისა მაკარისა ღვთისა მამისადმი
ღმერთო საუკუნეთაო და მეუფეო ყოვლისა არსებისაო, რომელმან ღირს მყავ მე მოწევნად ჟამსა ამას, მომიტევენ მე ცოდვანი ჩემნი, რომელნიცა ვქმენ დღეინდელსა დღესა, საქმით, სიტყვით და გულისხმისყოფით; და განწმიდე, უფალო, მდაბალი სული ჩემი ყოვლისა ბიწისაგან ხორცისა და სულისა, და მომეც მე, უფალო, ღამესა ამას შინა ძილად მისვლა მშვიდობით, რათა აღვსდგე მდაბლისა ჩემისა სარეცელისაგან, სათნო ვეყო წმიდასა სახელსა შენსა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და განვაგდო ბრძოლნი მტერნი ჩემნი, ხორციელნი და უხორცონი, და მიხსენ მე, უფალო, ამაოსა გულისთქმათაგან, შემაგინებელთა ჩემთა, და საწადელთაგან ბოროტთა, რამეთუ შენი არს მეუფება, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.