ლოცვანი
აპლიკაცია

საღამოს ლოცვები · 10 / 13

ლოცვა მე-6, პატიოსნისა და ცხოველსმყფელისა ჯვარისადმი

აღსდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა. ვითარცა მოაკლდეს კვამლსა, მოაკლდენ და ვითარცა ცვილი რა დასდნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარსწყმდენ ეშმაკნი პირისაგან მათისა, რომელთა უყვართ ღმერთი და გამოისახვენ პირჯვარსა და სიხარულითა იტყვიან: გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯვარო უფლისაო, განმდევნელო ეშმაკთა შენზედა ჯვარცმულისა ძალითა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, ჯოჯოხეთსა შინა შთასვლითა ეშმაკისა ძალისა დამთრგუნველისა, რომელმანცა მოგვანიჭა ჩვენ ჯვარი მისი ყოვლადპატიოსანი განსადევნელად ყოველთა წინააღმდგომთა ძალთა. ჰოი, ყოვლადპატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯვარო უფლისაო! შეგვეწიე ჩვენ ყოვლადწმიდისა ქალწულისა ღვთისმშობლისა, და ყოველთა წმიდათა თანა უკუნისამდე ამინ.