დილის ლოცვები · 7 / 15
ლოცვა 2, მისივე
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან მრავლითა სიტკბოებითა, და აურაცხელითა მოწყალებითა შენითა მომანიჭე ჩვენ, და სათნოიყავ თანაწარსვლასა ამას სიგრძესა ღამისასა მშვიდობით თანაწარსვლად, და ყოვლისაგან განსაცდელისა და ბოროტისა დაგვიფარენ. შენ მეუფეო და შემოქმედო ყოველთაო, მომეც ჩვენ მიწევნად ცისკრისა ლოცვათა, და გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩვენთა ჭეშმარიტი ნათელი საუნჯეთაგან მეცნიერებისა შენისათა, და ყოფად ყოვლისავე ნებისა შენისა.