დილის ლოცვები · 4 / 15
ფსალმუნი 50–ე
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უსჯულოება ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე; რამეთუ უსჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან; რამეთუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე; მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე; განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობა და სიხარული და იხარებდენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი ახოცენ. გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან, მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა; რამეთუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცამეწირა, არამედ საკვერთხი არა გთნდეს, მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა, სიონსა, და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შეიწირნენ საკურთხველსა შენსა ზედა ზვარაკნი.