ლოცვანი
აპლიკაცია

დილის ლოცვები · 2 / 15

და სამწმიდაობის ტროპარნი

აღდგომილი ძილისაგან, შეგივრდებით შენ, სახიერ, და ანგელოზთა გალობასა გიღაღადებთ შენ, ძლიერო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩვენო, ღვთისმშობელისა მიერ შემიწყალენ ჩვენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ცხედრისაგან და ძილისა აღმადგინე მე უფალო, გონება და გული ჩემი განანათლენ და ბაგენი ჩემნი აღახვენ გალობად შენდა, წმიდაო სამებაო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩვენო, ღვთისმშობელისა მიერ შემიწყალენ ჩვენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მეყსეულად მსაჯული იგი მოვიდეს, და თითოეულისა საქმენი განშიშვლდენ, არამედ შიშითა ღაღადვყოთ შუაღამესა: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩვენო, ღვთისმშობელისა მიერ შემიწყალენ ჩვენ.

უფალო შეგვიწყალენ (12-გზის).