დილის ლოცვები · 15 / 15
ლოცვა გარდაცვალებულთათვის
მოიხსენე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მშობელთა ჩემთა და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა (სახელები მათი), და სასოებით მკვდრეთით აღდგომასა და საუკუნოსა ცხოვრებასა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა, მიუტევენ მათ ყოველივე შეცოდებანი მათნი, და მიეც მათ საუკუნო ხსენება (3-გზის და მეტანია).
ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3–გზის)
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.
ლოცვის დროს კურსივით ნაბეჭდი არ იკითხება
აღდგომიდან ამაღლებამდე ამ ლოცვის ნაცვლად იკითხება ტროპარი: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი" (3-გზის). ამაღლებიდან სულთმოფენობამდე ლოცვებს ვიწყებთ "წმიდაო ღმერთო"-თი
აღდგომიდან ამაღლებამდე ამ ლოცვის ნაცვლად იკითხება: ანგელოზი...
✠ ფსალმუნნი ✠