ლოცვანი
აპლიკაცია

დილის ლოცვები · 10 / 15

კონდაკი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვსწერთ, ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი. არამედ, ვითარცა გაქვს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო.

ყოვლად დიდებულო და მარადის ქალწულო დედაო ქრისტეს ღვთისაო, მიართვ ლოცვა ჩვენი ძესა შენსა, და ღმერთსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი.