ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი დავითისნი · 69 / 151

ფსალმუნი 69

69

დასასრულსა, დავითისი; ხსენებად, რამეთუ მაცხოვნა მე უფალმან

1

ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე. 2. ჰრცხუენოდენ

და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მართლ-უკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ,

რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა. 3. მიიქცენ მუნთქუესვე სირცხვილეულნი, რომელნი

მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა! 4. გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ

შენ, უფალო; და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაი შენი.

5

ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მხსნელი

ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი. დიდებაი.