ფსალმუნნი დავითისნი · 60 / 151
ფსალმუნი 60
დასასრულსა, ქებათა შინა, დავითისი
შეისმინე, ღმერთო, ვედრებისა ჩემისაი, მოხედენ ჩემსა ლოცვასა. 2. კიდითგან
ქუეყანისაით შენდა ღაღად-ვჰყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა; კლდესა ზედა აღმამაღლე
მე, მიძღოდე მე. 3. და იყავ ჩემდა სასო; გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა.
დავიმკვიდრო საყოფელთა შენთა უკუნისამდე, დავეფარო მე საფარველსა ფრთეთა შენთასა.
რამეთუ შენ, ღმერთმან, ისმინე ლოცვათა ჩემთაი და ეც მკვიდრობაი მოშიშთა სახელისა
შენისათა. 6. დღითი-დღე შესძინნე მეფესა წელიწადნი მისნი მიდღედმდე ნათესავითი
ნათესავად. 7. დაადგრების უკუნისამდე წინაშე ღმრთისა; წყალობაი და ჭეშმარიტებაი
მისი, ვინ გამოიძიოს იგი. 8. ესრეთ უგალობდე სახელსა შენსა უკუნისამდე და მიგცნე
მე ლოცვანი ჩემნი დღითი-დღე. დიდებაი.