ფსალმუნნი დავითისნი · 52 / 151
ფსალმუნი 52
დასასრულსა, მაელეთისთვის გულისხმის-ყოფისათვის ფსალმუნი
თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყუნეს და შეიგინნეს
უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა კეთილი. 2. ღმერთმან ზეცით მოხედნა
ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, არს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ ანუ გამომეძიებელ
ღმრთისა. 3. ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა
ჰქმნა კეთილი, არავინ არს მიერთადმდე. 4. არა გულისხმა-ჰყონ ყოველთა, რომელნი იქმან
უშჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა ვითარცა ჭამადსა პურისასა, ღმერთსა არა
ხადეს. 5. მუნ შეეშინა მათ შიში, სადა-იგი არა იყო შიში; რამეთუ ღმერთმან განაბნინა
ძუალნი კაცთ-მოთნეთანი. ჰრცხუენოდენ მათ, რამეთუ ღმერთმან შეურაცხ-ჰყვნა იგინი.
ვინ მოსცეს სიონით ცხორებაი ისრაელსა? რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუ ერისა თვისისაი,
იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი.