ფსალმუნნი დავითისნი · 42 / 151
ფსალმუნი 42
42
ფსალმუნი დავითისი, ზედა-წარუწერელი ებრაელთა შორის
1
მისაჯე მე, ღმერთო, და საჯე შჯაი ჩემი თესლისაგან არაწმიდისა კაცისა ცრუისა
და მზაკუვარისაგან მიხსენ მე. 2. რამეთუ შენ, ღმერთი, ძალ ჩემდა ხარ; რად განმიშორებ
მე, და რად მწუხარე ვალ მე ჭირითა მტერისაითა? 3. გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტებაი
შენი, ესენი მიმიძღუეს და მიმიყვანეს მე მთასა წმიდასა შენსა და საყოფელთა შენთა.
4
და შევიდე მე წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა, ღმრთისა მიმართ, რომელმან ახარა
სიჭაბუკესა ჩემსა; აღგიარო შენ ბობღნითა, ღმერთო, ღმერთო ჩემო! 5. რად მწუხარე
ხარ, სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე აუვარო მას,
მაცხოვარსა პირისა ჩემისასა და ღმერთსა ჩემსა. დიდებაი.