ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი დავითისნი · 3 / 151

ფსალმუნი 3

დავითის ლოცვა, როცა ის ძე აბესალომს გაურბოდა. იკითხება ექვსფსალმუნში.

3

ფსალმუნი დავითისი, რაჟამს ივლტოდა იგი პირისაგან აბესალომისა, ძისა თვისისა

1

უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღსდგეს ჩემ ზედა.

2

მრავალთა ჰრქვიან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაი მისი ღმრთისა მიერ მისისა.

3

ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდება ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.

4

ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.

5

მე დავწევ და დავიძინე და განვიღვიძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე. 6. არა შემეშინოს

მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე. 7. აღსდეგ, უფალო, მაცხოვნე

მე, ღმერთო ჩემო, რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი

ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ. 8. უფლისაი არს ცხორებაი და ერსა შენსა ზედა არს კურთხევაი

შენი. დიდებაი.