ფსალმუნნი დავითისნი · 22 / 151
ფსალმუნი 22
22
ფსალმუნი დავითისი
1
უფალმან მმწყსოს მე და მე არაი მაკლდეს. 2. ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა
მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე. 3. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა
მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის. 4. ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა,
არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან
შენმან, ამათ ნუგეშინისმცეს მე. 5. განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი წინაშე მაჭირვებელთა
ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან.
6
წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა,
დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.