ფსალმუნნი დავითისნი · 147 / 151
ფსალმუნი 147
ალილუია, ანგეასი და ზაქარიასი, 147
აქებდ, იერუსალემ, უფალსა, უგალობდ ღმერთსა შენსა, სიონ; 2. რამეთუ განაძლიერნა
მოქლონნი ბჭეთა შენთანი და აკურთხნა შვილნი შენნი შენ თანა, 3. რომელმან დასხნა
საზღუარნი შენნი მშვიდობით და სიპოხითა იფქლისაითა განგაძღო შენ; 4. რომელმან მოავლინის
სიტყუაი მისი ქუეყანად, და სწრაფით რბინ ბრძანებაი მისი; 5. დადვის თოვლი ვითარცა
მატყლი და ნისლი ვითარცა ნაცარი მიჰფინის; 6. რომელმან დასხნა მყინვარნი მისნი
ნებეულად; წინაშე ყინელსა მისსა ვინ-მე დაუდგეს? 7. მოავლინის სიტყუაი მისი და
დაადნვის იგი; ქროდის სული მისი და დიოდიან წყალნი; 8. რომელი უთხრობს სიტყუათა
მისთა იაკობსა, სიმართლეთა და განკითხვათა მისთა _ ისრაელსა. 9. არა უყო ესრეთ
ნათესავსა და სამართალნი მისნი არა გამოუცხადნა მათ. დიდებაი.