ლოცვანი
აპლიკაცია

ფსალმუნნი დავითისნი · 141 / 151

ფსალმუნი 141

გულის-ხმის-ყოფისათვის დავითისა, ოდეს იყო ქუაბსა შინა და ილოცვიდა, 141

1

ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე.

2

განვჰფინო მის წინაშე ვედრებაი ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისსა მიუთხრა. 3.

მო-რაი-აკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი; გზასა ამას, რომელსა

ვიდოდე, დამირწყეს მე მახე. 4. ვხედევდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდ და არავინ იყო

მცნობელ ჩემდა; წარწყმდა სივლტოლაი ჩემგან, და არავინ არს გამომეძიებელ სულისა

ჩემისა. 5. ღაღად-ვჰყავ შენდამი, უფალო, და ვსთქუ: შენ ხარ სასოი ჩემი, ნაწილი

ჩემი ქუეყანასა მას ცხოველთასა. 6. მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი

ფრიად; მიხსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის. 7. გამოიყვანე

საპყრობილით სული ჩემი, რაითა აუვარო სახელსა შენსა. მე მელიან მართალნი ვიდრემდის

მომაგო მე.